Home სხვადასხვა დაიჯესტი თუ უკრაინის მიწა არ უნდა, მდინარეები რისთვისღა სჭირდება?!

თუ უკრაინის მიწა არ უნდა, მდინარეები რისთვისღა სჭირდება?!

969
თუ უკრაინის მიწა არ უნდა, მდინარეები რისთვისღა სჭირდება?!

მიწის გაყიდვისა და დასავლელი კურატორებისთვის საბანკო სისტემის გადაცემის შემდეგ უკრაინელმა პარლამენტარებმა გადაწყვიტეს, გაანადგურონ საკუთარი სამდინარო ფლოტი, მოწამლონ მდინარეები და ხელი შეუწყონ კონტრაბანდას სახელმწიფო დონეზე. სწორედ ამას ითვალისწინებს კანონპროექტიშიდა საწყლოსნო ტრანსპორტის შესახებ”, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეს.

კანონპროექტის ავტორები ისე იქცევიან, თითქოს ზრუნავენ ქვეყნის შიდა საწყლოსნო გზებზე. კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ამ საკითხზე არსებულ ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზას “აქვს ფრაგმენტული ხასიათი და მიმართული არ არის დარგის განვითარებისკენ”; მდინარე დნეპრზე გაცვეთილია რაბები (ექსპლუატაციაშია 70 წელიწადი); სამდინარო ფლოტში ტრანსპორტის ნაკლებობაა, რაც იწვევს საავტომობილო და სარკინიგზო გზების გადატვირთვას”.

ეს კანონპროექტი სპეციალისტებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

აგრარული კომპანია “ნიბულონის” მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა ალექსეი ვადატურსკიმ, რომელსაც საკუთარი ფლოტი ჰყავს, კანონპროექტს უწოდა “უპატივცემულობა უკრაინისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ავითარებენ სამდინარო მიმოსვლას”. და, თუკი კანონპროექტს დაამტკიცებენ, მისი რეალიზაცია დაღუპავს უკრაინის გემთმშენებლობას და გააუარესებს ეკოლოგიურ ვითარებას”.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ “ნებადართულია ჩამდინარე წყლებიდან გემების გადაგდება ზღვის ტერიტორიულ წყლებში, საერთო გამოყენების სხვა საწყლოსნო გზებზე, საზღვაო პორტების აკვატორიაში სვლის შეუზღუდავად და გემების რაოდენობის მიუხედავად”. ეს დასაშვებია უკრაინული და საზღვარგარეთული გემებისთვის.

უკრაინის მარცვლეულის ასოციაციის პრეზიდენტ ნიკოლოზ გორბაჩოვის თქმით, ეს ნორმა პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს, რომლებიც კრძალავს გემების მსგავს გადაგდებას და მფლობელებს ავალდებულებს მათ ჩაბარებას პორტების სპეციალურ მიმღებ პუნქტებში. წარმოიდგინეთ, რა შედეგებს მოიტანს ეს დნეპრისთვის, რომლის აუზიც სასმელი წყლის წყაროა უკრაინის მოსახლეობის 70%-ისთვის, და ამ მდინარის ნაპირებზე მდებარეობს ქალაქები: კიევი, დნეპროპეტროვსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და სხვ., რომლებიც დნეპრის წყალს სასმელად იყენებენ. უკრაინას ისედაც 125- ადგილი უკავია 180 ქვეყანას შორის სასმელი წყლის რეზერვის მიხედვით მოსახლეობის ერთ სულზე”, _ ამბობს გორბაჩოვი.

სხვათა შორის, ევროპის რუკაზე უკრაინა აღნიშნულია, როგორც მცირეწყლიანი ქვეყანა, რადგან წყლის რესურსები დაბინძურების გამო გამოუსადეგარია სასმელად. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში გაქრა 10 ათასზე მეტი წყალსატევი. მდინარეებში საწარმოებიდან ხვდება სამრეწველო ნარჩენები, რომლებიც აბინძურებს წყლის რესურსებს.

11 მლრდ კუბური მეტრი ჩამდინარე წყლიდან 4,2 მლრდ დაბინძურებულია. ახლა მას დაემატა კიდევ გემებისნარჩენების კოქტეილი”, მაგრამ ეს ცოტა აღმოჩნდა კანონპროექტის შემდგენელთათვის. ისინი ამბობენ, რომ საგზაო სამუშაოები (ფსკერის ჩაღმავება) არ მიეკუთვნება წყლის სპეციალური გამოყენების საკითხებს და არ საჭიროებს წიაღისეულის გამოყენებისთვის აუცილებელ ნებართვას”.

უკრაინის გემთმშენებელთა ასოციაციის განცხადებით, ეს არის “ნებისმიერი მსურველისთვის ფსკერის გაფართოების სამუშაოების ჩატარების უფლების მიცემის მცდელობა ეკოლოგიური ნებართვისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე… ასეთი “ნოვაციები” გამოიწვევს ნაპირების დაბინძურებასა და ქვირითის განადგურებას”.

უკრაინის ფისკალური სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ 2018 წელს მდინარეებიდან ამოღებული და რეალიზებული იყო 2 მლნ ტონა აღურიცხავი სილა, მიუხედავად იმისა, რომ სილის მოპოვება უკრაინაში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. იმის გათვალისწინებით, რომ წყლის დონის შემცირების გამო სწრაფად ხდება მდინარეებისა და არხების ე.წ. გამეჩეჩება, ფსკერის გასაღრმავებელი სამუშაოების მოცულობა კოლოსალურია. კანონმდებლების მიერ შემუშავებული სქემით კი, ფირმებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოს ხაზინიდან მიიღონ ფული არა მხოლოდ ფსკერის გასაღრმავებელი სამუშაოების შესასრულებლად, არამედ გაყიდონ სილა. უკრაინაში ერთი ტონა სილის თვითღირებულება 30 გრივნაა (1,12 დოლარი), გასაყიდი ფასი კი 150 გრივნას (5,61 დოლარი) შეადგენს. მხოლოდ კიევის ოლქში წელიწადში 7-8 ტონა სილას მოიხმარენ.

მოკლედ, უკრაინაში წიაღისეულის დატაცება ლეგალურ ბიზნესად იქცევა, მდინარეების ნაპირები ჩამოქცევას დაიწყებს, უკრაინის საშინაო ბაზარზე კი გაიყიდება ჩერნობილის ზონიდან, მდინარე პრიპიატიდან ამოღებული რადიოაქტიური ქვიშა.

უკრაინელი სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ კანონპროექტი შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერი ქვეყნის დროშით მცურავ გემებს (რუსეთის გარდა), თავისუფლად შევიდნენ უკრაინის მდინარეებში და ჩაატარონ სამეურნეო სამუშაოები, მათ შორის, შიდა გადაზიდვები, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას. ასეთი თვალსაზრისი აქვს გემთმფლობელს, კომპანია სარეიდო ტერმინალ “კონკორდის” აქციონერ ნიკოლოზ კაპაცინას. მისი თქმით, “უცხო ქვეყნის დროშით მცურავი გემები პრივილეგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და უკრაინაში გადასახადებს არ გადაიხდიან”, უკრაინულ გადამზიდ კომპანიებს კი ბიუჯეტში ყოველწლიურად 2 მლრდ გრივნა (75 მლნ დოლარი) შეაქვთ. მდიდარი უცხოური კომპანიები შევლენ გადაზიდვების შიდა ბაზარზე და უკრაინული ბიზნესი არაკონკურენტუნარიანი აღმოჩნდება.

“2000-იან წლებში უცხოელებისთვის რომ მიეყიდათ მიწა, შეიძლება უკრაინის მიწაზე ახლა 2-3-ჯერ მეტი მოსავალი მოსულიყო, ოღონდ ეს მოსავალი იქნებოდა არა უკრაინელების, არამედ უცხოელების. ჩვენი ფერმერები ვერ გაუწევდნენ კონკურენციას საერთაშორისო ბიზნესს ისეთი აქტივის მოვლა-პატრონობაში, როგორიც არის მიწა…” _ ამბობს კაპაცინა.

უკრაინელი გემთმფლობელები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ იძულებულნი იქნებიან, თავიანთი ფლოტი ოფშორების იურისდიქციაში გადაიტანონ (სხვაგვარად კონკურენციას ვერ გაუძლებენ) და უკრაინა დაკარგავს არა მხოლოდ სამდინარო ტრანსპორტის განვითარების შესაძლებლობას, არამედ გემთმშენებლობასაც, ამასთანავე, მნიშვნელოვან საგადასახადო შემოსავლებს.

ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ კანონპროექტი გამორიცხავს უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობას სავაჭრო საზღვაო და სამდინარო გზებზე. საფრთხეების ჩამონათვალი კი ძალიან გრძელია.

ექსპერტთა ნაწილისთვის ამ საკანონმდებლო თამაშის აზრი და არსი გასაგებია: უკრაინის მდინარეებში უნდა იმოძრაონ მხოლოდ უცხოურმა (დასავლურმა) გემებმა, თანაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რჩეულ უცხოელებს კი დამატებით უფლება ექნებათ, ქვეყნიდან წიაღისეულიც გაიტანონ.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here