Home ახალი ამბები მსოფლიო ივანკა ტრამპს ფოტოზე გამოსახული ფეხბურთელი წმინდანი ეგონა

ივანკა ტრამპს ფოტოზე გამოსახული ფეხბურთელი წმინდანი ეგონა

1017
ივანკა ტრამპი

აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილს იტალიის დედაქალაქ რომის წმინდა ეგნატეს სახელობის კაფეში სტუმრობისას კურიოზი შეემთხვა. ივანკა ტრამპმა რომის საფეხბურთო კლუბლაციოსფორვარდის, ჯორჯო კინალიას, ფოტო წმინდანის გამოსახულებად მიიჩნია.

ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილმა დაწესებულების მფლობელს ჰკითხა, რომელი წმინდანი იყო გამოსახული ფოტოზე. “ეს წმინდანი არ არის, ეს “ლაციოს” ლეგენდარული ფეხბურთელია”, _ აუხსნა კაფეს მფლობელმა ივანკა ტრამპს.

ივანკა ტრამპი
ივანკა ტრამპი

ჯორჯო კინალია (1947-2012) “ლაციოს” ღირსებას 1969-1976 წლებში იცავდა. 263 თამაშში გაიტანა 140 გოლი, იყო იტალიის ნაკრების წევრი, 1976 წლიდან თამაშობდა ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატში და ნიუ-იორკის “კოსმოსის” მაისურით გამოდიოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here