მთავარი საზოგადოება იკვებე 41 ცენტად და იარე 3 მილიონად განათებულ ქალაქში

იკვებე 41 ცენტად და იარე 3 მილიონად განათებულ ქალაქში

1912
გააზიარეთ
კახა კალაძე

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო ერი ვართ. ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც ყოველთვის ახლის ძიებაშია და არ აქვს მნიშვნელობა, ეს სიახლე კარგია თუ ცუდი. არც იმას აქვს მნიშვნელობა, ამ ყველაფერს როგორ აღიქვამს საზოგადოება, მთავარია, თუვლასტიგვაქვს, ჩვენი გავისწოროთ და მერეჩვენ ის ერი ვართ, რომელიც სტადიონს ისე ვავსებთ, რომ შედეგი წინასწარ ვიცით _ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები აუცილებლად წააგებს. ამის მიუხედავად, თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მსაჯის (რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც უნდა იყოს) ორიენტაციაში ეჭვი შეგვაქვს და 60 ათასი კაცი ერთ ხმაში ყვირის: “სუდია, პიდარასტ…”

ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ დედაქალაქის ახალი მერის წინასაახალწლო ინიციატივაზე გიამბოთ. არა, ახალმა მერმა ბევრი რამ გამოაჩინა, მაგრამ ასეთი “კრეაწივი” მაინც მოულოდნელი იყო. საახალწლო ნაძვის ხეს პირველად აქვს სლოგანი და ეს სლოგანი ზუსტად ისეთია, როგორიც ამ მერის წინასაარჩევნო ლოზუნგი: “სიცოცხლით სავსე ქალაქი”. როცა კახას (კალაძეს შენობით მივმართავ იმიტომ, რომ, რაც მერი გახდა, ლამის “შე ჩემათი” ესაუბრება ყველას) ეს იდეა გაუჩნდა, ალბათ, არ უფიქრია იმაზე, რომ საახალწლო ნაძვის ხესთან მშობლების მიერ მიყვანილ ბავშვებს როცა დააინტერესებს, _ იქ რა წერიაო, შენი მთელი წინასაარჩევნო კამპანია უნდა მოუყვენ, მერე კი უთხრან, ჩვენ, ყველა, პოლიტიზებულები ვართ, ერთი ნაძვის ხე გვქონდა არაპოლიტიზებული და ისიც საქმეში ჩავრთეთო. აი, რატომ ავირჩიეთ კალაძე, თორემ იყო ნარმანია ქალაქის მერი და ვერ მოიფიქრა, წინასაარჩევნოდ ნაძვის ხისთვის წაეწერა: “მილიონ ხეს დავრგავ”. სიმბოლურიც იქნებოდა ნაძვის ხესთან ეს წარწერა, მაგრამ არა, ნარმანია სოფლელი იყო, კალაძე კიდევ მილანელია…

სანტა კლაუსს (თოვლის პაპა ამერიკის ინტერესებს შეეწირა გმირულად), დიდი ალბათბით, ხურჯინზე ეწერება _ “ჩემი საქართველო აქ არის…” ჰო, რა გაგიკვირდათ, ამერიკის საქართველო რომ აქ არის, კი უნდა იცოდეთ, ისიც უნდა იცოდეთ, დონალდ ტრამპი სულ უფრო ხშირად რომ იმეორებს, რუსეთთან ბოლო ქართველამდე ვაპირებ ბრძოლასო.

ისევ საარჩევნო სლოგანებს დავუბრუნდეთ. საკრებულო არასრული შემადგენლობით (ოპოზიციონერებიც არიან იქ) და მერია სრული შემადგენლობით (აქ მხოლოდ პარტიული აქტივია) ცდილობს, კალაძის გადაწყვეტილება გაამართლოს. მეტიც, საკრებულოს დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან” _ ვატო შაქარიშვილმა ისიც თქვა, ნაციონალებმა პარტიული დროშა ქვეყნის დროშად რომ გამოაცხადეს, ხომ ვაფრიალებთ ახლა სიამაყითო?! შაქარიშვილს ხუთჯვრიანი დროშა პარტიული სიმბოლიკა რომ ჰგონია, ეგ ცალკე თემაა, მით უმეტეს ისიც თქვა ვატომ, პოზიტიური სლოგანია და რას ერჩითო?! დიდხანს ვიფიქრე, მაგრამ ვერ გავიხსენე, რომელიმე წინასაარჩევნო სლოგანი იყო თუ არა ნეგატიური. მშვენიერი იყომილიონი სამუშაო ადგილი”, “საქართველო სიღარიბის გარეშე”, “მოვდივართ გაჭირვებულთა გასახარებლად”, “ერთიანი საქართველო _ ძლიერი ეკონომიკა…”

ისე, რა საინტერესო იქნებოდა, საკრებულოს არჩევნებში რესპუბლიკურ პარტიას რომ გაემარჯვა და ნაძვის ხისთვის დაეწერა თავისი სლოგან: “გათავისუფლდი”. ჯერ ხომ ნაძვის ხე ლურჯი პარტიული ფერის ნაცვლად ლგბტ-თა ფერებში განათდებოდა, მერე ეს სლოგანი _ “გათავისუფლდი” ისე მოუხდებოდა ამ ლგბტ ფერებს, უკეთესს ვერ ინატრებდი. მეორე მხრივ, გათავისუფლდიჯობია თუსიცოცხლით სავსე ქალაქი”, სადავო თემაა, მაგრამოცნებასდავა არ სურს. ნაციონალების პრინციპითუ ჩვენთან არ ხარ, ჩვენი მტერი ხარუკვე ისე მძაფრად ამუშავდა, თუ პერანგის (სვიტერის, ქურთუკის) შიგნითოცნებისმაისური არ გაცვია, მოღალატეობამდე ერთი ნაბიჯიღა გაშორებს.

და მაინც, რას მოასწავებს ის, რაც კალაძემ გააკეთა? მილანური კომპანიის მიერ განათებულ თბილისის ქუჩებში პარტიული, ლურჯი ფერი სჭარბობს, ნაძვის ხეზე პოლიტიკური სლოგანია, სამსახურებში რეორგანიზაცია მიდის და პარტიული აქტივი მოდისკახამ ისიც თქვა, გზა ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ და ნახავთ, რამდენი ახალგაზრდა გამოჩნდება ისეთი, თავის ქალაქს იდეისთვის რომ მოემსახურებაო. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ მალე დაარსდება ორგანიზაცია კალაიუგენდი”, რომელშიც გაერთიანება იმის მანიშნებელი იქნება, რომ ვაზელინის მცირე დოზით წასმითაც წაიწევ წინ და დიდი დოზის გამოყენება აღარ მოგიწევს. პარალელურად, “კალაიუგენდის” სკოლაში გამოიწრთობიან ახალგაზრდები, რომლებიც ვატო შაქარიშვილივით დააბრეხვებენ ხოლმე სისულელეს, მაგრამ ამას არ აღიარებენ და იტყვიან, რომ ამ გუნდმა ხალხს ცხრაწლიანი რეჟიმი მოაშორა. ლოგიკას რომ მივყვეთ, ოცდახუთი წლის შემდეგ “კალაიუგენდის” რომელიმე აქტივისტი რომ გახდება თბილისის მერი და ნაძვის ხეს მომავლის სლოგანს _ “სავსე ქალაქი” (რით იქნება სავსე 20 წლის შემდეგ თბილისი, კი უნდა მიხვდეთ) _ მიაწერს. ვინც გააპროტესტებს, ეტყვიან: დაგავიწყდათ, მეოთხედი საუკუნის წინათ ცხრაწლიანი რეჟიმი რომ მოგაცილეთო?! და იძულებული იქნები, ენა ჩაიგდო, რადგან მთავარი ის კი არ იქნება, რა დღეში აღმოჩნდება ქალაქი, არამედ ის, რომ ნაცრეჟიმი მოგვცილდა და… ახალი რეჟიმი ჩაენაცვლა.

სხვათა შორის, არის ასეთი პოლიტიკური გაერთიანებასახალხო ხელისუფლება”. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრირებულიც კი იყო მე-11 ნომრად და საინტერესო სლოგანიც ჰქონდა _ “ხალხის გამარჯვება გარდაუვალია”. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს სლოგანი რომ დაეწერა კახას საახალწლო ნაძვის ხისთვის, რამდენი პოლიტიკოსი აიკრავდა გუდანაბადს დაწითელ ხიდზე იმაზე დიდი რიგი დადგებოდა, 2008 წლის 8 აგვისტოს რომ იყო, ვინაიდან, ხალხი თუ გაიმარჯვებს თუმცა ეს ყოველთვის იყო ჩვენს რეალობაში და, ჩანს, ჯერ კიდევ დიდხანს იქნება, რადგან თავიდანვე გითხარით, რომ ჩვენ ყველაზე საინტერესო ერი ვართ…

ცნობისთვის: ურიგო წინასაარჩევნო სლოგანი იმავე 2016 წელს არც მრეწველებს ჰქონიათ _ გოგი თოფაძის პარტიამ დევიზად აირჩია “სიმართლის დროა” და გაიმარჯვა მხოლოდ ხაშურში. ის, რომ ხაშური უმძიმეს დღეშია, კარგად მოგეხსენებათ და აქაოდა, სიმართლის დროაო, ხაშურმა მრეწველებს გაამარჯვებინა, მაგრამ “მიჰყე, მიჰყე სიმართლესო, გამოგილევს სინათლესო”, ხომ გაგიგიათ და ხაშურში, სხვა პრობლემებთან ერთად, განათების პრობლემა ისევ დგას.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აგერ უკვე მეოთხე ხელისუფლება შევიცვალეთ და კითხვა, ადეკვატურია თუ არა ჩვენ მიერ ნებით თუ ძალით არჩეული მთავრობა, ისევ აქტუალურია. რეალურად, სიცოცხლით სავსე ქალაქი კი არა, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, გნებავთ, თბილისში და გნებავთ, რეგიონებში, პურის ფულის პრობლემა უდგას. ის, რომ სამი მილიონი დედაქალაქის განათებაზე იხარჯება, შესაძლოა, ვინმესთვის კარგია, მაგრამ ისიც ხომ დედაქალაქის რეალობაა, რომ უფასო სასადილოში ათიათასობით უმწეო დღიურად 1.13 თეთრად უნდა გამოიკვებოს? უნდა გამოიკვებოს იმისთვის, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქში ერთ-ერთ სიცოცხლედ ენთოს, ხოლო, თუ წინა წლებს შევადარებთ და სტრატეგიული პარტნიორის ვალუტაში დავიანგარიშებთ, უმწეოთა გამოსაკვებად დღეში მთავრობა 0.68 ცენტს ხარჯავდა, ახლა კისულო ცოდვილო, სიმბოლურია, მაგრამ ფაქტია _ 0.41 ცენტს ხარჯავს. ანუ 41 ცენტად უნდა იკვებოს ზრდასრულმა ადამიანმა, იაროს 3 მილიონ ევროდ განათებულ ქალაქში, რათა ამ ქალაქს სიცოცხლით სავსე ქალაქი ერქვას და მისმა ხელისუფლებამ იმავე სტრატეგიული პარტნიორისგან 75 მილიონ დოლარად უნდა იყიდოს იარაღი, რომელიც, როგორც გვიმტკიცებენ, არაფერში სჭირდებათ. არადა, ეს 75 მილიონი დოლარი უფასო სასადილოებზე რომ გადანაწილებულიყო, რაციონი გაცილებით მდიდარი იქნებოდა და სიცოცხლესაც ეგებ მეტი ფასი ჰქონოდა. ახლა კი რა გამოდის: სიცოცხლით სავსე ქალაქში სიცოცხლე დღიურად და სიმბოლურად 0.41 ცენტად ფასობს და, რამდენიც უნდა ვიძახოთ, წინ მივდივართო, ახლო მომავალში კუჭიცა და რეალობაც 41-ს ვერ გასცდება.

ჰოდა, სანამ ამ რეალობაში ვცხოვრობთ, უნდა ავიტანოთ ის, რაც ხდება; უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი დიდწილად ჩვენი ბრალია, მაგრამჩვენ ყველაზე საინტერესო ერი ვართ. ის ერი ვართ, რომელიც ყოველთვის რაღაც ახლის ძიებაშია და არ აქვს მნიშვნელობა, ეს სიახლე კარგია თუ ცუდი ძირითადად, მაინც ცუდს ვირჩევთ ხოლმე და გვგონია, ამით უფრო ცუდი ავირიდეთ, სულ გვგონია, რომ ამაზე ცუდი აღარ იქნება, მაგრამ ყოველთვის მოტყუებული ვრჩებით _ ჩვენ ხომ ისეთი ფანტაზია გვაქვს, ვერავინ რომ ვერ დაიკვეხნის. ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია ისიც, მსაჯის ორიენტაციაში ეჭვი რომ შეგვაქვს, თუმცა… წაგებულ თამაშებზე სტადიონს ვავსებთ და ეგებ თბილისიც გავავსოთ სიცოცხლით…

ბესო ბარბაქაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here