მთავარი დაიჯესტი იერუსალიმის პატრიარქმა მართლმადიდებელ ეკლესიებს ერთობის საკითხზე თათბირის ჩატარებისკენ მოუწოდა

იერუსალიმის პატრიარქმა მართლმადიდებელ ეკლესიებს ერთობის საკითხზე თათბირის ჩატარებისკენ მოუწოდა

194
გააზიარეთ
იერუსალიმის პატრიარქმა მართლმადიდებელ ეკლესიებს ერთობის საკითხზე თათბირის ჩატარებისკენ მოუწოდა

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე II- მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლებს მოუწოდა, იორდანიაში შეიკრიბონ მართლმადიდებელი სამყაროს ერთიანობის შესანარჩუნებლად.

“მშვიდობის სულისკვეთებით, ძმური სიყვარულითა და ზრუნვით გამოვდივართ წინადადებით: ჩვენს სახლში, იერუსალიმის საპატრიარქოში, გვსურს, მივიღოთ ჩვენი ძმები, მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლები და კანონების მიხედვით ვიმსჯელოთ ევქარისტულ ურთიერთობაში ჩვენი ერთობის შენარჩუნების საკითხზე”, _ თქვა პარტრიარქმა მაცხოვრის სახელობის მოსკოვის ტაძარში მისთვის მართლმადიდებელ ხალხებში ერთობის ფონდის პრემიის გადაცემისას.

მან აღნიშნა, რომ ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლებს “ეკისრებათ უფლის მიერ მიცემული პასუხისმგებლობა ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში, ეს მსხვერპლსაც რომ მოითხოვდეს”.

“ჩვენ ვდგავართ ღმერთის წინაშე და არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ ძალისხმევა მივმართოთ ჩვენი ერთიანობის დასაცავად. ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და ვაცხადებ, რომ იორდანიის სამეფოში ჩვენი სახლის კარს ვაღებთ ძმური შეხვედრის ჩასატარებლად, რათა დავადასტუროთ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობა”, _ აღნიშნა პატრიარქმა.

იერუსალიმის ეკლესია მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში (“პატივის სიაში”) მეოთხე ადგილს იკავებს (საქართველოზე წინ არის) და, ამასთანავე, ყველაზე ძველია. პატრიარქმა თეოფილემ ადრე მხარი დაუჭირა უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს. იერუსალიმის პატრიარქის წინადადებას მხარი დაუჭირეს მოსკოვის საპატრიარქოში. “პირდაპირი დიალოგის დაწყებას ალტერნატივა არ აქვს”, _ განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლაი ბალაშოვმა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here