მთავარი პოლიტიკა ივანე დამამხობელი, შალვა გამიჯნული და ესტონეთის სპეცსამსახურები

ივანე დამამხობელი, შალვა გამიჯნული და ესტონეთის სპეცსამსახურები

3618
გააზიარეთ
მერაბიშვილი-შავგულიძე

ჩვენს ქვეყანაში რაღაც რომ ვერ არის წესრიგში, ნათელია. ისიც ფაქტია, რომ ესრაღაცსაკმაოდ დიდი, მნიშვნელოვანი და სერიოზულირაღაცაა”. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების ამხელა ნაწილის ასეთი, პირდაპირ ვთქვათ, გამოშტერება, ცოტა არ იყოს, საგანგაშო მოვლენაა.

დავიწყოთ იმით, რომ კაცს, რომელიც საჯაროდ ითხოვდა “ორ გვამს”, საპატიმროდან გამოსვლისას ტაშითა და ოვაციებით ხვდებიან და ეს, რაც უნდა მცირე ნაწილი იყოს საზოგადოებისა, მაინც ძალიან ტრაგიკომიკური სანახაობაა.

თუმცა კარგი, ჯანდაბას, მაგრამ, როდესაც ეს კაცი გათავისუფლების შემდეგ პირველივე განცხადებას იმის შესახებ აკეთებს, როგორ უნდა დაამხოს ხელისუფლება, აქ უკვე კომედიის ნაწილი საბოლოოდ იკარგება თუ პირიქით _ კიდევ უფრო მძაფრდება, ვეღარ გაგიგია ნორმალურ ადამიანს.

არადა, ძალიანაც არ უნდა იყოს ეს ყოველივე გასაკვირი იმ ფონზე, როდესაც ვანოზე არათუ ნაკლები, შესაძლოა, უფრო მეტად დამნაშავეებიც კი, არათუ ციხეში, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოშიც კი სხედან დაადამიანის უფლებებზე”, “ძალადობის დაუშვებლობასადადემოკრატიულ განვითარებაზეგველაპარაკებიან.

აქვე უნდა ითქვას, რომ გასაკვირია “ქართული ოცნების” იმ მხარდამჭერთა აღშფოთება, რომლებიც გაიძახიან, _ რატომ გამოვიდა ვანო ციხიდანო.

თქვე კაი დედმამიშვილებო, გავიდა უკვე ლამის 7 წელიწადი. თქვენ რა, გეგონათ, მერაბიშვილს სამუდამო ჰქონდა მისჯილი? ჩვენს უნიათო ხელისუფლებას უნდა უზრუნველეყო ის, რომ ვანოს ციხიდან გამოსვლის მომენტისთვის “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე წარმომადგენლებს ხმის ამოღების ხალისი არ უნდა ჰქონოდათ. ქვეყანაში ასეთი ვითარება უნდა შექმნილიყო: უნდა ჩატარებულიყო პროპაგანდაც, უნდა ყოფილიყო მოწოდებებიც, ნაცების მანიაკური მოქმედებების ხშირი შეხსენებაც და ბევრი სხვა რამ. რაც მთავარია, არ უნდა მომხდარიყო კოაბიტაცია და მერაბიშვილზე არანაკლებ დამნაშავე წევრები “ნაცმოძრაობისა” არ უნდა გადაეპორტირებინათ “ქართული ოცნების” წიაღში.

აი, ეს უნდა მომხდარიყო, თორემ იმ ვითარებაში, რა ვითარებაც ქვეყანაშიქართულმა ოცნებამშექმნა, მერაბიშვილი ციხიდან წელგამართული და მუქარის განწყობით რომ გამოვიდოდა, ამაში არც მოულოდნელი ყოფილა რამე და არც გასაკვირი.

გასაკვირი უფრო ის არის, როგორც დახვდნენ ციხიდან გათავისუფლებულ მერაბიშვილს მისი ყოფილი თანამებრძოლები და თანაგუნდელები, ასევე, აწ უკვე ნაცებთან ჩახუტებული ყოფილი “ოცნებელები”.

ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ, “ყველაფრის მიუხედავად, პირადი წყენის დავიწყებისა და ერთად დადგომის” პროპაგანდით დაკავებულმა ე.წ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ და სხვებმა ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს და თანაც ოფიციალურად გაემიჯნენ მას.

ივანე დამამხობელს პირველი ირაკლი ალასანიას ყოფილი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე შალვა შავგულიძე გაემიჯნა. “ჩვენ არასოდეს დავსხდებით ერთ მაგიდასთან _ იქ, სადაც იქნება ადამიანების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მსჯავრდადებული ვანო მერაბიშვილი”, _ ისე განაცხადა შავგულიძემ, გეგონება, “ევროპული საქართველოსდანარჩენი წევრები სულ ნობელის პრემიის ლაურეატები არიან მშვიდობისა და ჰუმანიზმის დარგში.

აკი, შალვა შავგულიძის პარტიამ არც ისე დიდი ხნის წინათ პირდაპირი და უშუალო “კოალიცია” შეკრა “ევროპულ საქართველოსთან” და ეს ამბავი გიგი უგულავასთან შამპანურის ბოკლების მიჭახუნებითაც აღნიშნეს. ამ ბოკალთჭახუნს გაღიმებული სახით შესცქეროდა გიგა ბოკერია, რომელიც, არაერთი სანდო წყაროს მტკიცებით, ვანო მერაბიშვილზე არანაკლები მანიაკი და ადამიანთა წამების თანამონაწილეა.

სხვათა შორის, ამავეს ამტკიცებდა 2012 წელს თვითონ შალვა შავგულიძეც, რომელიც სულხან მოლაშვილის ადვოკატი იყო, მაშინ, როდესაც სულხან მოლაშვილმა საჯაროდ განაცხადა, ჩემს წამებაში პირადად გიგა ბოკერიაც მონაწილეობდაო.

არ უნდა გამოგვრჩეს, რომ აქვე არიან ნაცებისდროინდელი პროკურატურის მაღალჩინოსანი ღვინიაშვილი, პოლიციის მაღალჩინოსანი თენგიზ გუნავა და სხვები.

სხვათა შორის, გუნავა ვანო მერაბიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხესთანაც დახვდა.

მაშ, თუკი მათთან ერთად ჯდომა არ უქმნის არანაირ დისკომფორტს შალვა გამიჯნულს, ვანო მერაბიშვილი რითია გამორჩეული?

ნამდვილად ეჭვს ბადებს ასეთი გამიჯვნები, მით უფრო, რომ ვანო მერაბიშვილის მისამართით ასეთი განცხადებები ზედიზედ გააკეთეს არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამედ ჟურნალისტებმაც _ მაგალითად, ელისო კილაძემ, ნინო ჯანგირაშვილმა და სხვებმა.

ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მანამდე გვიმტკიცებდნენ, რომ მიშა სააკაშვილთან კიევში ჩასვლა და მასთან მოლაპარაკებები სულაც არ არის ცუდი და მიუღებელი და რომ ქვეყნის გადარჩენის მიზნით ყველასთან შეიძლება საუბარი.

ვანო მერაბიშვილი რატომ არ შედის “ყველაში”?

აქამდე მეგონა, რომ მათ მიერ შემოთავაზებულ ფორმულაშიყველა მინუს ერთი” “ერთიბიძინა ივანიშვილი იყო, მაგრამ ახლა უკვე ეჭვი მეპარება და მგონია, რომ ამერთშიისინი ვანო მერაბიშვილს გულისხმობდნენ. თუ არა, მაშინ აწი უნდა ველოდოთ ფორმულასყველა მინუს ორი”, ანუ ბიძინა და ვანო.

ყოველივე ეს უცნაურად კი ჩანს, მაგრამ, თუკი უცებ გაგვეხსნება გონება და გაგვახსენდება, პირველმა ვინ დააბრალა ყველაფერი ვანოს და შეახოცა ხელი, ყველაფერი უცებ დალაგდება. დიახ, მიხეილ სააკაშვილმა, ჯერ კიდევ ვანოს პატიმრობის პერიოდში განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება ვანო მერაბიშვილის მიუტევებელმა შეცდომებმა ჩაძირა და გადაიყოლა”. მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლამდე ერთი დღით ადრეც სააკაშვილმა თავის მორიგ “ფეისბუქ-ლაივში”, ფაქტობრივად, პირდაპირ თქვა, რომ სჯობს, მერაბიშვილი სახლში წავიდეს, მშვიდ ცხოვრებას მიჰყოს ხელი, დაისვენოს და პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერიოს.

ფაქტია, სააკაშვილს რაღაც გარკვეული მიზეზებით აღარ სურს უდელი გაღლეტილისხილვა ქართულ პოლიტიკაში. ჰოდა, სწორედ სააკაშვილის პირდაპირი “ჯიბის” პოლიტიკოსები და ჟურნალისტები გააქტიურდნენ და “ვანოს ვემიჯნებითო!” _ გაჰყვირიან. აქ, მგონი, საკამათოც აღარაფერია.

მაინც საკმაოდ გასართობი ამბავია ის, რომ ვანო მერაბიშვილს ჯერ ვერ გადაუწყვეტია, სად განაგრძობს პოლიტიკურმოღვაწეობას” _ “ნაციონალურ მოძრაობაშითუევროპულ საქართველოში”, თუმცა, რაც ზემოთ მიხეილ სააკაშვილსა და მის მიერ დაქირავებულ პოლიტიკოსჟურნალისტებზე ვთქვით, ამის გაანალიზების შემდეგ შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ მერაბიშვილს არც ერთგანმიასუნინებენდა არც მეორეგან. მაშ, რას იზამსორი გვამისმანიით უიმედოდ შეპყრობილიპოლიტიკოსი”? ნუთუ კიდევ ერთი დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას უნდა ველოდოთ?

არც ის იქნება გასაკვირი საუკეთესო ქართველი მენეჯერი სულაც მმართველ პარტიაში ვიხილოთ. თუკი გაიხსენებთ თავის დროზე ვინ შეამკო ის ასეთი ეპითეტით, ვფიქრობ, მსგავსი ეჭვები თქვენც მოგეძალებათ. ბიძინა ივანიშვილმა ხომ არაერთი “ტრიუკი” ჩაგვიტარა და მსგავსი “ტრიუკების” ჩატარება მას, მოგეხსენებათ, განსაკუთრებით უყვარს.

არაფერი არაა გასაკვირი ქვეყანაში, სადაც, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, “რაღაც” ვერ არის რიგზე და თან ეს “რაღაც” ერთობ დიდი, მნიშვნელოვანი და საჭირბოროტოა. არ ვიცი, რა შეიძლება ჩაიდინოს საზოგადოებამ, რომლის არც ისე მცირე ნაწილს ღმერთის არ სჯერა, მაგრამ ესტონეთის სპეცსამსახურის დაზვერვისა სჯერა. დიახ, გადაუჭარბებლად გეუბნებით ამას. ინტერნეტში გავრცელდა ცნობა, რომ ესტონეთის სპეცსამსახურების დაზვერვამ ჩაატარა რაღაც სპეციალური გამოძიება და დაწერა ანგარიში, რომელშიც საქართველოში მოქმედი ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები რუსეთთან თანამშრომლობაში არიან დადანაშაულებული. ვაღიარებ _ ისე დამაინტერესა ინფორმაციამ, რომ თურმე ესტონეთსავტორიტეტულისპეცსამსახურებიც ჰყოლია, რომ მათი დასკვნა წავიკითხე. სიმართლე გითხრათ, მეგონა, ტვ პირველს ვუყურებდი და ინგა გრიგოლიასა და ნინო ჟიჟილაშვილს ვუსმენდი. აი, ზუსტად ეგეთი ჭორები ეწერა ამ “სპეცსამსახურების დასკვნაში”. ფაქტობრივად, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ესტონეთის სპეცსამსახურები სხედან, “ტვ პირველს” უცქერენ და, რასაც გაიგონებენ, დასკვნის სახით წერენ და მათ მიერ ვითომ ჩატარებული სპეციალური დაზვერვის შედეგებად ასაღებენ.

ჯანდაბა მაგათ თავს, მაგრამ მთავარი ჩემთვის ქართველი საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც ამ ბოდვას იჯერებს და მათთვის “ესტონეთის სპეცსამსახურების დასკვნა” შეუვალ არგუმენტს ნიშნავს.

არსებობს მსოფლიოში სახელოვანი სპეცსამსახურები _ რუსეთისეფესბე” (უსაფრთხოების ფედერალური სამსახური), ამერიკისსიესაი” (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო), ებრაულიმოსადი”, ბრიტანულიმი-6” და ჰა, კიდევ რამდენიმემაგრამესტონეთის სპეცსამსახურები” _ ეს ფორმულირება თვითონ ესტონელებისთვისაც ძალიან სასაცილო ორსიტყვიანი ანეკდოტია

ჩვენთან კი საზოგადოების გარკვეული ნაწილი სწორედ “ესტონეთის სპეცსამსახურების მონაცემებს” ეყრდნობა და ამის შემდეგ შეიძლება ვინმეს “ენ-დი-აი”-ს ან “აი-არ-აი”-ს კვლევების “სანდოობა” გაუკვირდეს?! აი, ასეთ საზოგადოებაში გვიწევს ცხოვრება და ყოველდღიურად ივანე დამამხობლისა და შალვა გამიჯნულის ცქერა, მოსმენა და ატანა.

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here