მთავარი საქართველო თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, საკონსტიტუციო ცვლილებები ვეღარ მოესწრება და შეიძლება საპარლამენტო არჩევნებმაც...

თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, საკონსტიტუციო ცვლილებები ვეღარ მოესწრება და შეიძლება საპარლამენტო არჩევნებმაც გადაიწიოს

2332
გააზიარეთ
თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, საკონსტიტუციო ცვლილებები ვეღარ მოესწრება და შეიძლება საპარლამენტო არჩევნებმაც გადაიწიოს

პოლიტიკის ექსპერტი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე “2020 NEWS”- თან აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში კონსტიტუციაგაჩერებულიადა, შესაბამისად, საგანგებო ვითარებაში, არჩევნების ჩატარებასა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაზე საუბარი ზედმეტია.

“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელისუფლების საპრეზიდენტო მმართველობაში გადასვლას ნიშნავს. რადგან ასეთ შემთხვევაში ქვეყანა დეკრეტების საფუძველზე იმართება და უამრავი შეზღუდვა არსებობს. ამ პროცესს, დიდი ალბათობით, საპარლამენტო არჩევნების თარიღის გადაწევაც მოჰყვება.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ვერც საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება, რადგან საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ყველაფერი, მათ შორის, კონსტიტუცია ჩერდება”, _ განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

რა არის საგანგებო მდგომარეობა და რა შემთხვევაში ცხადდება იგი?!

“საგანგებო მდგომარეობის შესახებ”კანონის მიხედვით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის, ეპიდემიის არსებობისას, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.

“მუხლი 1

  1. საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის, მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.
  2. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა”, _ წერია ქვეყნის უმაღლეს კანონში.

ეკატერინე ზარნაძე

2020NEWS.GE

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here