მთავარი პოლიტიკა “თუ 21 ახალი ჰესი აშენდა, დენი რატო გაძვირდა?”

“თუ 21 ახალი ჰესი აშენდა, დენი რატო გაძვირდა?”

2205
გააზიარეთ
კახი კალაძე

წინასწარ გისამძიმრებთ, ჩემო თბილისქალაქელებო: 21 ოქტომბერს საქართველოსა და, კერძოდ, თბილისის ისტორიაში კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერება. ჩვენი დედაქალაქის მერი გახდება ადამიანი, რომელსაც, 25 წელიწადია, ფეხების ქნევის მეტი არაფერი უკეთებია. კი, ბატონო, საოცრად წარმატებული იყო ეს ფეხების ქნევა, მაგრამ, წესით, ნორმალურ და თავმოყვარე საზოგადოებაში ფეხების თუნდაც მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქნევა არ უნდა იყოს არც ენერგეტიკის მინისტრობისა და არც დედაქალაქის მერობის წინაპირობა.

ამთავითვე ვაცხადებ, რომ არ ვეთანხმები და არ ვიზიარებ მათ აზრს, ვინც კახა კალაძის “ორ ავტოგოლზე” ლაპარაკობს გამუდმებით. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ წავიკითხე და მოვისმინე მისი მომხრეების აზრები, იმის შესახებ, თითქოს კალაძის წინააღმდეგ ოპონენტების ერთადერთი არგუმენტი მხოლოდ ორი ავტოგოლია. მესმის, რომ ძალიან სურთ ამის დახატვა, თითქოს მათი კერპის, როგორც ენერგეტიკის მინისტრობის, ასევე დედაქალაქის მერობის საწინააღმდეგოდ, არგუმენტი არ არსებობდეს.

სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და კალაძის მეხოტბეებს, თუკი ინებებენ, წინამდებარე საგაზეთო სტატიაში, არაერთი არგუმენტის წაკითხვა მოუწევთ სათაყვანაბელი “პოლიტიკური ლიდერის” წინააღმდეგ. რაც შეეხება ორ ავტოგოლს, პირდაპირ ვამბობ: უდიდესი ქართველი ფეხბურთელის _ კახა კალაძისთვის საკუთარ კარში გატანილი ბურთების წამოძახება, უბრალოდ, ღორობა და უმადურობაა! ჯერ ერთი, კალაძეს რომ არ ჰქონოდა მცდელობა, მეტოქის მიერ დარტყმული ბურთები საკუთარი კარისთვის აერიდებინა და, ასე ვთქვათ, ფეხებზე დაეკიდებინა მოვალეობა, მაშინ ის ორი ავტოგოლიც აღარ იქნებოდა მის ანგარიშზე. ეს განაპირობა კალაძის დიდმა პასუხისმგებლობამ და ის, ფაქტობრივად, უიმედო მდგომარეობაში მაინც შეეცადა საკუთარი კარის გადარჩენას. ეს კი დასაფასებელია და არა საქილიკო. რაც მთავარია, უხერხულია, ელაპარაკო საკუთარ კარში გატანილ ორ ბურთზე ადამიანს, რომლის დამსახურებაც არის ამავე კარში მოწინააღმდეგის მიერ ვერგატანილი, ალბათ, ორასი ბურთი!

და, საზოგადოდ, სრული სიბეცე და შტერობაა მცდელობა, რომ ადამიანის მოღვაწეობა ამა თუ იმ თანამდებობაზე, მისი სპორტული ან სახელოვნებო მოღვაწეობის მიხედვით შევაფასოთ, გინდაც დადებითად და გინდაც უარყოფითად.

ჩვენში დღეს მართლაც არის მსგავსი ტენდენცია, რომ ადამიანს, პასუხსაგებ თანამდებობაზე როცა ნიშნავენ, ზოგი იწუნებს იმიტომ, რომ (დავუშვათ) იგი ცუდი პოეტია, ხოლო დანარჩენები პირიქით _ მის თანამდებობაზე დანიშვნას იმით ამართლებენ, რომ კარგი პოეტია.

ასევეა კალაძის შემთხვევაშიც: ადამიანების ნაწილი მას თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნევს, იმიტომ, რომსაკუთარ კარში გოლები გაიტანა”, ხოლო სხვა ადამიანები კალაძის თანამდებობაზე ყოფნას მხარს უჭერენ იმ არგუმენტით, რომ იგიყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია”.

კიდევ ვიმეორებ: ეს ორივე “არგუმენტი” სრული ტუტუცობაა და ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნაარდანიშვნასთან საერთო არ შეიძლება ჰქონდეს იმას, იგი წარსულში კარგი ფეხბურთელი ან პოეტი იყო თუ ცუდი!

ამაზე ამდენიც რომ ვისაუბრეთ და ამდენის ახსნა დაგვჭირდა, მიუთითებს რომ ჩვენი საზოგადოება (ყოველ შემთხვევაში, დიდი ნაწილი) ავად არის. პირდაპირ ვთქვათ: ეს არის ჯერაც ჩამოუყალიბებელი საზოგადოება, რომელსაც აქსიომების ახსნაც კი სჭირდება.

ამჯერად კალაძესთან დაკავშირებულ ელემენტარულ აქსიომებს მივყვეთ. აქსიომაა ის, რითაც ეს წერილი დავიწყეთ: არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც 25 წელიწადი ფეხების ქნევის მეტი არაფერი უკეთებია, ადგე და პირდაპირ ენერგეტიკის მინისტრად დანიშნო, შემდეგ კი მისი კანდიდატურა დედაქალაქის მერად წამოაყენო.

მთელი თვეა, გულისყურით ვკითხულობ კალაძის მომხრეთა “არგუმენტებს”. მინდოდა, მეპოვა ერთ მარცვალი მაინც, რომლითაც კახა კალაძის გინდ ენერგეტიკის მინისტრად და გინდ თბილისის მერად დანიშვნა (დიახ, დანიშვნა და არა არჩევა) იქნებოდა გამართლებული.

ყველაზეწონიანი არგუმენტი, რომელიც წავიკითხე, არის ის, რომკახა ძალიან შრომისმოყვარეა, გარდა ამისა, კარგი ადამიანია, მეგობრების გატანა შეუძლია და აფასებს თანამშრომლებს”.

საოცარი არგუმენტაციის პიკია ის, რომ “კახა ძალიან ბეჯითია, ყველა საქმეს ძალიან იოლად ითვისებს და ნებისმიერ თანამდებობაზე, ნებისმიერ სფეროში, სადაც უნდა დანიშნონ, იგი აუცილებლად მიაღწევს წარმატებას, ამიტომ გამართლებულია კახა კალაძის დანიშვნა ყველგან!”

აქ კითხვა, რომელიც შეიძლება დაისვას, არის ერთადერთი: ნეტავ, ჩვენი საზოგადოების რამდენი პროცენტი აზროვნებს ასე არაჯანსაღად?

თუ ეს პროცენტი 20-25-ს მაინც აღწევს, მაშინ ჩვენ სავსებით ვიმსახურებთ იმ “ქაქს”, რომელშიც, უკვე 25 წელიწადია, ვართ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერც ვერასოდეს ამოვალთ ამ “ქაქიდან”; ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ საზოგადოებაში თავმოყვარეობა არ გაიღვიძებს და ვიდრე უზნეო მილიარდერები არ მიხვდებიან, რომ ქვეყანაში შექმნილი არანორმალური ვითარების ასე ბოროტად სათავისოდ გამოყენება არ შეიძლება, რადგან საბოლოოდ ეს პირადად მისთვისაც ცუდ შედეგებს მოიტანს(!).

რას ჰქვია, გინდაც, კახა კალაძეს და, გინდაც, ვინმეს ნებისიერ სფეროში წარმატება ექნება”? რა ფორმულაა ეს? როდის უნდა ამოვიდეს ჩვენი საზოგადოება ასეთი “ყველაფერშჩიკების” არსებობის მითიდან?

ან რას ჰქვიაშრომისმოყვარეადა ამიტომ საუკეთესო კანდიდატია?!

ეს ხომ იგივეა, რომ ადამიანი, რომელიც შრომისმოყვარეა, მაგრამ ბურთისთვის ფეხი არასოდეს დაუკარებია, ავდგეთ და, პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე შევუშვათ მოედანზე სათამაშოდ: შრომისყვარეა, კაცო, მაგი და ისეთი ბეჯითი, პირველ ტაიმშივე ისწავლის ფეხბურთის თამაშსო!

განა შეიძლება ასეთი შტერული არგუმენტით ვნიშნავდეთ მინიტრებს ან ვასახელებდეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატს?!

“ზუსტად გეუბნებით, ჩემი ახლბელი მუშაობს ენერგეტიკის სფეროში და მისგან ვიცი, კახა, მინისტრად დანიშნეს თუ არა, იმ დღიდანვე შეუდგა ამ სფეროს შეწავლას ძალიან ბეჯითად, თავი არ აუღია და ენეგრეტიკის ექსპერტებისგან ვიცი, რომ ძალიან მალე და კარგად ითვისებდა”, _ მიწერს “ფეისბუქის” გვერდზე კომენტარს ერთ ქალბატონი და ჰგონია, რომ “მკვლელი არგუმენტი” დამიდო და ჩამაჩუმა. კომიკური ისაა, რომ მეხვეწება, ვენდო და დავუჯერო, რომ არ მატყუებს, და ეს ყოველივე მართლაც ასე იყო.

მჯერა, ჩემო ქალბატონო, მე მაგი და, რომ მჯერა, ზუსტად ეგ არის უბედურება. და თქვენ რომ ვერ ხვდებით, უბედურება რატომ არის, ეგ კიდევ ორმაგი უბედურებაა!

რა ხდება, რა გაუჭირდა ამ ქვეყანას ისეთი, რომ ადამიანებმა ჯერ შეისწავლონ სფერო, აითვისონ დარგი და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნონ მაღალ თანამდებობებზე, მით უმეტეს _ მინისტრებად?! მინისტრის სავარძლიდან სფეროსა და დარგის ათვისება რაღაც ახალი სპორტია და ქართველების მსოფლიონოუჰაუათუ რა?

ეს რაც შეეხება იმას, როგორ აღიქვამს საზოგადოება კახა კალაძეს, მაგრამ უმთავრეს პრობლემად მე თვით ამ ადამიანის გაუმართლებელი ამბიციურობა, თვალშისაცემი ამპარტავნება და თავხედობა მიმაჩნია.

ყველა ტელეეთერში, სადაც კი კახა კალაძე საკუთარ თავზე ლაპარაკობდა და საკუთარი გუნდს წარადგენდა, საუბარს იწყებდა ამ სიტყვებით: ჩემზე ზუსტად ასე ლაპარაკობდნენ, როდესაც მე ვინიშნებოდი ენეგრეტიკის მინისტრად. ამბობდნენ: რა უნდა ფეხბურთელს ენერგეტიკის მინისტრად? მან ხომ ეს სფერო საერთოდ არ იცის? ამან მე მომცა დამატებითი სტიმული და დავიწყე ამ სფეროს შესწავლა. ჰოდა, აი, ჩემი მინისტრობის 4 წლის შემდეგ მე მივაღწიე იმას, რომ…” და ამის შემდეგ იწყებდა თავისიწარმატებულიენერგეტიკოსობის შესახებ საუბარს, ანუ თვითონაც დარწმუნებულია, რომ მისი ენერგეტიკის მინისტრობა წარმატებული იყო და ამ 4 წელიწადში ენერგეტიკოსობაგლეჯვაზეაითვისა! “აი ასეთ ნიჭიერი ბიჭი ვარ მე!” _ ეს გამოსჭვივის მისი ყოველი სიტყვიდან

მე აქ არაფერს ვიტყვი, მხოლოდ შემოგთავაზებთ მონოლოგს, რომელიც ტაქსის მძღოლმა წარმოთქვა, ვიდრე დანიშნულების პუნქტამდე მიმიყვანდა:

“მე, ძამია, რომ ღადაობენ, ყველა ტაქსის შოფერს ორი დიპლომი აქვსო, არ ვარ მაგფერი. არანაირი დიპლომი არ მაქვს და არც მჭირდება. რა ჭირად მინდა, ჩემო კაი კაცო?! ადამიანი თუ შეუგნებელია და ვერ აზროვნებს, ცხრა დიპლომი მიეცი, თუ გინდა. და, თუ კაცი გონიერია, სულ რომ არ ჰქონდეს დიპლომი, ვისზე ნაკლებია? აგერ კახა კალაძეზე რომაა ახლა ერთი ამბავი, მე გეტყვი ჩემსას. წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი ვარო, რომ იძახის, მაგის მინისტრობის დროს არ გაიზარდა გადასახადები დენზეც და გაზზეც? როგორ შეიძლება მინისტრი, რომლის დროსაც გადასახადები გაიზარდა, იყოს წარმატებული?! მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ დროს მინისტრის რეიტინგი დაბლა ვარდება, ძამია. ენერგეტიკის მინისტრი, რომლის დროს გადასახადები გაიზარდა, გადადგომის მერე ვერსად ვეღარ დაინიშნება მაღალ თანამდებობაზე. მისი იმიჯი ნადგურდება. ჩვენ კიდევ, აგერ, ჩემო კაი კაცო, ამისთანა ჩასვრილ მინისტრს კიდევ არჩევით თანამდებობაზე გვიყენებენ, დედაქალაქის მერად. თვითონ რაფრა იქცევა? გამოდის თავხედურად და მე წარმატებული მინისტრი ვარ, ჩემ დროს 21 ახალი ჰესი აშენდაო. შე კრისა შენ, თუ 21 ახალი ჰესი აშენდა, დენი რატო გაძვირდა? ახალი ჰესების აშენების მიზანი ხომ იგია, რომე ელექტროენერგია გარედან არ ვიყიდოთ, ჩვენ თვითონ გამოვიმუშაოთ და ჩვენს მოსახლეობას იაფად მივყიდოთ? ასე არაა მაგი, ძამია? ჰოდა, თუ მე დენს გამიძვირებ, რა ჯანდაბად მინდა ის შენი ჰესები, გინდა, 21 იყოს და, გინდა, 41? , ამაშია, ჩემო კაი კაცო, საქმე. ახლა არ დამიწყო ნაცების მომხრე ხარო და ეგეთები. მაგენს მოუკვდა დამფუძნებელიც და მყვარებელიც, მაგენზე საზიზღარი ხალხი არ არსებობს, მარა, აგი ბიძინა რასაც შვება, არ შეიძლება მაგიც. ხედავს, რომ ხალხი უთავმოყვარეოა და გვასვამს თავზე, ვისაც უნდა. როდესაც ხალხს თავმოყვარეობა მოემატება, მერე ვეღარ გაბედავს მაგას. მაგრამ ამასობაში ქე დევიღუპებით და…”

მგონი, აღარც საჭიროებს არაფრის დამატებას…

მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ ქვეყანას მართლაც არაფერი ეშველება, სანამ საზოგადოება რომელიმე თანამდებობაზე ვინმეს დანიშვნას, “ეს ხომ ჩვენი კარგი და კუტუნია ბიჭია”- მსგავსი არგუმენტებით გაამართლებს!

ბაკურ სვანიძე

6 COMMENTS

  1. დენი იმიტომ გაძვირდა რომ, ჰესების აშენებას ბევრი მილიონი დაჭირდა… 🙂 რა არის აქ გაუგებარი…?

  2. ბიძინამ ისე მოშხამა ხალხი რომ საღათას ძილიდან ვერ გამოდიან და ეს ფაქტია, რადგანაც ისევ კალაძეს არჩევა უნდათ მერად. კალაძის რომელმაც თავისი სიტყვებით 21 ჰესი შეიძინა,( ააშენა არა იხვი} და მისი გამომუშავებული ენერგია საკუთარ ჯიბეში და ივანიშვილის ჯიბეში ჩაიდო და მიდის, იმიტომ გაძვირდა დენი რომ 21 ჰესი მოაკლდა ქვეყანას, ამის შემდეგ ივანიშვილმა 1 ლარად შეისყიდა თბილისის გული, ისე რომ ხალხმა ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ახლა ქალაქის მერად კალაძის დანიშვნა–არჩევა უნდა ხალხის სახელით და შემდეგ რას დაატრიალებენ ღმერთმა უწყის, ამდენი უსინდისობა და გაუმაძღრობა არ გამიგია. ხალხო გამოფხიზლდით, ვერ ხედავთ რას დაგამსგავსათ ”მამაძაღლმა” ივანიშვილმა და მოსასპობმა ”კალაძემ”??????????????????????????????????????????????????

  3. ბიძინამ კი არა “მეგობრებმა და სტრატეგიულმა პარტნიორება” მიაძინეს ხალხი საღათას ძილით. მარტო ხალხი კი არა, მტელი მთავრობა და ხელისუფლებაა მიძინებული…

  4. რა მოხდა ბატო.ბაკურ? აქამდე აქებდი.ეხლა აკრიტიკებ:კალაძესაც და ბიძინის. იქნება გულახდილად თქვა,რა მოხდა?რატომ განუდექი ოცნებას?

  5. ზურაბ, საიდან მოხევთ ხოლმე ისეთ რამეს რის გაგნებაშიც არ ხართ? რა გრჯით ამ სიდებილეესბ რომ წერთ? აბა, ერთი პოსტი ან კომენტარი დამიდე ჩემი, როდესმე ბიძინას, მით უმეტეს კალაძეს ან “ოცნებას” რომ ვაქებდი რა! ვიდრე კითვა სდასვამდე ცოტა ტვინი გაანძრიო ჯობია…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მევლუდი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here