მთავარი პოლიტიკა ივერი მელაშვილს მხოლოდ დავითგარეჯის ტერიტორია არ აქვს მოსადავებელი!

ივერი მელაშვილს მხოლოდ დავითგარეჯის ტერიტორია არ აქვს მოსადავებელი!

2420
გააზიარეთ
ივერი მელაშვილს მხოლოდ დავითგარეჯის ტერიტორია არ აქვს მოსადავებელი!

გენერალურმა პროკურატურამ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სასაზღვრო ზოლზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, კომისიის ყოფილი წევრი, ექსპერტთა ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

პროკურატურის მიერ დაკავებული დიპლომატი ივერი მელაშვილი მხოლოდ დავითგარეჯის საკითხში არ გამოირჩეოდა საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ დათმობებზე ხელმოწერით. მის სინდისზეა თურქეთზე აჭარის 6 ათასი ჰექტარი მიწის გასხვისება სასაზღვრო ზოლში.

ამის შესახებ გთავაზობთ ევრაზიის ინსტიტუტის ვებგვერდზე 2016 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სტატიას. ისმის კითხვა _ ეს ხომ უკვე ქოცების მმართველობის პერიოდში მოხდა? განა ქოცებმა არ იცოდნენ, რა ხდებოდა დავითგარეჯის მიმართ ნაცების მმართველობის პერიოდში? _ რა თქმა უნდა, იცოდნენ. იცოდნენ და დუმდნენ. განაგრძობდნენ “მეგობარი” აზერბაიჯანისთვის იაფი ბუნებრივი აირის სანაცვლოდ ქრისტიანული სიწმინდეებისა და ქართული მიწების მიყიდვას.

მაშ ასე, ივერი მელაშვილის 2016 წლისგმირობა” “ქართული ოცნებისმთავრობის დაკვეთით:

შოკისმომგვრელია თურქულ გაზეთ “დეილი საბაჰ”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც საქართველოში რუსული საინფორმაციო საშუალების გარეშე ვერ მოაღწევდა (პარადოქსია, მაგრამ ასეა _ თურქული პრესის მონიტორინგს საქართველოში არავინ აწარმოებს). ირკვევა, რომ საქართველოს სასაზღვრო ზოლში მდებარე 6 ჰექტარი ტერიტორია ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე უნდა გადაეცეს თურქეთის რესპუბლიკას, მდინარე ჩაქსუს (ჯაყისწყალი) კალაპოტის ხელოვნურად შეცვლის საშუალებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 10-კაციანი დელეგაცია ივერი მელაშვილის ხელმძღვანელობით შეხვედრია თურქ კოლეგებს პოსოფის საკონტროლოგამშვებ პუნქტზე და შესაბამის დოკუმენტზე ხელიც მოუწერია.

მალე გავრცელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ საქართველოს მხრიდან თითქოს არ ხდება ტერიტორიის დათმობა. როგორც ამ განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთ-საქართველოს 1992 წლის ხელშეკრულების თანახმად, საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის გადახედვას, რედელიმიტაციასა და რედემარკაციას არ ექვემდებარება. აქვე სამინისტრო ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს ქართველი ხალხი. კერძოდ, გვარწმუნებენ, რომ თურმე ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყალმა შეიცვალა კალაპოტი. ამჟამად ორ სასაზღვრო მდინარეზე _ ჯაყისწყალსა და ქარზამეთისწყალზე _ ხორციელდება სამუშაოები ორ მონაკვეთზე შეცვლილი კალაპოტის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების მიზნით. აღნიშნული მდინარეების ბუნებრივი კალაპოტების აღდგენა ხდება 1973 წლის საზღვრის რედემარკაციის მასალების მიხედვით”.

ჩნდება კითხვა _ 1973 წელს კალაპოტშეცვლილი მდინარისთვისპირვანდელისახის დაბრუნების საკითხი რატომ წამოიჭრა 2016 წელს? რატომ ატყუებს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას და ზემოთ წარმოდგენილი ბუნდოვანი ფორმულირებით ისე წარმოაჩენს ვითარებას, თითქოს მდინარემ ახლახან იცვალა კალაპოტი და ამიტომ თურქული მხარის მოთხოვნა სამართლიანია? რატომ ვანგრევთ საკუთარი ხელით საბჭოთა კავშირის მიერ დანატოვარ საზღვარს? თუკი მდინარის კალაპოტის ხელოვნური შეცვლა (“პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება”) სამართლიანია, რატომ არ მოხდა ეს საბჭოთა კავშირის პერიოდში _ 1973-დან 1991 წლამდე, ე.ი., სსრკ-ის დაშლის მომენტამდე?

გასული საუკუნის 80-90-იან წლებში მოდური იყო სერგო ორჯონიკიძის ლანძღვა, რომლის თაოსნობით საქართველოს ტერიტორიების ნაწილი მეზობელი რესპუბლიკების შემადგენლობაში აღმოჩნდა (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი). “ორჯონიკიძე” ლამის “მოღალატის” სინონიმად იქცა. მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ სერგო ორჯონიკიძეს ფულზე არ გაუცვლია ქართული მიწები. იგი მოქმედებდა იმ იდეოლოგიის მიხედვით, რომლისაც სჯეროდა და რომლითაც განმსჭვალული იყო. ორჯონიკიძე, იდეურიინტერნაციონალისტი”, საქართველოს აკლებდა ტერიტორიებს, მაგრამ მაინც ერთიანი საბჭოეთის ფარგლებში. ეს სულაც არ ამართლებს ორჯონიკიძეს, მაგრამ რაღაც რაციონალური ახსნა მის ქმედებებს აქვს. დღევანდელი საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება კი აბსოლუტურად გაუგებარია. ორჯონიკიძისეულ იდეალიზმს ახლანდელ ბიუროკრატ ვირთხებს ვერ დავაბრალებ, იმის დაბრალებაც მიჭირს, რომ თურქებმა მათ ფულიჩაუჯიბეს”. საქმე უნდა გვქონდეს კლინიკურ შემთხვევასთან, მაგრამ არც ეს კლინიკური გარემოება იქნებოდა განმსაზღვრელი, რომ არა უკვე 25-წლიანი მონური დამოკიდებულება უცხოეთის მიმართ _ საქართველომ ყველას ყველაფერი უნდა დაუთმოს, ჩვენ გვყავსპარტნიორი ქვეყნები”, ჩვენ გვმართავენ უცხოეთის ელჩები და მათი ზემდგომი ორგანოები, ჩვენ ვართ მათხოვარი ქვეყანა, არ გვაქვს არც ეროვნული ღირსება და გვინდა, რომგვიპატრონონ”.

ჩვენ არ გვინდა დამოუკიდებლობა და ვერასოდეს ვიქნებით დამოუკიდებელნი. ჩვენ მუდმივად ვეწევით დამოუკიდებლობის იმიტაციას, რომლის ერთადერთ გამოხატულებად რუსეთის ლანძღვა-გინება მიგვაჩნია. ჩვენ” _ ამ შემთხვევაში, საქართველოს ბიუროკრატიას ეხება, მადლობა ღმერთს, ხალხს აღარ!

ამიტომ მაინც ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ხალხი ხმას ამოიღებს და ჩაშლის მოღალატურ გარიგებას, რომელიც ამ წმინდა დღეებში, ვნების კვირიაკეში, შედგა. მოვუწოდებ ბიუროკრატებს, ნუ დაემსგავსებიან იუდა ისკარიოტელს!

აქვე დავძენ, რომ ასეთ პატრიოტულ საკითხებში იმედი არ მაქვს იმ ნაძირალა ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლებისა, რომლებიც ბოტანიკური ბაღის “გადასარჩენად” დარბიან, მაგრამ ახლა, როდესაც საქართველოს ოფიციალურად აკარგვინებენ თუნდაც მცირე, მაგრამ სისხლით მორწყულ, წინაპრების მიერ შემონახულ ტერიტორიას, ხმა აქვთ გაკმენდილი. არადა, თითქოს იდეალური მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ხელისუფლება გააკრიტიკო, მაგრამ არა, ამ თემაზე კრინტსაც არ დაძრავენ საქართველოს რეალური გამყიდველები!

გულბაათ რცხილაძე

ge.news-front.info

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here