მთავარი საზოგადოება “იმას კი არავინ ამბობს, დაქცეულ სოფლებს, დაქცეულ ქალაქებს, რაიონებს რომ ვუტოვებთ შთამომავლობას”

“იმას კი არავინ ამბობს, დაქცეულ სოფლებს, დაქცეულ ქალაქებს, რაიონებს რომ ვუტოვებთ შთამომავლობას”

358
გააზიარეთ
ლეონარდო ხვედელიძე

ქვეყანაში შექმნილმა უმძიმესმა პოლიტიკურმა ვითარებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, საზოგადოების დიდი ნაწილი, გაუსაძლისი ეკონომიკური და სოციალური ვითარების გარდა, შეშფოთებულია იმითაც, რომ ივნისში საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, ლგბტ პირები აღლუმის გამართვას აპირებენრა აწუხებს ხალხს? რას ფიქრობს ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე? რა პრობლემების წინაშე დგანან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რეგიონებში? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე აპირებსსაქართველო და მსოფლიოყურადღების გამახვილებას. გაზეთი მზად არის, მოუსმინოს ყველას, ვისაც სურვილი აქვს აზრის გამოთქმის. რუბრიკახალხის ხმისპირველი სტუმარია ზესტაფონის მკვიდრი, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ლეონარდო ხვედელიძე.

_ მეკითხებით, რას ვფიქრობ დღევანდელობაზე? გიპასუხებთ: რას უნდა ვფიქრობდე კარგს, როდესაც რეგიონები, რაიონები და სოფლები დაცლილია მოსახლეობისგან. იმერეთში 250 სოფელი, ფაქტობრივად, გაუკაცრიელდა და, რაც დარჩა, ალბათ, ისიც დაიცლება, ყველა საზღვარგარეთ მიდის, ან დედაქალაქში.

ხელისუფლება ზუსტად ისეთი გვყავს, როგორსაც ვიმსახურებთ. კიდევ დიდხანს ვიქნებით ასე _ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც უცხო ქვეყნების ინტერესებს გაატარებს. ჩვენ არ ვკითხულობთ პარტიების პროგრამებს, არ ვეცნობით მათ იდეოლოგიას, მხოლოდ ლიდერების ტყუილებს ვისმენთ და ვცდებით. შემდეგ ჩვენ, უკვე შემცდარი ხალხი, არ ვიყენებთ კონსტიტუციურ უფლებას, მოვითხოვოთ რომელიმე თანამდებობის პირის გადადგომა ხელმოწერების საშუალებით. ყველა ქართველი თითქოს პოლიტიკოსია, მაგრამ ჩვენ ხომ ორღობის პოლიტიკოსები ვართ, ჩვენ ხომ ყველას მხოლოდ ჩვენი თავი, ჩვენი ბიზნესი გვაინტერესებს, ხალხსა და ქვეყანაზე კი არავინ ფიქრობს.

ხშირად ამბობენ, ილიას გზით მივდივართო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ილია არც კი წაუკითხავთ. უწიგნურები არიან.

_ თქვით, რომ საქართველო იცლება, რომ სოფლები გაუკაცრიელდარა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამ პროცესის შესაჩერებლად?

_ პირველ რიგში, ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს მცირე, კერძო ბიზნესის განვითარებას რაიონებში. მთავრობას არ აქვს ეკონომიკური პოლიტიკა, მისი ეკონომიკური პოლიტიკა პოპულიზმია და სხვა არაფერი. ამბობენ, 250 ქარხანა გავხსენითო, მაგრამ ამდენი ქარხანა ევროპის წამყვან ქვეყნებს არ აქვს, მგონი.

_ ზესტაფონში არ გახსნილა ქარხანა ან მცირე საწარმო მაინც?

_ ზესტაფონში ფეროს ქარხანა გვახრჩობს, ამხელა ქარხანა ვერ აამუშავეს ისე, რომ თუნდაც 1990-იან წლებში რაც იყო, იმ დონეს მიაღწიონ. საქმე ის არის, რომ რამე რომც გააკეთონ, გასაღების ბაზარი არ აქვთ, მთელი დატვირთვითაც რომ აამუშაონ, პროდუქცია სად წაიღონ?

ზესტაფონში გადამამუშავებელი საწარმოები უნდა აშენდეს. ვიცით, რომ ნატურალურ წვეენებზეა მოთხოვნა, იმერეთს აქვს ამ წვენების წარმოების საშუალება. იმერეთშია მარგანეცი, ქვანახშირი და ძალიან ბევრი რამ, მაგრამ არავინ ფიქრობს მათ გასაღებაზე, გამოყენებაზე ისე, რომ სიკვდილი კი არა, სარგებელი მოიტანოს. ამას წინათ წავიკითხე, ქუთაისში ავტოქარხანა უნდა გააკეთონო, რა ავტოქარხანაზეა საუბარი, ნაჯახი და თოხი ვერ გაგვიკეთებიარამდენიმე წლის წინათ ასეთ სისულელეს მიშაც ამბობდა _ ქუთაისში ვერტმფრენების ქარხანა უნდა ავაშენოო

2022 წლისთვის ხელფასები გაიზრდებაო, _ მოვისმინე განცხადება, გასაკვირია პირდაპირ. ხალხი სიღატაკის ზღვარზეა, სამსახურს სანთლით ეძებს… ხელფასს, ალბათ, ისევ თვითონ მოიმატებენ, ისევ თვითონ გამოიწერენ.

რაიონს ძალიან უჭირს, გლეხი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. რამდენიმე წელიწადია, ფაროსანამ გადაგვჭამა. შარშან დიდძალი თანხა დაიხარჯა ფაროსანას მოსასპობად, მაგრამ შედეგი არ არის, წელს გაცილებით მეტი იქნება ზარალი, ვიდრე გასულ წლეებში. სოფლის მეურნეობა მისახედია, გადახედონ თუნდაც უკრაინის, ამ დაქცეული ქვეყნის, სოფლის მეურნეობას, ყველაფერი აქვთ, აღარ ვლაპარაკობ ბელარუსზე, სადაც ყვავის სოფლის მეურნეობა და გასაღების ბაზარიც მოპოვებული აქვთ. მოკლედ, რაღა ბევრი ვილაპარაკო და ჩვენზე ცუდად არავინ ცხოვრობს ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან. სამაგალითოდ აიღონ ქვეყნები, რომლებმაც გადარჩენა შეძლეს ისეთი მნიშვნელოვანი დარგისა, როგორიც სოფლის მეურნეობაა.

“ავადსახსენებელ” კომუნისტების მმართველობის პერიოდში ჩვენთვის საჭირო ხორბლის 40 პროცენტი აღმოსავლეთ საქართველოში მოგვყავდა, დანარჩენით გვეხმარებოდნენ. საინტერესოა, ახლა რამდენი პროცენტი მოჰყავთ ან მოჰყავთ კი საერთოდ?! კატასტროფაა, როდესაც ქვეყანაში უფრო მეტი პროდუქტი შემოგვაქვს, ვიდრე ვაწარმოებთ. რამდენი რამ არის ისეთი, რისი წარმოებაც ადგილზე შეგვიძლია, ზემოთ ვახსენე ნატურალური წვენები და ასეთი რამ, ალბათ, ბევრია, მაგრამ ინტერესი არავის აქვს.

ფაროსანას დავუბრუნდები ისევ, რადგან მილიონები დაიხარჯა და შედეგი ნულია. გვარწმუნებდნენ, საუკეთესო წამალი შემოვიტანეთო, არადა, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შესთავაზეს ხელისუფლებას საუკეთესო პრეპარატი ფაროსანას მოსასპობად, მაგრამ კვირიკაშვილი გაიქცა და თურქეთიდან შემოიტანა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენების დამზადებული წამალი უფრო ეფექტიანიცაა და იაფიც _ 25 ლარი ღირდა, მთავრობამ კი თურქეთიდან 35-ლარიანი არაეფექტური წამალი შემოიტანა. უაზრობებს აკეთებენ, ფუჭად დროის კარგვაა მათზე საუბარი, მაინც არაფერი ესმით ჩვენი…

_ როგორ ფიქრობთ, მთავრობამ არ იცის, რა უნდა აკეთოს, როგორ დააყენოს ქვეყანა ფეხზე თუ, უბრალოდ, არ სურს ამის გაკეთება?

_ მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის მმართველობისას მიგრაციის თვალსაზრისით ასეთი კატასტროფული მდგომარეობა არ იყო, იმ პერიოდიდან მოყოლებული ვხედავ, რომ ყველა მთავრობას თავისი წურბელა ჰყავს, როგორც უცხო ქვეყანაში, ისე ქვეყნის შიგნითაც.

სუს-ის უფროსის მოადგილე, ვინმე გოგაშვილი, რომ იტყვიან, ცალ-ცალი კალოშით მოვიდა, სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა და ორ წელიწად-ნახევარში მილიონერი გახდა. ასეთი ადამიანები რომ გეყოლება ქვეყნის მმართველობაში, რაზე უნდა ილაპარაკო?! ასეთებს გლეხის ბედი შეაწუხებთ? თუ ასეთი ნიჭიერი ბიზნესმენია გოგაშვილი ან სხვები, რა უნდათ პოლიტიკაში, ბიზნესი აკეთონ, საწარმოები გახსნან, რატომ იკლავენ თავს პარლამენტში მოხვედრისთვის? ამ ყველაფერს ერთი პასუხი აქვს _ სამშობლო და ხალხი არ უყვართ, ამ ქვეყნის წურბელები არიან!

_ თუ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივნისში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ლგბტ პირები აღლუმის ჩატარებას აპირებენ?

_ კი, ვიცი ეგ საშინელი ამბავი. ამ საკითხზე ჩემი აზრი მაქვს. როდესაც ამბობენ, ამ უმსგავსო ადამიანების უფლებებს ვიცავთო, ეს თითიდან გამოწოვილი ამბავია, რომლითაც ადამიანების ტვინის გამორეცხვას ცდილობენ, ახალგაზრდებს ვგულისხმობ, თორემ ჩემი ხნისას რაღას დააკლებენ?! ჰეტეროსექსუალის უფლებას არ იცავენ და ესენი ვისი ან რისი დამცველები არიან?! პენსია ვერ მიუციათ ხალხისთვის წესიერად, გადაიყვანონ არსებული პენსია დოლარში და ნახონ, ხალხს რას აძლევენ. ლგბტთი თუ რაღაც ჯანდაბით უნდათ ევროპის გულის მოგება?

ეს აღლუმიც, რომლის ჩატარებასაც ზაფხულში აპირებენ, ევროპიდან არის თავსმოხვეული, რადგან სხვა ვერაფრით ვუტოლდებით მათ, მხოლოდ ეს შეგვიძლია, ვაჩვენოთ.

ილიას გზას ვადგავართო, რომ გაიძახიან, ილიამ ბანკი იმიტომ შექმნა, რომ ქვეყანა ქვეყანას აღარ ჰგავდა და რაღაც გამოსავალს თუ არ მოძებნიდნენ, დავიღუპებოდით. ილიამ გვიხსნა დაღუპვისგან, მაგრამ ესენი რას აკეთებენ? _ დროს ატარებენ, სეირნობენ, ქონებას იხვეჭენ, პირად კეთილდღეობას იწყობენ… დამისახელეთ ერთი ქვეყანა მაინც, რომელშიც ნარკომანები და ე.წ. ბარიგები ქუჩაში გამოდიან და საპროტესტო აქციებს აწყობენ. არსად არ არსებობს ასეთი რამ, მაგრამ ჩვენთან მოხდა.

კავკასიის მოსახლეობა გაგიჟებულია ჩვენი საქციელით, გვეუბნებიან, კავკასიის გზას აცდითო. კავკასიური ოჯახის წევრები აღარ ვართ, ჩვენ სატანისტები გავხდით, საქართველოს ვღუპავთ.

თუკი ლგბტთა აღლუმის ჩატარების ნებას მივცემთ, თუკი ხმალს არ ავლესავთ, გადაგვჯეგავენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მეტნი ვართ. არ მინდა ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმა ტელეკრანზე მათ უყურონ, მათ მოუსმინონ. ჩემი ოჯახი მე თუ არ დავიცავი, ვხედავ, პატრონი არ არის.

პედარასტები ჩემს ახალგაზრდობაშიც იყვნენ, მაგრამ არავინ ერჩოდა, ვიცოდით, რომ ავადმყოფები იყვნენ, ისევე, როგორც ნარკომანები, ისინიც არ გვეჩხირებოდნენ თვალში.

_ ჩვენ, რიგითმა მოქალაქეებმა, რა უნდა გავაკეთოთ?

_ ამის საპირწონედ რაც უნდა გაგვეკეთებინა, ის უკვე ხელიდან გავუშვით. 2016 წელს, როდესაც მივხვდით, რომ ამ ხელისუფლებამ მოგვატყუა და მიშას “ნაციონალურ მოძრაობაზე” უკეთესი არაფრით აღმოჩნდა, აღარ უნდა აგვერჩია. შეცდომა დავუშვით, ახლა ვუყურებთ უწიგნურ, უტიფარ, კაცთმოძულე ხელისუფლებას, რომელიც ვალს მხოლოდ ფულზე ითვლის, იმას კი არავინ ამბობს, დაქცეულ სოფლებს, დაქცეულ ქალაქებს, რაიონებს რომ ვუტოვებთ შთამომავლობას. ეს ის ვალია, რომელსაც ვერანაირი ფულით ვერ გადავიხდით. გვიკვირს, ოსი და აფხაზი არ გველაპარაკებაო. გადაგვარების გზაზე მდგომ ერს ვინ დაელაპარაკება?! ეკლესიას ვებრძვით, პატრიარქს ვაგინებთამ ცოდვას ოდესმე გამოვისყიდით?

ჩვენი დანაშაული ისიც არის, რომ ყველაფერს თავისი სახელი არ დავარქვით, დამნაშავეები არ დავსაჯეთ. ზვიად გამსახურდიას ჩამოგდებით დაწყებული, ყველა დანაშაული შერჩათ მთავრობებს…

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here