Home რუბრიკები პოლიტიკა ილიას საქართველოდან დღევანდელ საქართველომდე

ილიას საქართველოდან დღევანდელ საქართველომდე

1151
კალაძე-ბახტაძე

აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადირა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: “ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!” წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: “მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!” რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”

ეს არის პირველი აბზაცი, გნებავთ, პროლოგი, ბრწყინვალე პუბლიცისტური წერილისა “რა გითხრათ? რით გაგახაროთ”, რომელიც 1897 წლის 31 დეკემბერს საახალწლო “მილოცვად” მიართვა მშობელ ქართველ ერს დიდმა ილიამ. თუ რატომ წინწკლებში სიტყვა “მილოცვა”, ამის ახსნა მეტ-ნაკლებად ერუდირებული მკითხველისთვის, ვფიქრობ, საჭირო არ არის, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ:

“ბედნიერი ერის”, “კაცია-ადამიანის?!” და ქართველი ერის ნაკლოვანებათა სხვა მრავალი მამხილებელი ნაწარმოების ავტორისთვის არ არსებობდა ისეთი “დრო და ამინდი”, რომლის გამოც მწარე სიმართლის თქმას მოერიდებოდა ქართველი ერის მიერ საქართველოს უგვირგვინო მეფედ წოდებული, ხოლო 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდა ილია მართლად შერაცხილი ილია ჭავჭავაძე.

ჰოდა, აქედან გამომდინარე, საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელირა გითხრათ? რით გაგახაროთ?” ილიას გადმოსახედიდან სამგლოვიარო ნეკროლოგი უფროა, ვიდრე საზეიმო მილოცვა, მაგრამ დღეს საქართველოში უფრო მძიმე ვითარებაა, ვიდრე ილიასეულ საქართველოში იყო და ეს რომ ასეა, ამის ცხადყოფას “ურწმუნო თომებისთვის” ილიასეულ და ბიძინასეულ საქართველოებს შორის გავლებული პარალელებით ქვემოთ შევეცდები. “ამ სამოთხე ქვეყანაში მხოლოდ ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნება”, _ სიმწრით მოთქვამდა დიდი ილია საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ზემოხსენებულ საახალწლო “მილოცვაში”…

ეს ნაცნობი სურათიაცაა და, ამასთანავე, უცნობიც, რადგან, თუ ილიასეულ საქართველოში ქართველთა არგახარება, ძირითადად, ჩვენი დარდიმანდობის შედეგი იყო, დღეს იმავე ამოცანის გადაჭრას წარმატებით ემსახურება ჩვენი დასავლელიმეგობრებისსატელიტი საქართველოს ხელისუფლება და მასთან ალიანსში მყოფი .. არასამთავრობო სექტორი, რომელებიც ყბადაღებული ადამიანის უფლებების დაცვის კამუფლაჟით ყველას და ყველაფერს იცავენ საქართველოში ქართველი ერის უფლებების გარდა. უმოწყალოდ იყიდება ქართული მიწები ძირითადად ირანელებზე ანუ მათზე, ვისაც საუკუნეების განმავლობაში ხმლით იგერიებდა ქართველი კაცი; ათასი ჯურის უკონტროლო მიგრანტებმა ლამის წალეკეს საქართველო, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ ასე გაგრძელდა, უახლოეს მომავალში საქართველოში ქართველი ერი ეროვნული უმცირესობა იქნება.

ახლა მავანი დამამუნათებს: ქართული მიწები ილიასეულ საქართველოშიც იყიდებოდა უცხოტომელებზეო, მაგრამ ილიას მიერვე დაარსებული ე.წ. საადგილმამულო ბანკის მეშვეობით უკვე დაწყებული იყო გაყიდულის გამოსყიდვისა და გაუყიდავის გაყიდვის შეჩერების პროცესი და ყველაზე მთავარი _ ბოლშევიკებმა გააკეთეს ის, რაც საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ ვერ შეძლო სამი წლის განმავლობაში. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებისთანავე საქართველოს ე.წ. რევკომმა სპეციალური დეკრეტი გამოსცა, რომლის ძალითაც ქართული მიწები სახელმწიფოს, ანუ ქართველი ხალხის საკუთრებად გამოცხადდა.

სიტყვამ მოიტანა და კიდევ ერთი პარალელი, მცირე ისტორიული ექსკურსის გავლით, უფრო სწორად პარალელები, ერთი მხრივ, მეფის რუსეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის და, მეორე მხრივ, ილიასეულ, გნებავთ, ცარისტულ საქართველოსა და საბჭოთა საქართველოს შორის:

1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, რუსეთის ხელისუფლებაში ლენინ-ტროცკის მასონი სიონისტები მოვიდნენ, რომელთა მიზანი რუსეთის მართლმადიდებელი იმპერიის დაშლა და ნაწილ-ნაწილ გაყიდვა იყო და სწორედ ამ მიზნის საწინააღმდეგოდ გაჩაღდა სამოქალაქო ომი ე.წ. წითლებსა და თეთრებს შორის, რომელიც წითლების გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთის იმპერია კი არ დაიშალა, დიდმა სტალინმა ჯერ მასონი ტროცკისტები გაანადგურა, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებით რუსეთის წითელმა იმპერიამ ისეთ სიდიდესა და სამხედრო ძლევმოსილებას მიაღწია, როგორიც რუსეთის არც ერთ მონარქს არ დასიზმრებია.

სწორედ ამიტომ ემიგრაციაში მყოფმა თეთრგვარდიელმა გენერლებმა (დენიკინმა, ვრანგელმა, იუდენიჩმა და სხვებმა) და ოფიცრებმა სიცოცხლის დღენი სტალინის ქება დიდებაში გალიეს, რადგან მათთვის მთავარი იმპერიის ფერი კი არა, რუსეთის ძლევამოსილი იმპერიის აღდგენა იყო.

ანალოგიური პარალელის გავლება შეიძლება ილიასეულ (ცარისტულ) საქართველოსა და საბჭოთა საქართველოს შორისაც _ საქართველოს რუსეთთან შეერთებამ უზრუნველყო ქართველი ერის ფიზიკური განადგურებისგან გადარჩენა და ეროვნული მენტალიტეტის, მართლმადიდებელი ქრისტიანობის შენარჩუნება. “მამული, ენა, სარწმუნოება”, რისთვისაც დიდი ილია სიცოცხლის განმავლობაში იბრძოდა, მის სიცოცხლეშივე ხელშესახები გახდა და ერთადერთი, რისთვისაც იღვწოდა რუსეთის “დუმა”-ს დეპუტატი, ეს საქართველოსთვის კულტურული ავტონომიის მინიჭების სტატუსი იყო, ისევე, როგორც ამ სტატუსს ფლობდნენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებული პოლონეთი თუ ფინეთი…

საქართველომ უკვე სსრკ-ის შემადგენლობაში არა თუ დე ფაქტო კულტურული ავტონომია მიიღო, არამედ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსით ტერიტორიული მთლიანობაც აღიდგინა. ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია: საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ, 1990 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, 5.5 მილიონს გადააჭარბა და, თეთრგვარდიელი გენერლებისა არ იყოს, არ მგონია, რომ ეს ფაქტები საქართველოს უგვირგვინო მეფეს მხოლოდ წითელი ფერის გამო დაეწუნებინა. მაშინ ცოცხალი რომ ყოფილიყო, კიდევ ერთხელ დაწერდა ბრწყინვალე პუბლიცისტურ წერილს, “ასის წლის წინათ”, რომელიც ილია მართალმა 1899 წელს დაწერა და რომელიც თბილისში რუსის ჯარის პირველად შემოსვლიდან 100 წლისთავის იუბილეს მიუძღვნა.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ იმ დროს, როდესაც დიდი ილია “საახალწლო მილოცვის” წერილს წერდა, ერთი რამ მართლაც გვქონდა მოსალოცი _ დღევანდელი დღისგან განსხვავებით საქართველოში თითქმის არავინ იყო მშიერ-მწყურვალი, შიშველ-ტიტველი, არავის სციოდა. მოკლედ, დღევანდელი ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, თითქმის არავინ იყო სოციალურად დაუცველი…

დღეს კი ნორმალურ ადამიანს ქუჩაში გავლა უჭირს, რადგან გული ეთანაღრება, რომ ერთ დროს სინათლის, სიკეთის, სიყვარულის ქალაქად წოდებული თბილისი დღეს მათხოვართა ქალაქად ქცეულა. ეს, რაც ზედაპირზე ჩანს, არადა, ასიათასობით ქართველია რეგისტრირებული, როგორც .. სოციალურად დაუცველი, მშიერმწყურვალი, შიშველტიტველი, უსახლკარომიუსაფარი; ასეთი კატეგორიის მოსახლეობისთვის მხოლოდ პურია ერთადერთი ძირითადი საკვები; ის ბიბლიურიპური არსობისა”, რომელიც ასე უნამუსოდ გააძვირა ხელისუფლებამ; აღარაფერს ვიტყვით ძვირ კომუნალურ გადასახადებსა და იმაზე, რომ პენსიონერს წამალი ვერ უყიდიადა ეს ყველაფერი იმ სამარცხვინო ფონზე, რომ ხელისუფალთა გაუმაძღრობას არ დაადგა საშველი _ იმას, რასაც ნაცების ზეობის პერიოდში პრემიები ერქვა, ქოცებმა ვირეშმაკულად უწოდეს ე.წ. სახელფასო დანამატები და ახლა ამ ახალი ფორმით, მაგრამ ძველებური შინაარსით, ათასობით ლარს შეხმატკბილებულად იჯიბავენ ქოც-ნაცებად წოდებული ბიუჯეტის ვირთხები _ ეეჰ, მართლაც, რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

თუმცა გაჭირვებული ქართველი კაცის “გასახარებელს” რა გამოლევს ნატო-ევროკავშირის სამოთხისკენ მიმავალ საქართველოში? და ჟარგონით თუ ვიტყვით, სწორედ ამავე ოპერიდან იყო პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში. მშიერ-მწყურვალთა არმიას, უპირველესად, აინტერესებს, რამდენი მილიონი ლარი დაჯდა პრეზიდენტის ინაუგურაციად წოდებული პოლიტიკური კლოუნადა, შაპიტოს ცირკი ქოც-ნაცთა “დამსახურებული” კლოუნების მონაწილეობით და აქედან უმარტივესი არითმეტიკული კითხვა ხელისუფლებას _ რამდენი ათასი გაჭირვებულის დახმარება შეიძლებოდა იმ თანხით?

იმავეს თქმა შეიძლება საახალწლოდ პომპეზურად გაჩახჩახებულ თბილისზე და საზეიმოდ ანთებულ ნაძვისხეზეც და ახლა თითქოს მესმის მავანთა უკმაყოფილო ბუზღუნი _ ცხოვრება გრძელდება, თავისას მოითხოვს და რა ვქნათ, აღარც ახალი წელი ვიზეიმოთ, აღარც ქორწილები გადავიხადოთ და “აღარც, აღარც და უამრავი კიდევ აღარც”?.. როგორც იტყვიან, ვინ მამაძაღლი, მაგას ვინ ამბობს, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.

პრეზიდენტის ინაუგურაციის ხარჯებისა არ იყოს, ქალაქის მერი და საქართველოს პრემიერი, როდესაც იმ ნაძვის ხეს ანთებდნენ, იმაზე თუ დაფიქრებულან, რამდენი ათასი ბავშვის დაპურება შეიძლებოდა იმ თანხით, რომელიც ყოველ წელიწადს ახალ-ახალი მორთულობების ჩამოსატანად იხარჯება ბიუჯეტიდან. დიახ, დაპურება, იმიტომ, რომ საქართველოში ათასობით ბავშვს არ ეახალწლება, რადგან მათ ელემენტარულად შიათ.

არადა, საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ ამ მადლიან ქვეყანაში არავის შიოდეს და სციოდეს, არავინ იყოს მიუსაფარი.

სხვა შემთხვევაში განათებულ-გაჩახჩახებული თბილისიცა და პომპეზური ნაძვის ხეც იმას ჰგავს, ჩვენში რომ იტყვიან: გარედან მტერს უბრმავებს თვალს, შიგნით _ მოყვარესო.

დიახ, სანამ საქართველოში თუნდაც მხოლოდ ერთი ბავშვი იქნება მშიერ-მწყურვალი, პომპეზური ზეიმების გამართვის მორალური უფლება არ აქვთ ერსა და ბერს, მით უმეტეს ხელისუფლებას, ამიტომ მოკრძალებით და უკეთესის იმედით, ახალ წელს გილოცავ, “ჩემო კარგო ქვეყანავ”!…

დავით მხეიძე

P.S. რითიც დავიწყეთ, იმით დამთავრება უპრიანი მგონია, ანუ ისევ დიდი ილია:

არ ვიცით, _ რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ, _ რანი ვართ, ვერ გამოგვისახია _ რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ქართველების წინ და აინუნშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა, ხელი გვკრან, გადავიჩეხებით დედაბუდიანად.…ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცო ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვს: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”

1897 . 31 დეკემბერი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here