Home რუბრიკები პოლიტიკა “იმედი” “რუსთავი 2”-ის იმედად, ანუ ბიძინური უზნეობის გაკვეთილები გრძელდება

“იმედი” “რუსთავი 2”-ის იმედად, ანუ ბიძინური უზნეობის გაკვეთილები გრძელდება

6040
იმედი-რუსთავი

ჩვენი მხსნელი მილიარდერის ჯიუტი ხასიათის შესახებ ადრეც ბევრი მსმენია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ხასიათის ამ შტრიხმა ტელევიზიების მიმართ მოლოდინს გადააჭარბა. ჯერ კიდევ 2012 წელს, როდესაც პირველად შევიტყვე ახალი, ყველაზე რეიტინგული დაამინდის შემქმნელი”, პოლიტიკაზე გავლენის მომხდენი ტელევიზიის ჩამოყალიბების ივანიშვილისეული გეგმის შესახებ, მაშინვე ვუთხარიოცნებისიმ ბოსებს, რომლებამდეც ხმა მიმიწვდებოდა, რომ ეს სრულიად სულელური, ძალიან გოიმური გეგმა იყო და ჩავარდნისთვის, მეტიც, სრული გაფარჩაკებისთვის იყო განწირული.

იმხანად ზოგმა ბოღმიანი მიწოდა, ზოგმა _ შურიანი, ზოგმაც კი, საერთოდ, გიჟად მომნათლა. “კაცს იმდენი ტვინი აქვს, მილიარდები იშოვა და შენ ასწავლი, რა როგორ გააკეთოსო?! ეს პირადად ბიძინას გეგმაა და ასი პროცენტით გაამართლებსო”, _ მარწმუნებდა მავანი.

არადა, ამ სრულიად სულელური გეგმის არსი იყო ის, რომ “რუსთავი 2” “შიგნიდან” უნდა დაეშალათ, თანაც იქ მომუშავე ადამიანების “ჯი-დი-ეს”-ზე გადაბირების (დიდძალი ფულის მეშვეობით) გზით.

ახლა ამბობენ, ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის გეგმა არ იყო, მისი გარემოცვა მოქმედებდა დაუკითხავადო, მაგრამ თვით ბიძინა ივანიშვილს არაერთ პრესკონფერენციაზე უთქვამს ფრაზა, რომელიც პირდაპირ მიანიშნებდა, რომ ამ ადამიანსრუსთავი 2”-ის თანამშრომლები რაღაც განსაკუთრებულ ჟურნალისტებად მიაჩნდა და ისიც არაერთხელ წამოსცდენია, რომბედნიერი იქნებოდა, თუკირუსთავი 2”-ელები გონს მოეგებოდნენ და დადგებოდნენ სიმართლის მხარეს”, ანუ წამოვიდოდნენრუსთავი 2”-დან და მივიდოდნენ ივანიშვილის გავლენის ქვეშ მყოფ ამა თუ იმ ტელევიზიაში.

აკი, პოლიტიკაში ჩართვის შესახებ პირველივე განცხადებაში, ჯერ კიდევ 2011 წლის ოქტომბერში, ანუ არჩევნებში გამარჯვებამდე 1 წლით ადრე, ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი 2”-ის თანამშრომლებს მიმართა, რომ წამოსულიყვნენ ამ “სიცრუის მანქანიდან”. სანაცვლოდ მილიარდელი მათ “გაცილებით უკეთეს პირობებს” სთავაზობდა.

ჟურნალისტების ასეთი საჯარო მოსყიდვის მცდელობა, მგონი, მსოფლიოს არ ახსოვს.

ყოველივე ეს ორმაგად და ათმაგად დიდი უზნეობაა იმ ფონზე, როდესაც საუბარია ნაციონალების მანიაკურ რეჟიმსა და მის “გამპრავებელ” ჟურნალისტებზე.

ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, პირდაპირ ამბობდა, რომ სასათბურე პირობებს შეუქმნიდა მათ, ვინც მანამდე, მთელი 9 წლის განმავლობაში, ფეხქვეშ ეგებოდა მიშა სააკაშვილს, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებმაც არ იკადრეს რეჟიმთან თანამშრომლობა და პროტესტის ნიშნად “სიცრუის მანქანიდან” გაცილებით ადრე წამოვიდნენ, პროფესიონალებადაც კი არ მოიხსენიებდა.

მოკლედ, პირდაპირი მტკიცებულებები თუ არა, “გონივრული ეჭვიმაინც არსებობს იმის შესახებ, რომ ყოველივე, რაც დღეს ქართულ მედიაბაზარზე ხდება, სწორედ ყოფილი პრემიერმინისტრისა და ყველაზე პოპულარული ქართველი მილიარდელისბრძნული ჩანაფიქრისშედეგია.

ორიოდე კვირის წინათ ამ “ბრძნული ჩანაფიქრის” კიდევ ერთი ეტაპის მომსწრე გავხდით და ჟურნალისტ ნატა მახვილაძისა და სპორტულ კომენტატორ დიმიტრი ობოლაძის კვალდაკვალ “რუსთავი 2”-დან “იმედისკენ” აიღეს გეზი უცხოური პროექტების ქართულად ადაპტირების პროდიუსერმა გიორგი ხაბურზანიამ და კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტმა დემნა ჯაფარიძემ.

ეგ კი არა, ამჯერად, რუსთავი 2”, თავისი გადაცემებიანად, “იმედისკენდაიძრა და მაყურებელს უკვე დაუანონსეს, რომ მომდევნო სეზონიდან ცნობილი ტელეშოუნიჭიერი”, “რუსთავი 2”-ის ნაცვლად, “იმედისეთერში გავა.

აი ეს კი, მართლაც, მსოფლიოში არნახული და უპრეცედენტო შტერობაა!

ერთმა ტელევიზიამ მეორე ტელევიზიიდან რომ გადაიბიროს და მოისყიდოს არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებები, არამედ პროექტები და გადაცემები, მსოფლიო ტელევიზიის ისტორიაში არასოდეს მომხდარა. არ მომხდარა არა იმიტომ, რომ, ჩვენიბრძენიბიძინას გარდა, არავის შეუძლია ამის გაკეთება, არამედ იმიტომ, რომ ეს სრულიად მიუღებელ, უღირს, არაპრესტიჟულ და უთავმოყვარეო საქციელად ითვლება ნებისმიერი, მეტნაკლებად სერიოზული ტელევიზიისთვის.

თუკი ტელევიზიას პრეტენზია აქვს ტელევიზიობაზე, მან ახალი, საკუთარი, გინდაც ნაყიდი და გინდაც უახლესი ორიგინალური ფორმატის პროექტები უნდა აწარმოოს და არა ათი წლის განმავლობაში ადაპტირებული და გაცვეთილი გადაცემები გადაიტანოს არხიდან არხზე.

ეს სატელევიზო აქსიომაა და, ვინც ოდნავ მაინც არის ამ სფეროში ჩახედული, უსიტყვოდ დამეთანხმება. თუმცა თავი თავანებოთ გლობალურ და დაუწერელ ტელეკანონებს და, ჩვენი მილიარდერის წარმოუდგენლად ჯიუტი ხასიათი რომ ვახსენეთ ამ სტატიის დასაწყისში, ისევ იმას მივუბრუნდეთ.

საინტერესოა, იმის მიუხედავად, იცის თუ არა ბიძინამ გლობალური დაუწერელი ტელეკანონები, როდემდე უნდამიაწვეს პირველ ჩვენებასდა ახალი, კონკურენტუნარიანი ტელევიზიის ჩამოყალიბების აუცილებელ წინაპირობად როდემდე უნდა მიაჩნდესრუსთავი 2”-დანპროფესიონალი კადრებისგადაბირება?

2012 წელს ლევან გოგორელიანის (იგივე “ფაქო”), ამიკო ჩოხარაძის, დავით გოგიშვილისა (“ციყვი”) და თემო მჟავიას “გადაბირება” ბერა ივანიშვილის ტელევიზია “ჯი-დი-ეს”-ში შეფასდა, როგორც “ბიძინას ორმაგი გათვლა”. ეს პირადად მითხრეს ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრებმა, როდესაც ვიკითხე, რატომ იყო საჭირო “რუსთავი 2”-სთვის არც ისე დაფასებული ადამიანების ასეთი ზარ-ზეიმით გადაბირება და მათთვის “ჯი-დი-ესზე” ათიათასობით ლარის ოდენობის ხელფასის დანიშვნა, მაშინ, როდესაც ამავე არხიდან 2007-2008 წლებში წამოსული ადამიანები, ფაქტობრივად, უანგაროდ ედგნენ გვერდით “ქართულ ოცნებას”. მიპასუხეს: “ეს ორმაგი გათვლაა, თან ჩვენს ტელევიზიას გავაძლიერებთ და თან მტრის ტელევიზიას შიგნიდან დავშლით!”

ასეთი, ყოვლად უგუნური პასუხის მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა, მოურიდებლად განვაცხადე, _ ამ პერსონების წამოყვანა რამეს დაუშავებს “მიშას ტელევიზიას” თუ არა, ეს მაინც უზნეო ნაბიჯია; და მეორეც _ გათვლა ძალიან სულელურია და, “ფაქოს” ხელმძღვანელობით წამოყვანილი “იუმორისტების” გამო, “რუსთავი 2” ოდნავაც კი არ დაზარალდება და ვერც “ჯი-დი-ეს”-ს შეემატება რამე-მეთქი.

კეთილი, მე იმხანად ბოღმიანი და შურიანი ვიყავი, ჯანდაბას, მაგრამ, როდესაც მართლა ასე მოხდა და “ფაქოების” წასვლით “რუსთავი 2” არათუ “დაიშალა”, არც კი შენჯღრეულა და შეტოკებულა, ნეტავ, რატომ არ დაფიქრდა ბატონი მილიარდერი, _ მგონი, ვცდები და ასეთი მეთოდი არ ამართლებსო?!

იმიტომ, რომ ის, უბრალოდ, წარმოუდგენლად ჯიუტია და არასოდეს აღიარებს, რომ სულელური “სტრატეგია” აირჩია.

ასეთ არაღიარებებს კი, მსგავსი უჯიუტესი პერსონებისგან მოჰყვება სულელური სტრატეგიის გაგრძელება და მისი გამართლება სხვადასხვა სულელურივე არგუმენტით.

მაგალითად, ასეთით: “ჰო, მართალია, ფაქოსა და მისი ჯგუფის გადმობირებამ არ გაამართლა, რადგან არც ისე სერიოზული პერსონები იყვნენ, მაგრამ საინფორმაციოს უფროსისა და გენერალური დირექტორის მოადგილის, ნინო შუბლაძის, გადმობირება ნამდვილად დაანგრევს რუსთავი 2”-ს!”

და ვერავითარი ძალა ვერ გადაათქმევნებს ასეთ სისულელეს ჯიუტ მილიარდერს: ვერც ის არგუმენტი, რომ თავის დროზე “რუსთავი 2” დატოვა გენერალურმა დირექტორმა ნიკა ტაბატაძემ და მას მიჰყვა “კურიერის” მთელი გუნდი მთავარი პროდიუსერის, თამარ რუხაძის, ჩათვლით, ხოლო საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკა ხოფერია პირდაპირ ეთერში გადადგა თანამდებობიდან, მაგრამ “რუსთავი 2” მაინც არ დაშლილა და ჩვეულებრივ განაგრძო არსებობა…

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე, სისულელესთან ერთად, უდიდესი უზნეობაა, ჯიუტი მილიარდერი მაინც ჯიუტად განაგრძობს “სტრატეგიას”. მოუხედავად იმისა, თვალნათლივ ხედავს, რომ არც ნინო შუბლაძის წასვლა შეიმჩნია დიდად “რუსთავი 2”-მა და სარეიტინგო სიაში მაინც პირველია.

და, მიუხედავად ამისა და იმისაც, რომ მანამდეც იყო მცდელობა “20/30”-ის შექმნით და იქ არჩილ გამზარდიაბიძინა ივანიშვილის დუეტის დასმით “ინგა გრიგოლიას ჩაძირვისა, რომელიც ასევე სამარცხვინო კრახით დასრულდა, მიუხედავად იმისაც, რომ მთელი ეს სამარცხვინოობები “რეიტინგების მთვლელ კომპანიას” დაბრალდა და ბაზარზე ჯიუტმა მილიარდერმა თავისი “მთვლელი” შემოიყვანა, რომელმაც მაინც ვერაფრით “დათვალა” ის, რაც ბიძინას სურდა… მოკლედ, მიუხედავად ბევრი სამარცხვინო მცდელობისა, მედიაბაზარზე ხელოვნურად გამოეყვანათ “პირველი ვიოლინო”, ჯიუტი მილიარდერი მაინც ჯიუტად ადგას იმავე სტრატეგიას და, დიმა ობოლაძისა და ნატა მახვილაძის შემდეგ, ახლა უკვე დემნა ჯაფარიძისა და გიორგი ხაბურზანიას “იმედზე” გადაბირებით აპირებს “რუსთავი 2”-ის დანგრევას…

ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მილიარდერის გავლენის ქვეშ აშკარად მოქცეულიიმედი”, საკუთარი თავის კი არა, “რუსთავი 2”-ის იმედადაა და იქიდან მილიარდერის უზნეო და, პირდაპირ ვთქვათ, გოიმური სტრატეგიის მიხედვით, უკვე ძალიან დიდი ხნის წინათგაცვეთილდა მოძველებულ პერსონებსა და გადაცემებსიბირებს”.

მე, “შურიანი” და “ბოღმიანი” ბაკურ სვანიძე, ვაცხადებ, რომ ეს უზნეო და ყოვლად სულელური “სტრატეგიაა” და ჯაფარიძე-ხაბურზანიას დუეტის გადმობირება “იმედზე” კიდევ უფრო გააძლიერებს “რუსთავი 2”-ს!

ეს რომ ასე იქნება, ეჭვი ისევე არ მეპარება, როგორც აქამდე “რუსთავი 2”-დან სხვა პერსონების უზნეო “ფულისტური” მეთოდებით გადმობირებისას ან გადმობირების მცდელობებისას არ მეპარებოდა და მართალი აღმოვჩნდი კიდეც.

საკითხავი მხოლოდ ესაა: გასაგებია, რომ ზნეობა ბიძინა ივანიშვილისგან ძალიან შორს დგას; ჯანდაბას, ისიც გასაგებია, რომ, მიუხედავად მილიარდერობისა, ეს კაცი მეტისმეტად გოიმია და სნობურად აზროვნებს, ანუ მისთვის “რუსთავი 2”-ის თანამშრომლები ზეკაცები არიან, მაგრამ ფაქტებს რა ვუყოთ? იმას მაინც როდის უნდა მიხვდეს ეს ძალიან ჯიუტი მილიარდერი, რომ მისი “სტრატეგიები”, შესაძლოა, ბიზნესკომპანიების შემთხვევაში ამართლებს, მაგრამ მედიაორგანიზაციებში მსგავსი “სტრატეგიების” იმედად ყოფნა სრული სისულელეა?!

იმედი ჯერ კიდევ გვაქვს. აი, იმედიკი უკვე აშკარად გაუდგაინფო 9”-ის, “მეცხრე არხის”, “მაესტროსადაჯიდიეს”-ის გზას მედიამოუსავლეთისკენ

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here