Home სხვადასხვა დაიჯესტი იაპონელები ამერიკელი ჯარისკაცების თავხედობამ დაღალა

იაპონელები ამერიკელი ჯარისკაცების თავხედობამ დაღალა

2003
იაპონელები ამერიკელი ჯარისკაცების თავხედობამ დაღალა

ამერიკის არმიის უსაფრთხოების სისტემა დიდ ეჭვს აჩენს. ამაზეა საუბარი იაპონიის ოკინავას პრეფექტურის ვრცელ განცხადებაში, რომელიც 13 თებერვალს მიიღეს და იაპონიის მთავრობასა და შეერთებული შტატების საელჩოს გაუგზავნეს ტოკიოში.

ამერიკელების საოკუპაციო კონტინგენტი რეგულარულად ატერორებს კუნძულ ოკინავაზე მცხოვრებ იაპონელ მოქალაქეებს. ამ კუნძულის ფართობი 1,2 ათასი კვადრატული კილომეტრია, რომელზეც აშშ-ისა და იაპონიის ყველა სამხედრო ობიექტის 75 პროცენტია განლაგებული.

2019 წლის ბოლოს ადგილობრივმა პარლამენტმა ერთხმად მიღებული დადგენილებით აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს აუკრძალა ჰაერიდან დესანტის გადმოსხმა ავიაბაზა “კადენას” მახლობლად მჭიდროდ დასახლებული რაიონში, მაგრამ, როგორ ჩანს, ამერიკელებმა აკრძალვა არად ჩააგდეს, რადგან იანვარში კვლავ მოაწყვეს მორიგი საპარაშუტო სწავლება, რომლის მსვლელობისას სადესანტო თვითმფრინავიდან ტვირთი შეცდომით იქაური მცხოვრების კერძო სახლზე ჩამოაგდეს.

იმავე თვეში ოკინავას სანაპიროსთან ჩამოვარდა საბრძოლო ვერტმფრენი SH-60 Seahank. იაპონელებმა გადაარჩინეს ეკიპაჟის ხუთი წევრი, რომლებიც ზღვაში აღმოჩნდნენ ხმელეთიდან 150 კილომეტრით დაცილებულები.

პრეფექტურის დეპუტატები თავიანთ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ამგვარი შემთხვევები “აიძულებს ადგილობრივ მოსახლეობას, დაეჭვდეს ამერიკის არმიის უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობაში”.

ბანგკოკის შეხვედრის 10 მონაწილიდან 7-მა, რომლებმაც თავი შეურაცხყოფილად მიიჩნიეს შეხვედრის დონის ასეთი დაკნინების გამო, ო’ბრაიენის შეთავაზება უპასუხოდ დატოვა. სამიტზე გარდა ტაილანდის პრემიერისა, რომელიც სამიტის მასპინძელი იყო, “პირველი პირებით” წარმოდგენილი გახლდათ მხოლოდ ვიეტნამი და ლაოსი, დანარჩენმა ქვეყნებმა საგარეო საქმეთა მინისტრები გაგზავნეს. ასე რომ, ამერიკელი ემისრის მოწოდება დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here