Home ახალი ამბები საქართველო ინგა გრიგოლია: მაშინ, როცა გირგვლიანის თემით ქვეყანა ინგრეოდა, კურიერი მერაბიშვილის რეფორმებზე საუბრობდა!

ინგა გრიგოლია: მაშინ, როცა გირგვლიანის თემით ქვეყანა ინგრეოდა, კურიერი მერაბიშვილის რეფორმებზე საუბრობდა!

1129
ინგა გრიგოლია

ბოდიში „კურიერელებს“ რომ ამას ვახსენებ, მაგრამ მაგალითად, როცა ინგრეოდა ქვეყანა სანდრო გირგვლიანის თემაზე, „რუსთავი 2“-ზე იჯდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ამ დროს „კურიერის“ წამყვანები კითხვებს უსვამდნენ შსს-რეფორმებზე“, – ასე გაიხსენა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციის“ ავტორმა წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ქიბარ ხალვაშის დროინდელი „რუსთავი 2“ ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე. 

როგორც გრიგოლიამ „რუსთავი 2“-თან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, ამ დროს ტელევიზორს როდესაც „იმედზე“ გადმორთავდი საუბარი იყო იმაზე, თუ რა მოხდა სანდრო გირგვლიანის თავს.

„ჩემი მოგონებებიდან გამომდინარე ვიცი როგორი იყო „რუსთავი 2“ იმ ადამიანის მფლობელობის ხელში, ვინც დღეს მის დასაბრუნებლად იბრძვის ახლანდელი მფლობელების წინააღმდეგ. ცუდ რამეს ვიძახი ახლა, მაგრამ უნდა ვთქვა: მაშინ ჩვენ ტელეკომპანია „იმედზე“ ვაშუქებდით სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის თემას, უფლებაშელახული ადამიანების თემას, სახლ-კარიდან გამოყრილი ადამიანების თემას, თაბუკაშვილის ქუჩიდან გამოყრილი ადამიანების თემას და ა.შ.

ბოდიში „კურიერელებს,“ რომ ამას ვახსენებ, მაგრამ, მაგალითად, როცა ინგრეოდა ქვეყანა სანდრო გირგვლიანის თემაზე, „რუსთავი 2“-ზე იჯდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ამ დროს „კურიერის“ წამყვანები კითხვებს უსვამდნენ შსს-ს რეფორმებზე. ამ დროს გადმორთავდი „იმედზე“ და იქ იყო საუბარი რა მოხდა სანდრო გირგვლიანის თავს. ეს მახსენდება იმ ადამიანთან დაკავშირებით, ვინც დღეს იბრძვის „რუსთავი 2“-ის დასაბრუნებლად. ამიტომაც მე ჩემი კითხვები მაქვს ამ ადამიანთან და მომეცით უფლება მქონდეს ჩემი რეაქცია, რომ არ მჯეროდეს, ეს არის სამართლიანობისთვის ბრძოლა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here