Home სხვადასხვა დაიჯესტი ინგლისელი პედოფილი ათწლეულების განმავლობაში ადგენდა “სტანდარტებს” ბავშვობის დაცვის სფეროში

ინგლისელი პედოფილი ათწლეულების განმავლობაში ადგენდა “სტანდარტებს” ბავშვობის დაცვის სფეროში

3168
პიტერ ნიუელი

ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით გასამართლებული პიტერ ნიუელი იყო იუნისეფის _ გაეროს ბავშვთა ფონდის, არა მხოლოდ კონსულტანტი, არამედ წამყვანი ფიგურა, რომელიც ადგენდა “ბავშვობის დაცვის” საერთაშორისო სტანდარტებს, _ იუწყება ანალიტიკური ცენტრი “საოჯახო პოლიტიკა”.

პედოფილი ციხეში გამოამწყვდიეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ მან 1960-იან წლებში არაერთხელ გააუპატიურა 12 წლის ბიჭი. ნიუელი პედოფილი აღმოჩნდა, რამაც  იუნისეფის წარმომადგენლები შოკში ჩააგდო. ნიუელი იყო არა მხოლოდ კონსულტანტი, არამედ წამყვანი ფიგურა გაეროში.

ანალიტიკური ცენტრი თავის მოხსენებაში განიხილავს მომხდარს და ასკვნის, რომ მსგავსმა ფაქტებმა უნდა დააფიქროს საზოგადოება და საღად და ახლებურად შეხედოს საერთაშორისო მოთხოვნებს “ბავშვთა დაცვის” სფეროში.

მოხსენებაში დასაბუთებულად არის წარმოდგენილი, რომ ოჯახებში ბავშვთა ფიზიკური დასჯის აკრძალვის მოძრაობა დაიწყო პედოფილური ორგანიზაციის “პედოფილიის შესახებ ინფორმაციის გაცვლის” საქმიანობის წინააღმდეგ გამოსვლებით. აღნიშნული ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში  1974-1982 წლებში მოქმედებდა. იმ პერიოდში ინგლისის საზოგადოების ბევრ წარმომადგენელს მიაჩნდა, რომ პედოფილია ჰომოსექსუალების უფლებების ერთ-ერთი ასპექტი იყო. მან (ამ ორგანიზაციამ)  აქტიური ბრძოლა დაიწყო ბავშვების სექსუალური თავისუფლებისა და მშობელთა კონტროლისგან მათი გათავისუფლებისთვის, რათა გაეადვილებინა პედოფილებისთვის ბავშვებთან მისაწვდომობა.

მისი დახურვის შემდეგ “ბავშვთა უფლებების დაცვის” დროშა აიტაცა პიტერ ნიუელმა, რომელიც მანამდე “სამოქალაქო თავისუფლების ეროვნულ საბჭოში” საგანმანათლებლო მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

მრავალი წლის განმავლობაში იგი მონდომებით და თანმიმდევრულად ქმნიდა მოძრაობას, რომელსაც უნდა ებრძოლა თავდაპირველად მასწავლებლების, შემდეგ კი მშობლების მიერ ბავშვების ფიზიკურად დასჯის წინააღმდეგ ჯერ ეროვნულ, შემდეგ კი საერთაშორისო დონეზე. მოხსენებაში ნაჩვენებია, რომ ამ მოძრაობის სწრაფვა დასახული მიზნის მისაღწევად თავიდანვე აგებული იყო მანიპულაციებსა და სიცრუეზე. ნიუელი ამ საქმეში წამყვან როლს თამაშობდა ჯერ ინგლისურ, შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც ამ მიზნისთვის იყო შექმნილი.

ნიუელის ორგანიზაციის მიერ მიღებულ დოკუმენტებსა და მის “ექსპერტულ” მონაწილეობას ეყრდნობოდა თავის გადაწყვეტილებებში ბავშვთა უფლებების დაცვის გაეროს კომიტეტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. იგი იყო იუნესკოს, იუნისეფის ოფიციალური პუბლიკაციების ავტორი, თანაავტორი და სარედაქციო საბჭოების წევრი. მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა, რომლებიც განსაზღვრავდა გლობალურ პოლიტიკას. მაგალითად დასახელებულია ბავშვებზე ძალადობის პრობლემაზე გაეროს ოფიციალური კვლევითი მოხსენება.

ნიუელი დიდი ხნის განმავლობაში იყო საერთაშორისო ორგანიზაციის _ “ბავშვების უფლებების საინფორმაციო ქსელის” დირექტორთა საბჭოს წევრი, რომელთანაც თანამშრომლობდნენ ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ორგანიზაციები და ბევრი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურები.

ნიუელის აქტიური მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების საქმიანობა საფუძვლად დაედო საერთაშორისო სტრუქტურების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მშობლების მიერ ბავშვების ფიზიკურად დასჯის აკრძალვის შესახებ. მან, ფაქტობრივად, განსაზღვრა საერთაშორისო ორგანიზაციების “სტანდარტები” “ბავშვების უფლებების დაცვის” სფეროში.

სწორედ იგი მოძღვრავდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორ უნდა ედევნებინათ თვალყური გაეროს “ბავშვების უფლებების დასაცავი” სპეციალური მოხსენების დებულებების განხორციელებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში (მის მიერ ამ თემაზე დაწერილი ცნობარი 2008 წელს გამოსცა გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Save the Children).

პიტერ ნიუელის დაპატიმრებისა და მისთვის სასჯელის განსაზღვრის შემდეგ იუნისეფის წარმომადგენელმა განაცხადა: “ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული პიტერ ნიუელის დაპატიმრებით. ამ დანაშაულის შესახებ არაფერი ვიცოდით 10 წლის წინათ, როცა იგი იუნისეფის კონსულტანტად მუშაობდა. მას შემდეგ იუნისეფმა შემოიღო შტატიანი თანამშრომლებისა და კონსულტანტების გაფორმებისა და შემოწმების მკაცრი პროცედურები”.

“ეს შემთხვევა ნათლად წარმოაჩენს, რა მოჩვენებითია ბევრი საერთაშორისო მოთხოვნა და ნორმა ბავშვებისა და, საერთოდ, ადამიანის უფლებათა სფეროში, _ განაცხადა ანალიტიკური ცენტრის “საოჯახო პოლიტიკა. რფ”-ს პრეზიდენტმა ალექსეი კომოვმა, _ ჩვენ დიდი ხნის წინათ მივაქციეთ ყურადღება, რომ ბევრი მოთხოვნა ეფუძნება რადიკალურ, საზოგადოებისთვის საშიშ იდეოლოგიებს, რომლებიც, პირდაპირ რომ ვთქვათ, არაფრისგან წარმოიქმნება. ეს ისტორია გვიჩვენებს, რომ სტანდარტების სისტემას აყალიბებდნენ არა აბსტრაქტული იდეოლოგები, არამედ რეალური პედოფილი და სტრუქტურები, რომლებსაც იგი ხელმძღვანელობდა”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here