Home რუბრიკები საზოგადოება ილიამ სტუდენტებს ურჩია, ევროპაზე დაყრდნობის ნაცვლად, “მეტი გაეკეთებინათ საქართველოსთვის”

ილიამ სტუდენტებს ურჩია, ევროპაზე დაყრდნობის ნაცვლად, “მეტი გაეკეთებინათ საქართველოსთვის”

4199
ილია

რატომ არ ელოდა ილია საკმარის მხარდაჭერას ევროპული დიდი სახელმწიფოებისგან

დღეს ისტორიის არაობიექტური გააზრება გვიშლის ხელს ყველაზე მეტად განვითარებაში, ვერც საკუთარ შეცდომებს ვხედავთ და, ცხადია, ვერც ვაანალიზებთ. “უნამუსოს სინდისი რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნაო”, _ ნათქვამია. ამდენად, კრიტიკა ყველაზე უებარი წამალია სრულყოფისა და განვითარებისთვის. ილიას საქართველო რომ უყვარდა, იმიტომ იყო პირუთვნელი დამოყვარეს პირში უძრახესპრინციპით მოქმედებდა, თუმცა, კრიტიკასთან ერთად, მუდმივად ეფერებოდა მშობელ ხალხს. განსხვავებაც ესაა მის კრიტიკასა და ახლანდელ ქართველთა ლანძღვაგინებას შორის _ მასხრად აგდება ყველაფერ იმისა, რაც ძვირფასი გაგვაჩნია

ილიას ძალიან აწუხებდა ის, რომეს ქვეყანა, ხმელეთის თვალი, დიდის სამოთხის კუთხე პატარა, / ქედმოდრეკილი ნაღვლით საწყალი”, მის თანამედროვეთ უმწეოდ და უნუგეშოდ დაუგდიათ და მათის სიავით დაწყლულებული და გმობილიუცხოს კალთის ქვეშ, ვითა ობოლი, შეფარებულა”.

ვითა ობოლი, შეფარებულაო”.

რატომ არის დღესაც საქართველო დაობლებული?

იმიტომ, რომ თითქმის არავინაა ქართველთ შორის თავგამოდებული ქომაგი და დამცველი ქართველის ქართველობის, წესის, ადათისმაგრამ, აბა, გაბედე და აქ ჩამოსახლებულ უამრავ უცხოელზე რამე საყვედური თქვი, იმწამსვე წამოგესევიან; პედერასტებზე რამეს იტყვი დაჰომოფობი ხარო”, _ აწიკვინდებიანნუთუ ყველაფერ ქართულს რომ გააკრიტიკებ და ტრადიციებს ლაფში ამოსვრი, მხოლოდ მაშინ ხარკაი ტიპიდაპრადვინუტი”? რატომ იქცევიან ასე? იმიტომ, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილიც დასავლეთიდან იმართებიან, იქ ეძებენუცხო კალთასთავის შესაფარებლად.

აი ამას ჰქვია ქვეყნის მტრობა და უსაზღვრო იდიოტიზმი.

როდესაც 1897 წელს კუნძულ კრეტაზე ოსმანთა ბატონობის წინააღმდეგ ბერძენთა აჯანყებით დაწყებული თურქეთსაბერძნეთის ომი დასრულდა, ქართველ სტუდენტთა ჯგუფმა წერილობით მიმართა ილია ჭავჭავაძეს იმის საკითხავად, დაუჭერდნენ თუ არა მხარს ევროპული დიდი სახელმწიფოები საქართველოს თვითგამორკვევას. ილიამ მაშინ სტუდენტებს ურჩია, ევროპაზე დაყრდნობის ნაცვლად, “მეტი გაეკეთებინათ საქართველოსთვის”.

ჩვენო ხელისუფალნო, ნურც თქვენ გაირჯებით ტყუილად და ნუ ფლანგავთ დროსა და სახელმწიფო ბიუჯეტს ევროპაში სირბილით. როდის ყოფილა, რომ ჩვენს პრობლემებს გული აუჩუყებია ევროპელიმეგობრებისთვის”?! იმის დაჯერება, რომ ევროპა რუსეთს დასჯის ან თუნდაც უსაყვედურებს საქართველოს გამო, ძალიან დიდი გულუბრყვილობაა, სხვა თუ არაფერი. ახლახან მიუნხენში გამოსვლისას მაკრონმა გასაგებად თქვა: რუსეთი ჩვენი მეზობელია, მასთან სახმელეთო საზღვარი გვაქვს და ურთიერთობებს არ გავაფუჭებთო. ქართული ანდაზა არ იცოდა, თორემ პირდაპირ გვეტყოდა: ჩემთვის მეზობელი კარისაო სინათლეა თვალისაო და თქვენი საქმისა თქვენ იცითო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კი საერთოდ არ უხსენებია საქართველო და არც სხვას მოსვლია აზრად, ეკითხა რამე. ყველამ თავისი საქმე გაიკეთა და წავიდწამოვიდნენ. ისე, ზურგს უკან ქართველთა დელეგაციას გულს კი უმაგრებენ და ამხნევებენ ხოლმე თვალში ნაცრის შეყრით. დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ევროპული სახელწიფოების მეთაურებმა გააბრიყვეს გახარია, თქვენ გვერდით ვართო, და ალანძღვინეს რუსეთის პრეზიდენტი და საერთოდ თუ არა, გარკვეული დროით მაინც გააქრეს შანსი რუსეთსა და საქართველოს მოლაპარაკებებისა და რაიმე შეთანხმებისა. ვის წისქვილზე ასხამენ ამით წყალს? საქართველოსაზე რომ არა, ცხადია. ილიამ კი _ მეტი გააკეთეთ საქართველოსთვისო.

მიუხედავად იმისა, რომ ერის მამა ღიად აკრიტიკებდა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას საქართველოში, ოსმალური და სპარსული მუსლიმური არმიებისგან სანდო თავდაცვის ერთადერთ საშუალებად ის მაინც ქრისტიანულ რუსეთს მიიჩნევდა. იგი არ ელოდა საკმარის მხარდაჭერას ევროპული დიდი სახელმწიფოებისგან, თუ რატომ, ამაზე ქვემოთ ილიას წერილები გაგვცემს პასუხს.

ის საკითხი, რომ საქართველოს შეუძლია და აუცილებლად უნდა შეუერთდეს პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად დაწინაურებულ ევროპას, ადრეც იდგა დღის წესრიგში. შესაბამისად, ყოველთვის იყვნენ კრიტიკოსები, რომლებიც ამ აზრს არ ეთანხმებოდნენ, ხაზს უსვამდნენ რა კულტურულ განსხვავებებს, და ამას ქართული თვითმყოფადობისთვის საფრთხედ მიიჩნევდნენ. ამ თვალსაზრისმა განვლილ წლებში სულ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიპოვა. ერთი მხრივ, ამის მიზეზი ევროპაში განვითარებული კრიზისებია, რომლებიც მას ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

ილია თავის წერილებში არაერთხელ ახსენებს, განიხილავს და აანალიზებს განვითარების იმ მოდელებს, რომლებსაც მისი თანადროული ევროპული სახელმწიფოები ირჩევენ. იქნება ეს გერმანია და პრუსია, საფრანგეთი, პორტუგალია, ინგლისი თუ ირლანდია.

ევროპა 1886 წელს

ტფილისი, 25 თებერვალს, 1886 .

სახელოვანის ინგლისის მეცნიერის _ დარვინის მიერ ეჭვგარეთ დაყენებული კანონი, რომელსაც “ბრძოლას არსებობისათვის” ეძახიან, სათავეა ყოველის მოძრაობისა, რასაც-კი დღეს ჩვენის თვალითა ვხედავთ სახელმწიფოთა შორის. ამიტომაც მეტი არ იქნება თვალი გაკვრით მაინც გადავავლოთ თვითოეულს სახელმწიფოს ევროპისას, და იმოდენად, რამოდენადაც გაზეთის მეთაური წერილი ნებას მოგვცემს, ავნიშნოთ, ვის რა ტკივილი აქვს შინ, თუ გარეთა, ვის რა იმისთანა “წვრილი” აქვს, რომელიც გასაფრთხილებელია, რომ არ გასწყდეს.

* * *

ერთი ძლიერი სახელმწიფო დღეს საფრანგეთია, სხვათა შორის. ბისმარკის ოსტატურმა პოლიტიკამ და მოლტკეს გაწყობილმა ჯარმა უკან მიაყენა ეს ქვეყანა, რომელიც 1870 წლამდე სათავეში ედგა ყველაფერს ევროპაში და რომლის სიტყვასაც ყველა მოწიწებით და რიდით ისმენდა. მას აქეთ მარტო ერთმა გერმანიამ დაინარჩუნა ბურთი და მოედანი ევროპისა. მას აქეთია საფრანგეთი დიდის გულისტკივილით გაიყურება რეინისაკენ და გერმანიისაგან წართმეულს ელზას-ლოტარინგიას გასტირის. ჯერ ეს საზარელი ნივთიერი და მერე თავმოწონებული სითამამე საფრანგეთის ერისა, შეგინებული, დამარცხებული და დამცირებული ქვეყნის წინაშე სიამაყე ამაყის საფრანგეთისა, _ ორივ ერთად წყლულსავით ჩაჰსდგომია გულში საფრანგეთს და მოსვენებას არ აძლევს. არ არის არც ერთი კაცი საფრანგეთში, რომ არ ნატრულობდეს ხელახლად გამკლავებას, ხელახლად შეჭიდებას, მაგრამ საფრანგეთმა კარგად იცის, რომ დრონი მეფობენ. უმთავრესი ტკივილი ეს არის საგარეო საქმეებში, ყველასაგან ცნობილი, ყველასაგან აღიარებული. არ ვიცით, რას არ დაჰსთმობს საფრანგეთი, ოღონდ ეს ხელახლად გამკლავების დღე მოიმარჯვოს. ბისმარკმა ეს ძალიან კარგად იცის. ისიც იცის, რომ ეს დღე გერმანიისათვის აუცილებელია, როცა იქნება მოვა. იგი, როგორც ჭკვიანი და შორსმხედველი კაცი, იმას კი არ ჰსცდილობს _ აუცილებელი აიცილოს, არამედ იმას, რომ იმ დღემან მარტოდმარტო შეახვედროს საფრანგეთს, ან მაშინ, როცა საფრანგეთს სხვა მტერიც აუჩნდება. ვაჭრობის ცილობამ ევროპაში საფრანგეთი აიძულა, თავისის ნაწარმოებ საქონლის გასასაღებლად შორს ქვეყნებში კოლონიები დაეჭირა. შეცდომა იყო ეს საფრანგეთის მიერ, თუ არ იყო, ჩვენ ამაზედ არას ვიტყვით, მხოლოდ ეს ვიცით, რომ ბისმარკი ძალიან ხელს უწყობდა საფრანგეთსა, ოღონდ მეკი თვალი მომაშორეო და საცა გინდა ფეხი გაიდგიო. საფრანგეთმა ჯერ ტუნისს წაავლო ხელი, პატრონობა დაიჩემა, და ამით ძალიან მოიმდურა თავისი თითქმის მუდამ მოყვარე იტალია, რომელსაც თავისი საბუთი ჰქონდა ტუნისის დაჭერისა. ეს რომ გაათავა, ტონკინისაკენ გაიწია საფრანგეთმა. ბევრი ანაცვალა ტონკინს ფული, თუ კაცი, და აქაც ამის გამო ერთი დაუძინებელი მტერი აიჩინა _ ჩინეთი. ბისმარკს ჯერ ეს მტრების აჩენა უხაროდა და მერე საფრანგეთის ასე შორს გატყუება და გაბმა. ეხლა ეგვიპტის საქმის გამო საიდღამღაც გაუტყვრა კინკლაობა საფრანგეთს ინგლისთან და იქამდე მიაღწია, რომ ერთმანეთზედ გული კარგად საგრძნობელად გაუგრილა. არც ეს ეწყინა, რასაკვირველია, ბისმარკს, რომელსაც, ვინ იცის, იქნება ყოველ ამის თოკის წვერიც ხელში ეჭირა. ეს გარეთი ამბავი საფრანგეთისა. შიგნით, ხომ მოგეხსენებათ, რა ტკივილები აქვს. რესპუბლიკა, ესე იგი ახლანდელი წყობა საფრანგეთისა, ჯერ კიდევ როგორღაც საფრთხეშია. ამ უკანასკნელმა არჩევანმა საფრანგეთს თვალი აუხილა მასზედ, რომ მონარქიელები ჯერ კიდევ ღონეს იჩენენ და იმედს არა ჰკარგავენ რესპუბლიკის დამხობისას. ბონაპარტელები, ორლეანელნი და სხვა მონარქიელნი, თუმცა შორიშორს არიან ერთმანეთზედ, მაგრამ საერთო მტრად კი რესპუბლიკას ჰხადიან, და ვიდრე რესპუბლიკას ებრძვიან, ერთად ებრძვიან. რასაკვირველია, როცა კაცის დასახელებაზედ მივარდება საქმე, _ აბა მონარქად ვინ გინდათო, _ მაშინ დღევანდელნი მოყვარენი, ბონაპარტელები, ორლეანელები და სხვანი ერთმანეთს შესაჭმელადაც არ დაინდობენ. ხოლო ამ დღემდე ისინი ერთად იღვწიან. ამას ყურადღება მიაქციეს რესპუბლიკელებმა და პალატას სთხოვეს კიდეც, გააძევეთ საფრანგეთიდან ყველანი, ვინც-კი სამეფო გვარეულობას ეკუთვნიანო. თუმცა ამისათვის ამორჩეულმა კომისიამ პალატისამ არ შეიწყნარა ესთხოვნა, მაგრამ მარტო ეს ამბავი საკმაო საბუთია ვიგულისხმოთ, რომ შიში მონარქიელებისა ასე თუ ისე არსებობს საფრანგეთში. ამ ბოლო ხანებში რომ დეზაკვილის ქვანახშირის თხრილებში მუშების არეულობა მოხდა, რომელიც თხრილების პატრონის ვეტერანის მოკვლით გათავდა და სხვა ამისთანანი, _ ცხადად ამტკიცებენ, რომ სარჩო-საბადებელი მუშებისათვის საფრანგეთშიაც ადვილი საშოვარი არ არის.

ამ მხრითაც შინაური განწყობილება საფრანგეთისა, რომელსაც აუარებელი უსახლ-კარო, უბინაო ხელცარიელი მუშა ჰყავს, ბევრს ავს მოასწავებს, დასაფრანგეთის ბედის ეხლანდელ გამგეთათვის, როგორც თვით საფრანგეთისათვისაც, მწვავს ტკივილს შეადგენს. საზოგადოდ, მუშათა საქმე ყველა სახელმწიფოს ტკივილია ევროპაში და ეხლა რომ ინგლისში მუშათა აღრევა მოხდა, შესაძლოა, ცეცხლისავით მოედოს მთელს ევროპასა, თუ არა უწამლეს რა. ესეთი შინაური ამბები ნებას არ აძლევენ საფრანგეთის გამგებელთა მთელის სულით და გულით საგარეო საქმეებს მიეცნენ და ღონე ამ საქმეთათვის სრულად მოიკრიბონ.

ტფილისი,

13 თებერვალი, 1886 .

მეორე დიდი და ძლიერი სახელმწიფო ევროპაში ეგრეთ წოდებული დიდიბრიტანიაა, ანუ უკეთ ვსთქვათ, ინგლისი. ინგლისი, შოტლანდიით და ირლანდიით, ევროპისაგან მოწყვეტილი უშველებელი კუნძულია. იმისი შესავალი და გასავალი ოთხსავ კუთხივ ზღვა არის. ამისთანა მდებარეობამ ინგლისის საგარეო ისტორია ისე წარმართა, რომ ზღვით და ზღვებით უნდა ეცხოვრა. ამიტომაც, როცა შინ ცოტაოდნად მაინც ფრთები შეისხა, მაშინვე საკოლონიო პოლიტიკას დაადგა. თუმცა აქ მოცილენი გაუჩნდნენ, მაგალითებრ, ისპანია, პორტუგალია და ჰოლანდია, და ამა მოცილეთა არაერთხელ დაასწრეს ზღვისპირების დაჭერა აზიასა, აფრიკასა თუ ამერიკაში, მაგრამ ინგლისმა მაინც იმოდენა დიდი ლუკმა მოიგდო ხელში, რომ ზღვათა მფლობელად დღესაც სამართლიანად იწოდება. რასაკვირველია, ამ საკოლონიო პოლიტიკის სათავე კაცმა თავდაპირველ ინგლისის მდებარეობაში უნდა მონახოს, როგორც ზემოდა ვსთქვით, მაგრამ ერთიც სხვა მიზეზია, რომ ინგლისი ასეთის მხნეობით და ღვაწლით გარე ქვეყნებისაკენ იწევს და თითქო ბინას იკეთებს. მთელის ინგლისის ადგილ-მამული თითქმის მარტო 30.000 კაცს ეკუთვნის. დანარჩენი მთელიერი უადგილ-მამულოა. ამისთანა უსამართლოდ განაწილებას ადგილ-მამულისას ერთი სხვა უბედურობაც ზედ მოჰყვა. როცა ჟამთა ვითარებისა გამო მატყლმა მეტად აიწია და დიდი ფასი დაიდო, ბევრმა ადგილმამულის პატრონმა საყანე, სახნავსათესი მამულები საძოვრებად გადააქცია და აუარებელი მხვნელმთესველი ხალხი, რომელიც მაგ მამულებზედ ქირით თუ იჯარით ჰსცხოვრობდა, სულ ცარიელზედ დარჩა. აქედამ წარმოსდგა იგი შესაბრალისი ხალხი, რომელსაც საცხოვრებლად თვისი მარჯვენაღა აქვს და სხვა არაფერი და რომელსაც პროლეტარიატს ეძახიან. დასაწყისი ამ პროლეტარიატისა უმთავრესად ეს იყო, და თქმა არ უნდა, რომ დროთა მიმავლობაში ამ მიზეზს სხვა მიზეზებიც დაემატა და პროლეტარიატობა გააძლიერა. თუმცა აუარებელმა მრეწველობამ, ფაბრიკებმა და ქარხნებმა, როგორც ღრუბელმა შეიწურა ეს უბინაო ხალხი, მაგრამ საკმაო იყო ერთს რომელსამე მრეწველობაში კრიზისი მომხდარიყო, როგორც ამერიკელების ომის დროს _ ბამბეულობათა ქარხნების კრიზისი, რომ დიდძალი მშიერი და უბინაო მუშა ხალხი ცის ნაბარას დარჩენილიყო.

ეს ერთი.

მეორეც ისა, რომ სიმრავლეს უმამულო მუშა ხალხისას ვერ აუვიდა ინგლისის ძლიერი და აუარებელი მრეწველობაცა. მრავალი მუშა ხალხი უსაქმოდ ჰრჩება. ამის გამო წარმოუდგენელია ის სიღარიბე, ის სიღატაკე, ის განწირულობა, რომელიც ასე გულსაკლავად ჰღაღადებს ინგლისის ყოველს დიდს ქალაქში და ნამეტნავად ლონდონში. ამ უშველებელს ბოღმას სახურავის ახდა უნდა, რომ გასვლის გზა მიეცეს, გავიდეს, თორემ, როგორც ქვაბში მომწყვდეული ორთქლი, ქვაბსაც გახეთქს და გარშამოსაც მილეწ-მოლეწავს. ეს კარგად იცის საქმიანმა და ჭკვიანმა ინგლისელმა და ამიტომაც ეტანება, სხვა ქვეყნებში დაიჭიროს ადგილები, რომ მეტი ხალხი გაიზიდოს ინგლისიდამ და ბინა ახლად დაჭერილს ქვეყნებში მოიკიდოს. ეს მეორე მიზეზი საკოლონიო პოლიტიკისა.

მესამე მიზეზი კიდევ აუარებელი მრეწველობაა. დიდძალს საქონელს ჰქმნის ინგლისი. ამ საქონელს გასაღება უნდა. ევროპა ვეღარ იტევს სიმრავლეს საქონლისას და ერთმანეთში გაძლიერებული ცილობაც ხელს უცრის. ვაჭრობის გზის გასახსნელად, საქონლის გასასაღებლად სხვა უფრო შორეული ქვეყნებიღაა, ნამეტნავად ის ქვეყნები, რომელთაც ზღვა აქვთ შესავალად. ინდოეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები აზიაში, მთელი აფრიკა, სამხრეთი ამერიკისა და სხვანი _ სულ კაი ლუკმაა საქონლის აღებ-მიცემობისათვის. ბოლოს დროს ასე გაუჭირა საქმე სხვა სახელმწიფოებსაც ამ საქონლის უმუშტრობამ, რომ საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამაც-კი საკოლონიო პოლიტიკას ჩაჰკიდეს მაგრად ხელი და ამ სახით ზღვათა მფლობელსა ინგლისს მოცილედ გაუხდნენ.

ინგლისს ყველაზედ დიდი ადგილები უჭირავს ევროპის გარეთ სხვა ქვეყნებში. ერთი უდიდესი მათგანი ინდოეთია. როგორც თავის ორის თვალის ჩინს, ისე უფრთხილდება ინგლისი არამც თუ მარტო ამ დიდს ინდოეთს, არამედ სხვა კოლონიებსაც. ერთი საუკეთესო ზღვის გზა კოლონიებისაკენ საერთოდ _ და ინდოეთისაკენ საკუთრივ _ ხმელთაშუა ზღვაზედ უდევს ინგლისსა, მეორე სუეზის დიდს არხზედ ეგვიპტეში. ამას ზედ დაუმატეთ, რომ ხმელთაშუა ზღვის ნაპირები იტალიის მერმეთ ოსმალოსა და ბერძნებს უჭირავთ, რომ ოსმალეთის ასეთი თუ ისეთი მფლობელობა ძლიერ დამოკიდებულია ბალკანიის ნახევარკუნძულის ავკარგიანობაზედ, საბერძნეთის ღონის მეტნაკლებობაზედ, _ ცხადი იქნება, რას იტკივებს ხოლმე ინგლისი, როცა ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთის საქმე გატყვრება ევროპაში. აქედამ ისიც ცხადია, რისთვისაც ჰღვრის იმოდენა სისხლს ეგვიპტის გამო, ჰღუპავს იმოდენა ფულსა, და გარდა ამისა იმდურებს ეგვიპტის გამო საფრანგეთსაც.

ავსტრიას რომ გლადსტონმა ერთხელ თითი დაუქნია და მრისხანედ დაუძახა: “ხელები უკანაო” _ ამისი მიზეზი ის არის, რომ კუდიანი ავსტრია ჩუმ-ჩუმად მიცოცავს ადრიატიკის ზღვისაკენ, ამ ზღვით ჰსურს გზა გაიხსნას და ხმელთაშუა ზღვაზედ გავიდეს. აბა ინგლისი ხელს რად შეუწყობს? რად მოინდომებს მეტი მეტოქე იჩინოს იქ, საცა ეხლა თითქმის მარტო თვითონ ჰბატონობს. ინდოეთისაკენ ხმელეთზედაც ერთი გზა მიდის, ხოლო ეს გზა რუსეთს უჭირავს. ეგრეთ წოდებული ავღანისტანის საქმე, რომელმაც შარშან ასეთი ალიაქოთი ასტეხა, სხვა არა არის რა გარდა იმისა, რომ ინგლისს უნდა რუსეთს ეს გზა შეუკრას და ავღანისტანი წინ გადუღობოს, რადგანაც რუსეთსა და ინდოეთის შუა ავღანისტანია გადახარიხებული. ამიტომაც საქმე ისე გათავდა ინგლისსა და რუსეთს შორის, რომ ავღანისტანის და რუსეთის შუა მიჯნა დაიდვას, რომელსაც არც ერთი უნდა გადავიდეს და არც მეორე. ინგლისის გარეთი საქმეები ამაზედ ჰტრიალებს და ტკივილიც მაშინ გაუმწვავდება ხოლმე, როცა ისეთი ამბავი რამ გამოტყვრება, რომელიც ცოტად თუ ბევრად, შორიდამ თუ ახლოდამ, ამ საქმეებს შეეხება.

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

* * *

ტფილისი,

14 თებერვალი, 1886 .

შიგნით ინგლისს ბევრი ტკივილი აქვს და მათ შორის სამი მეტად დიდი. ერთი ის აღონებს ინგლისს, რომ კოლონიები როგორღაც ვერ ემორჩილებიან, თუმცა, უნდა მართალი ვსთქვათ, ინგლისი ურიგოდ არ ექცევა. მართალია, ინგლისს ჰსწამებენ, რომ კოლონიებს წურბელასავითა ჰსწოვსო, სარჩო-საბადებელს არ არჩენს და სულ თავისაკენ ითლისო, მაგრამ ყოველს ამაში ზოგი რომ მართალი იყოს, ათასი ტყუილია. განწყობილება კოლონიებისა, მათი გამგეობა, ისეთია, რომ ბევრს ენატრება. ადამიანის მუდამი სურვილი უკეთესობისა ხომ მოგეხსენებათ? აი სწორედ ეს უკვდავი სურვილი უფროა მიზეზი იმისთანა მოვლენისა, რომ, მაგალითებრ, კანადა შარშან აუჯანყდა ინგლისსა და აჯანყების მოთავენი სიკვდილით დაისაჯა. კანადაში ინგლისის მფლობელობას ცოტა არ იყოს საძირკველი შეერყა. ამას ინგლისი ასე თუ ისე კიდევ გაუძლებს, რომ გვერდით უფრო დიდი სატკივარი არა სჩენოდა. ეგ სატკივარი ირლანდიის საქმეა.

მტერ-მოყვარენი ინგლისისა, რა თქმა უნდა, არც ფულს და არც წაქეზებას არა ჰზოგვენ, რომ ეგ კერა ყოველთვის ჰღუოდეს საფრთხედ ინგლისის სამინისტროსი. ირლანდიის საქმის გამო ორნაირი აზრი ჰტრიალებს დღეს ინგლისშია. მეთაური ლიბერალებისა გლადსტონი, რომელსაც დღეს შინაურ საქმეებში ტოლი არა ჰყავს თითქმის მთელს ქვეყანაზედ, ირლანდიელების თანამგრძნობია. იგი ამბობს, რომ ირლანდიის დაწყნარება და დამშვიდება ორის საშუალებით შეიძლება მხოლოდო. ერთი, მიწების გამოსყიდვა მიწათმფლობელთაგან და მიწათმომქმედთათვის განაწილება სასყიდლითვე, და მეორე _ ირლანდიისათვის თვითმართველობის მინიჭება, ისე კი, რომ ერთობას ინგლისისას არა ევნოს რაო. საკვირველია, რადიკალების მეთაურნი ჩამბერლენი და დილკი, და ბევრი სხვანი რადიკალები, უკანასკნელს საშუალობას თითქმის უარჰყოფენ. პირველის თანახმანი კი თვით კონსერვატორებიც არიან…

საქმეს სინათლე მოეფინება მხოლოდ მაშინ, როცა პარლამენტი კრებას მოახდენს და ამაზედ ლაპარაკს გაჰმართავს. საქმე ისეთს განწირულებამდე მივიდა, იქამდე გამწვავდა ეს ირლანდიის ტკივილი, რომ მაგას გადაწყვეტილი ან ჰო უნდა, ან არა. ეგ ტკივილი ისეთი რთულია და საშიში ინგლისისათვის, რომ ინგლისს საგარეო საქმისათვის არ აცლის და ხელ-ფეხს უკრავს. ამით ინგლისი იძულებულია, ბევრი რამ დაუთმოს თავის მოცილე სახელმწიფოებს და ეს დათმობა ბოლოს ძვირად დაუჯდება. ამიტომაც, არა გვგონია გამოცდილმა გლადსტონმა პირველშივე ამ საქმეს არ ჩაავლოს ხელი და ასე თუ ისე წყურვილი არ გაამთელოს. დანარჩენი რასაკვირველია პარლამენტზეა დამოკიდებული.

დღეს პარლამენტში სამის წყობის დასია. უკვე მოგეხსენებათ, რომ გლადსტონის სახელოვანმა კანონმა სოფლებსაც მიანიჭა არჩევანის ხმა და ამ ბოლოს არჩევანში სოფლებმა სულ ლიბერალები აირჩიეს დეპუტატებად, ქალაქებმა და პარნელისტებმა-კი _ უფრო კონსერვატორების მომხრენი. დღეს ინგლისის ქვედა პალატაში არიან ლიბერალები სხვადასხვა ფერისა, რომელთ შორის რადიკალებიც არიან ჩამბერლენის და დილკის დროშის ქვეშ, კონსერვატორები, ესე იგი ტორიები, და პარნელისტები. ამბობენ, თუ ლიბერალები ერთმანეთში მოჰთავსდებიან, მაშინ პარნელისტები ვისაც მიუდგებიან, ის მხარე გაიმარჯვებსო. დღეს ლიბერალებისა და რადიკალების ერთობას განხეთქილების მიზეზი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ სრულს განხეთქილებამდე საქმეს არ მიუხწევია, რადგანაც გლადსტონის სახელი იკავებს ორსავე მხარეს ერთის დროშის ქვეშ. ამაზედ თუ არ დიდი, არანაკლები ტკივილი ინგლისისა _ მუშა ხალხის აღრევა არის. ეს ასეთი წყლულია, რომ შეიძლება ადამიანი თან გადაიტანოს.

თუ იქ, საცა იმოდენა კანონიერი გზა აქვს ყველას თავისი ტკივილი სხვას გააგებინოს, მკურნალთა თვალი და ყურადღება მოიზიდოს და წამალი რამ მოაძებნინოს, სულსა და გულში გამჯდარი აქვს, მუშა ხალხი აიშალა და ძარცვაგლეჯა დაიწყო, ჰსჩანს, სატკივარი დიდია და ღრმად განძირული აგებულებაში. ინგლისში ამისთანა ამბავი წუთიერს აფეთქებას ვერ მიეწერება: იქაური ხალხი, დიდი თუ პატარა, არამც თუ პატივისმცემელია, არამედ თაყვანისმცემელია კანონისა და წესისა. იქ, თუ არ დიდი მიზეზი, ვერაფერი სხვა ვერ გამოიწვევდა ამ დიდს უწესობას. ამითი არის საშიში და გასაფრთხილებელი ეს საქმე. ეს ასეთი საქმეა, რომ მარტო დასაცხრომელი და დამაამებელი მალამო ვერას არგებს, როგორც მაგალითებრის ოციათასი თუმანი, რომელიც უსაქმოდ დარჩომილთა მუშათათვის ლონდონის ლორდ-მერმა მოაგროვა. ამ საშინელს მიზეზს ძირიანად უნდა აგებულებიდამ ამოჭრა. ეს საშინელი სატკივარი თუმცა კარგა ხანია ინგლისის აგებულებაში ჰბუდობს, მაგრამ დღეს მისმა სამინისტრომ მთელი თავისი დრო და მეცადინეობა ზედ უნდა შეალიოს. თუ მალე არ უპატრონეს და წამალი არ უპოვეს, ინგლისი სხვა საქმეთათვის ბევრს ვეღარ მოიცლის, ევროპის საქმეებს ისე გულდადებით ვეღარ მოჰკიდებს ხელსა, და გამსჭვალული ამ დიდი სენითა შინ, გარეთ საკმაოს ღონით ვეღარ გამოვა და ვეღარ იმოქმედებს. ეს ამბავი ყველაზედ მეტად ბისმარკს უნდა ჰფხანდეს გულს, რადგანაც ამბობენ, რომ ამ ბოლოს ხანებში ბისმარკს სულ ერთი საზარელი ლანდი ელანდებაო: ინგლისმა, საფრანგეთმა და რუსეთმა ერთმანეთს ხელი არ მიჰსცენო. ჩვენ ბოლოს, როცა ყოველს დიდს სახელმწიფოს ამრიგად ჩამოვუვლით, შევიტყობთ, _ თუ რამოდენად საბუთიანია და მოსალოდნელი ამისთანა თვალად დაუჯერებელი ზავი, რომელიც დღეს ბისმარკს ძილს უფრთხობს.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

დასაასრული შემდეგ ნომერში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here