Home ახალი ამბები მსოფლიო ილჰამ ალიევი იმუქრება, რომ აზერბაიჯანი დატოვებს ევროპის საბჭოს

ილჰამ ალიევი იმუქრება, რომ აზერბაიჯანი დატოვებს ევროპის საბჭოს

2114
ილჰამ ალიევი

საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც თვალებში შესციცინებს დასავლელ პოლიტიკოსებს და მათ ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თავისი ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებას, ვისი მხრიდანაც უნდა მოდიოდეს ბრძანება, კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ისეთი ორგანიზაციის დატოვებით იმუქრება, როგორიც ევროპის საბჭოა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოსთან ურთიერთობაში კრიზისის გამწვავების შემთხვევაში აზერბაიჯანი დატოვებს ამ ორგანიზაციას. ილჰამ ალიევმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპის საბჭო სანქციებით დაემუქრა აზერბაიჯანს ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის გაეთავისუფლებინა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი _ ილგარ მამედოვი (მოძრაობა “რესპუბლიკური ალტერნატივა”).

მმართველი პარტია “ენი აზერბაიჯანის” 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო შეკრებაზე ბაქოში ალიევმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტურბიორნ იაგლანდი აზერბაიჯანსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობაში კრიზისის ხელოვნურად წარმოქმნაში დაადანაშაულა.

“ჩვენ, უბრალოდ, ადეკვატურ ნაბიჯებს გადავდგამთ ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებული უსამართლო და ფარისევლური პოლიტიკის გამო. ჩვენ უპასუხოდ არასოდეს დაგვიტოვებია თავდასხმა, ამიტომ მიმაჩნია, რომ ადეკვატური პასუხი დროული ნაბიჯი იქნება. ჩემი აზრით, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც არის ევროპის საბჭო, ვიღაცის პოლიტიკური ამბიციების მსხვერპლი არ უნდა გახდეს. თუ ეს კრიზისი გაღრმავდება, აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა, თავისუფალი იქნება არჩევანში. ჩვენ ნებაყოფლობით შევედით ამ ორგანიზაციაში, რომელშიც ვართ, და ნებაყოფლობითვე გამოვალთ”, _ განაცხადა ილჰამ ალიევმა.

1 COMMENT

  1. ა კაცი, ჩვენ ისევ ვიძინოთ, უწმინდესი რუსეთთან კეთილ მეგობრულ ურთიერთობის აღდგენას გვირჩევს და ამის გამო მტრები ეკლესიასაც დაეტაკნენ, ავიწყდებათ მოკვდავი რომ არიან და ის ფული რასაც საქართველოს გაყიდვით ის აფინანსებენ ოხრად დარჩებათ.საქართველოს მიწებს ნუ გავყიდით მომავალ თაობას, ჰაერში ვერ დასახლებიდან და მიწა თუ სხვისი იქნა მონებად ამუშავებენ, თურქეთს და სომხეთს ჩვენს მიწაზე აქვთ თვალი დადგმული რაც ევრო ამერიკას და ზოგიერთ გამყიდველს არ ადარდებთ,რუსეთთან ურთიერთობით თურქეთი ვერაფერს იზამს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here