Home რუბრიკები ისტორია ინგლისი _ დასავლური პარაზიტული და კაციჭამიური ცივილიზაციის მაგალითი

ინგლისი _ დასავლური პარაზიტული და კაციჭამიური ცივილიზაციის მაგალითი

1615

დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ, თუკი ეჭვს შეიტანთ ფაშისტური გერმანიის მიერ ჩადენილ მხეცობებში, მაგრამ არის ქვეყანა, რომელიც სასტიკი დანაშაულებით, მხეცობებით სულაც არ ჩამოუვარდებოდა ფაშისტურ გერმანიას, ასეთი იყო ის ჰიტლერის გამოჩენამდე, ასეთია ამჟამადაც.

ფაშისტები ბრიტანელებმა გამოზარდეს

იყო დრო, ბრიტანეთის იმპერიის თავზე მზე არასდროს ჩადიოდა _ ისეთი დიდი იყო. ყველაზე ამაყი არისტოკრატია, ყველაზე ძლევამოსილი ფლოტი, ყველაზე მდიდარი ხაზინა. ახლა კი ოდესღაც დიადი სახელმწიფო თავის ყოფილ კოლონიებს ემლიქვნელება. როგორი დაცემაა!

სხვათა შორის, ინგლისელები ამჯობინებენ, თავიანთი წარსული აღიქვან, როგორც ულევი სიკეთე, კეთილდღეობა, რომელიც მათ საუკუნეების განმავლობაში მოჰქონდათ კაცობრიობისთვის.

“მხოლოდ მე, ინგლისელთა მსგავსად, მეყოფა სიმკაცრე და სისასტიკე მიზნის მისაღწევად”, _ თქვა ადოლფ ჰიტლერმა 1938 წელს სხვა ხალხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის დაწყებამდე. ასეა, ჰიტლერს ჰყავდა ღირსეული მასწავლებლები…

ე.წ. მეცნიერება ევგენიკა _ ერთი რასის უპირატესობის შესახებ მეორეზე _ ინგლისში გაჩნდა. ის გამოიგონა ფრენსის გალტონმა, ჩარლზ დარვინის ბიძაშვილმა. გალტონი ამტკიცებდა, რომ ზანგების უმრავლესობა ჭკუასუსტია.

ჰიტლერის თანამედროვე, ბრიტანელი პოეტი ალფრედ ნოისი ინგლისელებს ღმერთის რჩეულ ხალხს უწოდებდა, ამასთანავე, მიიჩნევდა, რომ “კელტები და რუსები, რომლებსაც სძულთ შრომა და წესრიგი, კაცობრიობის დაბალ საფეხურზე დგანან”.

ინგლისელი ეკონომისტი და სოციოლოგი ბენჯამენ კიდი თავის წიგნში “სოციალური ევოლუცია” წერს: “არსად და არასდროს არ ჩამოყალიბებულა სახელმწიფო სხვა ტომების დაპყრობისა და დამორჩილების გარეშე”. “ანგლოსაქსონური რასა სხვებზე სრულყოფილია, რაც ხსნის და ამართლებს ამ რასის ბატონობას მსოფლიოზე”. “მონობა ყველაზე ბუნებრივი და ერთ-ერთი გონივრული წესია”.

სწორედ ბენჯამინ კიდისგან გადმოიღო “ბუნებრივი არჩევის იდეა” ჰიტლერის იდეოლოგმა ალფრედ როზენბერგმა.

გერმანული ფაშიზმის ჩამოყალიბებაზე უზარმაზარი გავლენა იქონია ევგენიკის ყოფილმა პროფესორმა კარლ პირსონმა. აი ამ ბნელეთის მოციქულის ერთ-ერთი გამონათქვამი:

“ისტორია გვაჩვენებს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი გზა, ერთი და მხოლოდ ერთი, რომლითაც შეიძლება აღმოცენდეს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია _ ეს არის რასის ბრძოლა რასის წინააღმდეგ _ და გადარჩენა რასისა, უფრო ნიჭიერის, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი მიმართულებით”.

 

მილიონობით გვამი

და მაინც, მთავარი _ ეს არის სიხარბე. 1600 წელს ელისაბედ I-ის განკარგულებით, შეიქმნა ბრიტანეთის ოსტ-ინდური კომპანია. ეს, არსით, იყო ოლიგარქულ-ბანდიტური დაჯგუფება, რომელსაც აფინანსებდნენ ინგლისელი მაგნატები უცხო ტერიტორიების დასაპყრობად.

კომპანიაში, თავდაპირველად, იყო 125 აქციონერი, კაპიტალი კი 72 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. ამ შორსმჭვრეტელი ბატონების მემკვიდრეები იმპერიაში უდიდრესი ადამიანები გახდნენ.

ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსის, ბრუკს ადამსის, გამოთვლების მიხედვით, XVIII საუუნეში ინდოეთის დაპყრობის შემდეგ პირველი 15 წლის განმავლობაში ბრიტანელებმა ბენგალიიდან გაიტანეს 1 მლრდ გირვანქა სტერლინგის ფასეულობები. დამპყრობლები ადგილობრივი ვაჭრობის მონოპოლიზების შემდეგ მკვეთრად უმატებდნენ გადასახადებს. ასიათასობით ბენგალიელი მეწარმე ვალდებული იყო, თავისი პროდუქცია მინიმალურ ფასად დაეთმო კომპანიისთვის. მათ, ვინც გაჯიუტდებოდა, ბრიტანელები სასტიკად აწამებდნენ.

აი რა განაცხადა თემთა პალატაში ბრიტანელმა პოლიტიკოსმა ედმუნდ ბეროკმა: “ბავშვებს სასტიკად სცემდნენ მშობლების თვალწინ. მამა-შვილს ერთმანეთზე აბამდნენ სახით და როზგავდნენ ისე, რომ, თუ მამა დარტყმებს აიცილებდა, შვილს მოხვდებოდა. გლეხები ტოვებდნენ მინდვრებს. ყველა გაიქცეოდა, რომ არა გზაზე დაყენებული ჯარისკაცების რაზმები, რომლებიც იჭერდნენ და უკან აბრუნებდნენ ამ უბედურებს”.

ამის შედეგი იყო საშინელი შიმშილობა 1769-1770 წლებში, რომლის დროსაც 10 მლნ-მდე ინდოელი დაიღუპა. უბედურება განმეორდა 1780-1790-იან წლებში _ შიმშილმა კიდევ რამდენიმე მილიონს მოუსწრაფა სიცოცხლე.

ჯამში, ოსტ-ინდური კომპანიის “საგანმანათლებლო” მოღვაწეობის შედეგად 40 მლნ ინდოელი დაიღუპა, მაგრამ დასავლეთში აქამდე რატომღაც არავის დაუდანაშაულებია ინგლისელები “გოლოდომორის” (შიმშილით გენოციდი) მოწყობაში.

ყურების მოჭრა

ვიღაცამ შეიძლება თქვას: “რაც მოხდა _ მოხდა, ეს ყველაფერი საუკუნეების წინათ იყო”, მაგრამ ბრიტანელებმა თავი გამოიჩინეს XX საუკუნეშიც.

აი რას წერს მკვლევარი მარკ კერტისი წიგნში “კოლონიური მეთოდები”: “ინგლისელი მინისტრები ამტკიცებენ, რომ ერაყში ბარბაროსებისგან იცავენ “ცივილიზაციას”. ეს ჰგავს 1950-იანი წლების კენიას, სადაც ინგლისელები ცდილობდნენ, ჩაეხშოთ ამბოხება კოლონიური ხელისუფლების წინააღმდეგ. კოლონიური პოლიცია იყენებდა ასეთ “მეთოდებს”: ყურების მოჭრა, გაშოლტვა-გამათრახება სიკვდილამდე, ადამიანებისთვის პარაფინის გადასხმა და ცეცხლის წაკიდება”. შედეგად, “ევროპელმა დემოკრატებმა” 10 ათასი კენიელი გაანადგურეს, 90 ათასი კი შეყარეს საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც იძულებით ამუშავებდნენ, სცემდნენ და შეურაცხყოფდნენ.

ადენში (იემენი) რამდენიმე წლის განმავლობაში მოქმედებდა ბრიტანეთის დაზვერვის ცენტრი, რომელშიც ადგილობრივ მოსახლეობას აწამებდნენ. გამოცემა თჰე Gუარდიან-მა ცოტა ხნის წინათ გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, კენიაში ტომ კიკუიიუს ზოგიერთი ამბოხებული ცოცხალი დაწვეს.

აი რა ხდებოდა მალაიში:

“პარტიზანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ინგლისის კოლონიურ მმართველობას, ჩვეულებრივ, ტერორისტებს უწოდებდნენ, _ წერს მარკ კერტისი, _ თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის დოკუმენტებში

ომს აღწერდნენ, როგორც “კაუჩუკის მწარმოებელთა დაცვას”. მწარმოებლები კი ინგლისური კომპანიები იყვნენ.

კომუნიზმთან ბრძოლის საბაბით, ინგლისელ სამხედროებს სრული თავისუფლება მისცეს და სოფლები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამბოხებულებს, კოლექტიურად დასაჯეს.

ათიათასობით ადამიანი “ახალ სოფლებში” ცხოველებივით შერეკეს. მათ იყენებდნენ, როგორც იაფ მუშახელს. ინგლისელი ჯარისკაცები პარტიზანების მოჭრილი თავების ფონზე იღებდნენ ფოტოებს. ამბოხება ჩაახშეს მასირებული დაბომბვებით”.

აშშ-ის 51-ე შტატი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთმა საბოლოოდ დაუთმო ლიდერობა აშშ-ს და მისი დამოკიდებულება ძია სემზე სულ უფრო მტკიცდება. გამოცემა The Guardian-მა ცოტა ხნის წინათ განგაში ატეხა _ ამერიკელებს, როდესაც ბირთვული შეიარაღების სფეროში თანამშრომლობაზე განაცხადეს, ფაქტობრივად, განზრახული აქვთ, ხელში ჩაიგდონ ჩვენი ბირთვული არსენალიო.

თუ არ გვექნება ჩვენი ბირთვული ფარი, მაშინ რა დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ? _ ამბობს პარლამენტარი ჯერარდ ბატენი. მას მხარი აუბა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ჯონ უატმა: “ცივი ომი დასრულდა, მაგრამ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, როგორც ვიცი, კვლავ რჩება აშშ-ის 5 ავიაბაზა. რისთვის? ჩვენი რამდენი ავიაბაზაა აშშ-ის ტერიტორიაზე? _ არც ერთი!

შარშან ცნობილი შეიქნა, რომ ამერიკელებს განზრახული აქვთ, 200 მლნ დახარჯონ ავიაბაზა “კროუტონის” მოდერნიზაციაზე ბრიტანეთში. არადა, სწორედ ამ ბაზის თანამშრომლებს ადანაშაულებდნენ ინგლისელთა მასობრივ თვალთვალში, მაგრამ ბრიტანეთის მთავრობა გულგრილად ეკიდება უცხო ქვეყნის ჩარევას თავისი მოქალაქეების პირად ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ დაწერა ერთ-ერთმა ბრიტანელმა სოციალურ ქსელში: “დიდი ხანია, ინგლისი მიდის თავისი ყოფილი კოლონიების კოლონიად გადაქცევის გზით. დახვეწილი შურისძიებაა ისტორიისა, სადაც ლორდები გამოდიან ველური კაციჭამიების როლში, ინდოელები ქირაობენ ბრიტანელებს, ჩვენი ქვეყანა კი, ფაქტობრივად, აშშ-ის 51-ე შტატია. ღმერთო, დაგავიწყდა დედოფალი?!”

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

 

1 COMMENT

  1. ინგლისელებმა რაც დათესეს იმას იმკიან,ახია მაგათზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here