მთავარი საქართველო ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარების გაუქმებულ ვიზიტზე – ასეთ გამოხტომებს ვერ ავიტანთ – ევროპარლამენტარები...

ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარების გაუქმებულ ვიზიტზე – ასეთ გამოხტომებს ვერ ავიტანთ – ევროპარლამენტარები დაკავდნენ სხვა საქმით, თუ აქვთ

112
გააზიარეთ

ევროპარლამენტარები დაკავდნენ რაღაც სხვა საქმით, თუ აქვთ – თუ ვინმეს უცხოეთში მოგზაურობა უნდა, ეს სხვა ფორმატია, ამას ნუ გამოიყენებენ და ამით სახელმწიფოს ჩრდილს ნუ მიაყენებენ, – აღნიშნული განცხადება საქართველოში ევროპარლამენტარების გაუქმებული ვიზიტის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ზარქუამ ამ კონტექსტში ისიც აღნიშნა, რომ საქართველო ულამაზესი, უძველესი ისტორიის და კულტურის ქვეყანაა და “თუ ნახვა უნდათ, მობრძანდნენ და მათ პირადად დაპატიჟებს”.

„მგონია, რომ ევროპარლამენტარები ან შეცდომაში არიან შეყვანილი ან რაღაც დრამატიზებას ახდენენ. არსებობს ჟან მონეს ფორმატი, რომელიც მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ურთიერთობის ფორმატს გულისხმობს.

ბოლო წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციისგან ობსტრუქციას, დესტაბილიზაციას და დესტრუქციას ვხედავდით. ამ ფორმატს ასეთ შემთხვევებზე იყენებენ. შეთანხმება ევროპარლამენტის ძველ პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის ძველ თავმჯდომარეს შორის იყო. ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა და ახალი პრეზიდენტი ჰყავს. საქართველოშიც პარლამენტის ახალი თავმჯდომარე გვყავს. შესაბამისად, ისინი შეთანხმდნენ, რომ ფორმატი უნდა გაწერილიყო, როგორც ამას პროტოკოლი ითვალისწინებს. ამ დროს ევროპარლამენტართა მოწერა: – იცით რა, ჩვენ შეხვედრა გვინდოდა და არ შეგხვდნენ, არის მიუღებელი და არაადეკვატური. მოვუწოდებდი, ქალბატონმა კრამონმა გაასაჯაროოს მიმოწერა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან იყო. ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირს, ევროპარლამენტარებს, ისინი ჩვენ გვეიმედებიან, თუმცა ასეთ გამოხტომებს ვერ ავიტანთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 21-22 იანვარს დაგეგმილი ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა. როგორც თავად ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, მიზეზი ის გარემოებაა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვერ მოიცალა.

„როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ გაიმართება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს“, – ნათქვამია ევროპარლამენტის წევრების, ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

https://www.interpressnews.ge/
გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here