მთავარი დაიჯესტი “ინგლისურად ცრუობენ”: ერაყმა თავისი საინფორმაციო ველიდან Reuters-ი გააძევა

“ინგლისურად ცრუობენ”: ერაყმა თავისი საინფორმაციო ველიდან Reuters-ი გააძევა

439
გააზიარეთ
“ინგლისურად ცრუობენ”: ერაყმა თავისი საინფორმაციო ველიდან Reuters-ი გააძევა

ერაყის კომუნიკაციებისა და მასმედიის კომისიამ 3 აპრილს განაცხადა, რომ ახალი ამბების ბრიტანულ სააგენტო Reuters 3 თვით აუკრძალა პროფესიული საქმიანობა ერაყის არაბთა რესპუბლიკაში.

ერაყის საინფორმაციო რეგულატორის ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო Reuters-ის მიერ რამდენიმე დღის წინათ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერაყში “სინამდვილეში” ათასობით ადამიანია ინფიცირებული ახალი ტიპის კორონავირუსით და ქვეყნის ხელისუფლება მალავს ეპიდემიის ჭეშმარიტ მასშტაბს.

სააგენტოს ლონდონის ოფისი 21 ათასი დოლარით დააჯარიმეს ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ერაყის ეროვნულ უსაფრთხოებას. კომისიამ, აგრეთვე, მოითხოვა, Reuters-მა ბოდიში მოუხადოს ერაყს.

Reuters-ი თავის სკანდალურ მასალაში წერდა, რომ ეყრდნობოდა 3 ერაყელი ექიმისა და ერაყის ჯანდაცვის სამინისტროდან ანონიმური წყაროების ინფორმაციებს.

ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 აპრილს ქვეყანაში იყო კორონავირუსით ინფიცირების 772 დადასტურებული შემთხვევა, 54 ადამიანი გარდაიცვალა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here