Home სხვადასხვა დაიჯესტი ინგლისელები მდიდარი უცხოელებისგან შემოსავლების წყაროების დასახელებას მოითხოვენ

ინგლისელები მდიდარი უცხოელებისგან შემოსავლების წყაროების დასახელებას მოითხოვენ

4070
ზამირა გაჯიევა

ლონდონიდან შემოთვალეს: აზერბაიჯანელებს რაც ვუთხარით, ქართველებმაც გაიგონეთო

ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მოსთხოვოს ზამირა გაჯიევას, ერთი კვირის განმავლობაში წარადგინოს ახსნა-განმარტება თავისი ქონების წარმომავლობის შესახებ.

ზამირა გაჯიევა აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის, თანხების მიტაცებისთვის მსჯავრდადებული ჯაჰანგირ გაჯიევის მეუღლეა.

როგორც “ბი-ბი-სი” აღნიშნავს, “სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ქმნის პრეცედენტს, გადაილახოს ბოლო წინაღობა მასშტაბური ნადირობის დასაწყებად დიდ ბრიტანეთში გადაბარგებული კორუფციონერებისა და დამნაშავეების ფულსა და სახლებზე”.

კერძოდ, ლაპარაკია ისეთ ინსტრუმენტზე, რომელიც იქნება ორდერივით და დაავალდებულებს 50 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტი აქტივების მქონე ადამიანს, დაამტკიცოს, რომ ის აქტივები პატიოსანი გზით გამომუშავებული ფულით არის შეძენილი.

ამიერიდან, ლონდონის სასამართლოს ვერნდიქტის შემდეგ, თუკი სახსრების წარმომავლობის ახსნა-განმარტება არ მოხდება, NCA (დანაშაულთან ბრძოლის დიდი ბრიტანეთის ეროვნული სააგენტო) სთხოვს სასამართლოს, გაჯიევას ჩამოართვას ქონება, რომელსაც შემდეგ გაყიდის, მიღებულ თანხას კი გადასცემს ბრიტანეთის ხაზინას. თუკი გაჯიევა მიუთითებს აქტივების წყაროს, NCA-ს 60 დღე ექნება მისი ანგარიშების შესასწავლად, შემდეგ კი გამომძიებლები გადაწყვეტენ, მიიღონ ეს ანგარიშები და დახურონ საქმე თუ უარყონ და დაიწყონ ქონების კონფისკაციის პროცესი.

ბრიტანული მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაჯიევას აქტივებზე გაცემული ორდერი პირველია. სასამართლომდე კი 3 ახალი საქმე მივა, რომელთა ფიგურანტები ჯერ დასახელებულნი არ არიან.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here