Home რუბრიკები პოლიტიკა “თქვენი ხსოვნა მუდამ იქნება ჩვენს გულებში!” _ დაჰპირდნენ ზალკალიანს ნატოში

“თქვენი ხსოვნა მუდამ იქნება ჩვენს გულებში!” _ დაჰპირდნენ ზალკალიანს ნატოში

3051
“თქვენი ხსოვნა მუდამ იქნება ჩვენს გულებში!” _ დაჰპირდნენ ზალკალიანს ნატოში

ვისთვის არ არის ცნობილი, რომ უდაბნოს უკიდეგანო სივრცეებში ჩაკარგული საშინელი წყურვილისგან მომაკვდავი მგზავრები უეცრად შორს ხედავენ აყვავებულ ოაზისს კრისტალურად სუფთა, მორაკრაკე ნაკადულებით და უკანასკნელ ძალებს იკრებენ, რათა ძალიან მალე თავიანთ ცხოვრებაში ყველაზე საშინელი იმედგაცრუება იწვნიონ? ეს მკვეთრი და სამწუხარო ისტორია ჩნდება უნებურად გონებაში, როდესაც საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ურთიერთობას აანალიზებ.

ლონდონში დასრულდა ნატოს მორიგი, ამჯერად საიუბილეო სამიტი, რომელზეც ბევრი საინტერესო რამ მოხდა, საქართველოს თემა კი ამ სამიტს რიკოშეტით დაუსხლტა, გინდ ყოფილა, გინდ არა. საქართველო, უკვე მერამდენე ათწლეულია, პოლიტიკის უწყლო უდაბნოს გავლით ნელა მიაბიჯებს თავისი მთავარი მიზნისკენ, მაგრამ ნატო მას რატომღაც მხოლოდ მირაჟის სახით ევლინება. და აი, საიუბილეო სამიტზე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ არ არსებობს ნატოს ბლოკში საქართველოს შესვლის ზუსტი ვადა. ასევე არ არსებობს ალიანსში უკრაინის შესვლის ზუსტი ვადაც. “ნატოში ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან. ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ამასთანავე, ჩვენ არ ვადგენთ დროის ზუსტ ჩარჩოებს. ახლა ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მოძრაობაში”, _ განაცხადა მან. ქართველებს უნდა უხაროდეთ, რომ, რაც მთავარია, გადაწყვეტილება ძალაში რჩება, ხოლო როდის განხორციელდება ის რეალურ ცხოვრებაში, რამდენ თაობას მოუწევს ლოდინი _ ეს არც ისე მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, ნატო ფიქრობს იმაზე, როგორ დაეხმაროს მაძიებლებს, იმოძრაონ სწორი მიმართულებით. სწორი მიმართულება კი არის ქართველი და უკრაინელი სამხედროების მონაწილეობა ავღანეთში საბრძოლო მოქმედებებში, რომლებიც საერთაშორისო სამშვიდობო მისიად იწოდება. ამას თვლიან ნატოსთან დამაახლოებელ ნაბიჯად. მართალია, ზუსტად არ არის განსაზღვრული, თუ რამდენი სისხლი უნდა დაღვარონ ქართველებმა და უკრაინელებმა ამ მაღალი მისიისთვის, მაგრამ, როგორც იტყვიან, რამდენიც საჭიროა, იმდენს დაღვრიან _ მთავარია, გაგრძელდეს საჭირო მიმართულებით მოძრაობა.

“არც ისე დიდი ხნის წინათ ვიყავი საქართველოში, იქ ასევე იყვნენ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები, ჩვენ ასევე ჩავედით უკრაინაში. ასე რომ, ჩვენ ორივე ქვეყანასთან ვთანამშრომლობთ, ვეხმარებით საქართველოს და უკრაინას ნატოსთან დაახლოებაში და ამას თანამშრომლობის მეშვეობით ვაკეთებთ, რაც კარგია ორივე ქვეყნისთვის. ეს ასევე კარგია ნატოსთვის, იმდენად, რამდენადაც საქართველო და უკრაინა მონაწილეობენ ალიანსის მისიების ოპერაციებში, მაგალითად, ავღანეთში”, _ განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები _ საქართველო და უკრაინა _ ჩათრეულნი არიან რუსეთთან ირიბ სამხედრო კონფლიქტში. მათი მმართველი ელიტები თავიანთი პატრონების სადირიჟორო ჯოხის მოქნევისთანავე გულმოდგინედ ლოყებდაბერილნი საყვირის ცემით სრულიად მსოფლიოში გაჰყვირიან “რუსეთის აგრესიაზე”, “რუსეთის ოკუპაციაზე”, “საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე”. აშკარაა, რომ საუბარია იმ საერთაშორისო სამართალზე, რომლითაც ნატომ და კოლექტიურმა დასავლეთმა ქვა ქვაზე არ დატოვა. რუსეთი არ თვლის თავს კონფლიქტების მონაწილედ. მაშინ ვინ ჩაითრია საქართველო და უკრაინა ამ დაუსრულებელ ბრძოლაში აჩრდილთან? ეს ორი ქვეყანა მოუშუშებელ სისხლიან ჭრილობად უნდა იქცეს რუსეთის საზღვრებზე. სწორედ ამიტომ უწევს მათდახმარებასალიანსი და დასავლეთი. როგორ აიხსნება ის უცნაური პარადოქსი, რომ მაღალგანვითარებული ეკონომიკისა და კულტურის მქონე, აყვავებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დღეს, კატასტროფულ თუ არა, სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან, როცა მოსახლეობის მიგრაცია ქვეყნიდან საყოველთაო გაქცევად იქცა, ხოლო ოდესღაც მძლავრი ეკონომიკა დანგრეულია. ნუთუ ეს არის ნატოსკენ მიმავალი გზა _ ავღანეთში ახალგაზრდა ქართველების სიცოცხლის ფასად და რუსეთთან გამანადგურებელი და დამანგრეველი კონფრონტაციის ფასად? რაშია საქმე? რატომ არ აქცევს დასავლეთი საქართველოსა და უკრაინას სამოთხის კარვებად, მიუხედავადრუსეთის მავნე გავლენისა”? რატომ ახრჩობს ვალებში უკრაინას ვაშინგტონის მიერ კონტროლირებული საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ატრიალებს რა პროცენტების მრიცხველს? რატომ აინტერესებს ეს ორი ქვეყანა დასავლეთს მხოლოდ იმ ზარალის რაოდენობის მიხედვით, რომელიც მათ შეუძლიათ რუსეთს მიაყენონ? ზარალი, რომელიც თავად მათ ადგებათ თავიანთი მოქმედებებით, არავის აინტერესებს. ეს ხდება იმიტომ, რომ საქართველოსა და უკრაინის ხალხი დასავლეთისთვის მხოლოდ სახარჯი მასალაა. სტოლტენბერგმა საჯაროდ აღიარა, რომ ეს კარგია ნატოსთვის. ამაში ვერ შეედავები. ბუნებრივია, ნატოსთვის ეს ძალზე კარგია, მაგრამ არის თუ არა დამღუპველი ეს საქართველოსა და უკრაინისათვის? რუსეთმა პუტინის სიტყვებით მკაფიოდ და ნათლად განაცხადა, რომ ნატოს აზროვნების ბლოკური სტერეოტიპები არ გამოდგება კარგ ინსტრუმენტად ეფექტიანი გადაწყვეტილებების საძებნად და მისაღებად, რადგან თანამედროვე მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება. ჩვენ არაერთხელ გადავდგით ნაბიჯები ალიანსისკენ, შევეცადეთ, შეგვეთავაზებინა კონსტრუქციული დღის წესრიგი, რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება გატარდა, მაგრამ 2008 წლის შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა, ფაქტობრივად, შეიზღუდა, რადგან ალიანსი, ჰქონდა რა მხედველობაში ჩვენ მიერ შეთავაზებული პარტნიორული ურთიერთობა, რუსეთის მიმართ უხეშად თუ არა, არაკორექტულად მოქმედებდა, საერთოდ არ ითვალისწინებდა რუსეთის ფედერაციის ინტერესებს. ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, რომ საერთო უსაფრთხოების, პლანეტის სტაბილური და მშვიდობიანი მომავლის ინტერესები გაიმარჯვებს”, _ აღნიშნა პუტინმა.

საქართველოსა და ნატოს ურთიერთობების აპოთეოზი იყო სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის გამოსვლა. “ჩვენ ვაცნობიერებთ დღევანდელ ვითარებას, თუმცა ეფექტიანად ვახორციელებთ, პრაქტიკულად, ყველა ინსტრუმენტს, რომელსაც წევრობამდე მივყავართ. საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი. დღეს ჩვენ ვაცნობიერებთ იმ ვითარებას, რომ ჯერჯერობით არ არის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა მზად იყოს იმ მომენტისთვის, როცა დადგება დრო ალიანსში შესვლისა. საქართველოს წვლილი, რა თქმა უნდა, მოითხოვს შემხვედრ ნაბიჯებს ნატოს მხრიდან. მუდამ გახსოვდეთ საქართველო!” _ შეევედრა ზალკალიანი. მის გამოსვლას ოვაციებით შეხვდნენ და ერთადერთი, რაც მას შეუძლია შინ წაიღოს, ეს არის აპლოდისმენტები. როგორ პასუხს ელოდა ზალკალიანი თავის ცრემლიან მუდარაზე _ მუდამ ახსოვდეთ საქართველო? ალბათ, ასეთს: “შენი ხსოვნა მუდამ იქნება ჩვენს გულებში”.

ეს არის ქვეყნის ნათელი მომავალი? ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას სწორედ ასეთ გზაზე მიათრევს…

მომზადებულია eadaily.com – ზე გამოქვეყნებული ირაკლი ჩხეიძის მასალის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here