მთავარი საქართველო ივანიშვილის ინტერვიუს კვალდაკვალ, საზღვარგარეთ რომ გვიპირებს ყველას გაგზავნას

ივანიშვილის ინტერვიუს კვალდაკვალ, საზღვარგარეთ რომ გვიპირებს ყველას გაგზავნას

1780
გააზიარეთ
ივანიშვილის ინტერვიუს კვალდაკვალ, საზღვარგარეთ რომ გვიპირებს ყველას გაგზავნას

მარი ბიბილური 2007 წლიდანაა ემიგრაციაში _ ათი წლის განმავლობაში იტალიაში ცხოვრობდა, ძირითადად, ფლორენციაში, ბოლო ორი წელი მილანშია. ემიგრანტი ქალბატონი სამი შვილის დედა და ექვსი შვილიშვილის ბებიაა. ეს ნაწყვეტებია სამშობლოში გამოგზავნილი მისი წერილიდან, რომელიც ჟურნალისტმა თეონა გოგნიაშვილმა გამოაქვეყნასპუტნიკისაქართველოზე”:

…საბერძნეთში 2011 წელს 19 და 20 წლის ქართველმა ბიჭებმა ტაქსის მძღოლი მოკლეს. ბიჭებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. როცა ეს ამბავი გავიგე, ისე განვიცადე, იმდენი ვიტირე, რომ დღემდე ცუდად ვარ. პირველი, ვისზეც გავიფიქრე, მათი დედები იყო, საბრალო დედები. მეორე, არავინ იცის, მართლა არიან თუ არა ისინი მკვლელები…

…ცამეტი წელი ხდება, რაც იტალიაში ვარ, ვუყურებ, რა დღეში არიან აქ ქართველი ბიჭები, რომლებსაც, ალბათ, ეგონათ, რომ ჩამოვიდოდნენ უცხოეთში და ეშველებოდათ. წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ ცხოვრობენ აქ _ უჭმელები ღია ცის ქვეშ ათენებენ ღამეს და ჯიბეში გროშიც არ უდევთ, დედა ვარ და მტკივა ყველას შვილი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ემიგრანტად აქცია…

…გული მიკვდება ჩემი სამშობლოს ასეთი ყოფით, გახიზნული, სხვის მონად ქცეული ქართველი მანდილოსნების შემყურე.. მტკივა უიმედოდ მყოფი პატარა გოგო-ბიჭები, კაზინოებად ქცეული ღვთის მიწა, ურჯულოთა ჰარამხანები, მიტოვებული მოხუცები, ნასოფლარები, ნასახლარები და წინაპართა მიტოვებული საფლავები…

მაპატიეთ, რომ არაფერი შემიძლია, რომ აქ, სხვის მიწაზე ასეთი უძლური ვარ. მე ერთი გულდარდიანი ემიგრანტი ქალი ვარ, რომელსაც სამშობლო არასოდეს მიმიტოვებია, რადგან ის აქ, ამ დაფლეთილ გულში მყავს და სულ თან დავატარებ…

“არ ინერვიულოთ, სანამ ჩვენ გასულები ვიქნებით სამშობლოდან, ქვეყანას არაბები, ჩინელები და სხვანი მიხედავენ…”

“ვგიჟდები ამ კაცზე! ბიძინეს პროგრამა, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი საქართველოს გადასარჩენად. თანაც იაფი რეისებით გვიშვებს. შვედეთსა და გერმანიაში გვასაქმებს. კაცმა გასაგებად თქვა, აქ არაფერი არ იქნებაო და როგორ უნდა აგვიხსნათ ოცნების წარმომადგენლებმა მისი გამოსვლა, მართლა მაინტერესებს.

არ ინერვიულოთ, სანამ ჩვენ გასულები ვიქნებით სამშობლოდან, ქვეყანას არაბები, ჩინელები და სხვანი მიხედავენ…” _ წერს მარიამ გელაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” “ქართული ოცნების”: ლიდერის _ ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ.

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. წადი იმუშავე და ჩამოდი, რა პრობლემაა მაგაში, მაგრამ თქვენ არ გყოფნით მაინც ყველას ბევრი უნდა, ვიც ხართ ემიგრაციაში რამდენმა იყიდეთ ბინები გაარემონტეთ და ავეჯიც დადგით, მარა მაინც არ გყოფნით ეხლა მეორე ბინები გინდათ იყიდოთ და გადის წლები .

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here