Home რუბრიკები პოლიტიკა თუ ლიბერასტები ეკლესიასაც დაეპატრონებიან, ქართველი ერი, როგორც კულტურული ფენომენი, არსებობას შეწყვეტს

თუ ლიბერასტები ეკლესიასაც დაეპატრონებიან, ქართველი ერი, როგორც კულტურული ფენომენი, არსებობას შეწყვეტს

4268
სამების ეკლესია

დღეს, ვისაც არ ეზარება, ყველა .. ციანიდის საქმეზე წერს და ლაპარაკობს. არადა, წლეულს, 31 იანვარს, ანუ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ვერავინ წარმოიდგენდა, საქართველოში ციანიდისსურნელიდატრიალდებოდა, “საქართველო და მსოფლიოშიგამოვაქვეყნე სტატია სათაურითროგორც აფთრები, ისე ელოდებიან პატრიარქის სიკვდილს”…

სტატია, რომელსაც წლების განმავლობაში მოსმენილისა და ნანახის ანალიზი ედო საფუძვლად, ჩემდა სამწუხაროდ, გარკვეულწილად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, რადგან მისი გამოქვეყნებიდან, სულ რაღაც, ორ კვირაში, ციანიდის სკანდალი აგორდა, რამაც ჩემი ვარაუდების სისწორე კონკრეტული ფაქტებით განამტკიცა.

ციანიდის საქმეზე სასამართლოს განაჩენი გამოტანილია, მიუხედავად ამისა, სკანდალის ექო ჯერაც არ მინავლებულა, რადგან გამოძიების მიმართ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა დარჩენილი, თუმცა ორი რამის თქმა მაინც შეიძლება: პირველი _ ჩვენი დედაეკლესიის წიაღში მეუფე ყანდურთა ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობა; და მეორე _ თუ გლობალურ კონტექსტში განვიხილავთ, ერთი შეხედვით, ადგილობრივი მნიშვნელობის მოვლენებს, აშკარაა, რომ დაიწყო გადამწყვეტი შეტევა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, როგორც ერთადერთ ინსტიტუტზე, რომელიც, ჩვენი მარიონეტული ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჯერჯერობით ვერაფრით გატეხეს და, მიუხედავად ციანიდის სკანდალამდე გამომზეურებული ნაკლოვანებებისა, დედაეკლესია და პატრიარქი ჯიუტად დგანან ისეთი ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე, როგორებიცაა: სამშობლო, ეროვნება, ისტორიული მეხსიერება, ცნობიერება, წინაპართა ხსოვნა, ქართველი ერის თვითმყოფადობა, ეროვნული ტრადიციები, ოჯახის ინსტიტუტი და .. მოკლედ, ის, რაც ადამიანს პირუტყვისგან განასხვავებს გნებავთ, ყველაფერი ის, რაც თავიანთ ქვეყნებში უკვე თითქმის ბოლომდე გაანადგურეს, ამოძირკვეს ჩვენმა დასავლელმა “მეგობრებმა” და ახლა თვალი გაურჩებულ საქართველოზე უჭირავთ. წინამდებარე წერილის “მუზა” კი გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ბოლო ნომერში ბესო ბარბაქაძის სტატიაა, რომელშიც იგი, ჩემგან განსხვავებით, მხოლოდ გაგონილზე კი არ საუბრობს, არამედ საკუთარი წყაროს მიერ მოწოდებულ ფაქტებზე. მიუხედავად ამისა, ჩემს სტატიაში სავარაუდო ყანდურთა ვინაობა თითქმის ერთი ერთზე დაემთხვა ბარბაქაძის სტატიაში ნახსენებ ლიბერალური ფრთის წევრების ვინაობას…

მკითხველს შევახსენებ რამდენიმე მომენტს, რათა გაუადვილდეს თემაში ჩართვა, რისთვისაც, ათასჯერ ნათქვამს ათასმეერთედ გავიმეორებ…

იმას, რაც დღეს ხდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, ნებსით თუ უნებლიეთ, ბიძინა ივანიშვილმა დაუდო სათავე 2014 წლის იანვარში, როდესაც ცხონებული ჭაბუა ამირეჯიბის ორმოცზე განაცხადა, რომ პატრიარქიც ჩვეულებრივი მოკვდავია და მისი თუ სრულიად დედაეკლესიის კრიტიკა დასაშვებიაო.

ერთი შეხედვით, თითქოს არაფერია ისეთი, კრიტიკას მხოლოდ უფალი არ ექვემდებარება, მაგრამ კრიტიკის უფლება მორწმუნე მრევლსა აქვს და არა ჩასაფრებულ, მოქირქილე სატანისტებს. ივანიშვილის მოუზომავისადღეგრძელოკი თითქოს ხელის აქნევა იყო და დაიწყო მარულა, დოღი უღმერთო სატანისტებისა, ვინ უფრო სწრაფად და მეტ ტალახს ესროდა ეკლესიასა და ქართველი ერის სულიერ მამას _ თუ მანამდე ასეთი უკეთური საქმით ნინია კაკაბაძისა და თეა თუთბერიძის მსგავსი ცალკეული მარგინალები იყვნენ დაკავებულნი, ახლა ამ მარულაში სრულიად ე.წ. არასამთავრობო სექტორია ჩაბმული.

შინაური თუ უცხოელი სოროსისტების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია პატრიარქის მიერ 17 მაისის გამოცხადებამ ოჯახური სიწმინდის, ტრადიციების დაცვის დღედ და 2014 წლიდან მოყოლებული, პედერასტების აღლუმის ნაცვლად, რუსთაველზე ათასობით ქართული ოჯახი ზეიმობდა ამ დღესასწაულს. რაც იმას ნიშნავდა, რომ თბილისში გეიაღლუმის ჩატარება (რასაც ასე დაჟინებით ითხოვენ ხელისუფლებისგან მათი ამერიკელ-ევროპელი პატრონები), პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. დიახ, არ შემშლია, იყო და ხვალ რა იქნება, კაცმა არ იცის, რადგან ამ მიმართულებითაც ამუშავდა დასავლეთის ლიბერასტული მანქანა.

თავად განსაჯეთ _ ჯერ იყო და, ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება, რომ 2018 წლის 17 მაისს, რადაც უნდა დაუჯდეს, ჩაატაროს ჰომოფობიასთან ბრძოლის ღონისძიებები, რაც ლგბტ-თა აღლუმის გამართვას ნიშნავს. თორემ წლებია, თავი გვეჭრება ქართველებს “პრადვინუტ წინმავალ” ევროპაშიო… მერე _ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, რესპუბლიკურმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე დეპუტატობის კანდიდატად “ქამინგაუტირებული” (გაცხადებული ლესბოსელი) “მანდილოსანი” წარადგინა.

იქით “რუსთავი 2”-მა “ნანუკას შოუში” განაცხადა, ლგბტ აბრევიატურიდან “ლ” და “გ” გვჭირდებაო, ანუ ლესბოსელი და გეი, რომლებმაც კვირაში ერთხელ უნდა წაიყვანონ გადაცემა, ალბათ, ასეთი პათოსით _ მერე რა, რომ გეი (ლესბოსელი) ვარ?!

თვითონ ნანუკა ჟორჟოლიანს კი თავის შოუში, სტუდიაში მყოფი ჰომოსექსუალების თვალწინ წამოსცდა _ მართალია ლიბერასტი ვარ, მაგრამ ჩემი შვილი ან რძალი თუ გეი ან ლესბოსელი იქნება, შინიდან არ გავაგდებ, თუმცა არც გამიხარდებაო, და აღნავლდნენ პედერასტები: მაგის თქმაც ჰომოფობიააო.

გაგონილა, ხალხო, იმას აღარ ჯერდებიან ჩვენი პედერასტები, რომ არაფერს ვერჩით, თურმე იმის უფლებაც არ გვაქვს, რომ არ მოგვწონდეს მათი ცხოვრების წესი

და აგერ, ახლახან, ქართველთა ერთ დროს უსაყვარლეს სპორტის სახეობაში, ფეხბურთშიც, შეაღწიეს _ ჰოლანდიაში მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრმა გურამ კაშიამ, ლგბტ-თა ბაირაღის ფერებიანი კაპიტნის სამკლავური გაიკეთა.

ეს ფაქტი ხომ თავისთავად მიუღებელია ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომელიც მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს სოციალურ ქსელსა თუ მედიაში, მაგრამ ისიც ამაზრზენია, რომ კაშიას ეს “ვაჟკაცური” საქციელი ყოფილმა ფეხბურთელმა და აწ უკვე თბილისის მერმა კახა კალაძემაც მოიწონა და საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელებმაც.

ფეხბურთის თამაში არ იციან და, უკაცრავად, დუმებს ათამაშებენ _ ამ ქათმების შემხედვარენი, ალბათ, საფლავში გადაბრუნდნენ თბილისის “დინამოს” ლეგენდარული კაპიტნები და მსოფლიო დონის ქართველი ვარსკვლავები: პაიჭაძე, ღოღობერიძე, იამანიძე, მესხი, მეტრეველი, ყიფიანი, დარასელია და სხვ., რომლებიც, უწინარესად, კაცები იყვნენ და შემდეგ _ დიდი ფეხბურთელები…

თუ დააკვირდებით, როგორ ემთხვევა დროსა და სივრცეში ეკლესიის, პატრიარქის დისკრედიტაციის არცთუ წარუმატებელი მცდელობა და ქართველი პედერასტების არნახული თავხედობით გააქტიურება, დამერწმუნებით, რომ ხსენებული გადამწყვეტი შეტევა ქართულ ეკლესიასა და მის საჭეთმპყრობელზე სამწუხარო რეალობაა და არა ვინმეს ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი.

რატომ ასეთი გააფთრება ჩვენი დასავლეთელი “მეგობრებისა”?

რატომ და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (რომელსაც, უკაცრავად და, ფეხებს ვერ მოაჭამენ ლიბერასტები) გარდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაღაა დარჩენილი, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვერაფრით გატეხეს სოროსისტებმა.

სხვა ყველა _ ბულგარეთის, რუმინეთისა და საბერძნეთის (ბიზანტიის) მართლმადიდებელი ეკლესიებიც კი დანებდნენ ხელისუფლებას და მას შემდეგ, რაც ბერძნული ეკლესია ორ ნაწილად გაიყო და ორი პატრიარქი ჰყავთ, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება დააკანონეს.

იგივე და უფრო უარესიც გველის ჩვენ, თუ დედაეკლესიაში საეკლესიო ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს ლიბერალურ-მიშისტურმა დაჯგუფებამ მეუფეების _ პეტრეს, დიმიტრის, გრიგოლის, სპირიდონის, კალიტრატეს _ და სხვა, უფრო დაბალი იერარქების შემადგენლობით.

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეკლესიისა და პატრიარქის გარკვეულწილად დისკრედიტაცია მოახერხეს ეკლესიის წიაღში ჩაბუდებულმა თუ ეკლესიის გარეთ მყოფმა ლიბერასტებმა, დღეს ქართული დედაეკლესიის ერთიანობის გარანტი მაინც უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ავტორიტეტია.

ანუ, სანამ ილია მეორე ცოცხალია (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს!), ზემოთ ნახსენებ ლიბერალურ-მიშისტურ დაჯგუფებას, მით უმეტეს ციანიდის საქმიდან გამომდინარე ლუსტრაციის შემდეგ, როგორც იტყვიან, ფეხი არ ჩაუვა!

მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი პატრიარქი უკვდავი არ არის და რა იქნება მაშინ, როცა, როგორც ყველა მოკვდავი, მისი უწმინდესობაც გავა ამა სოფლიდან, თუ ახლავე მანვე არ გაატარა საჭირო ღონისძიებები დედაეკლესიის ერთიანობის შესანარჩუნებლად?

რა და, ხსენებული დაჯგუფების საეკლესიო ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ორ ნაწილად კი არა, როგორც საბერძნეთში, შეიძლება მარტივ მამრავლებად დაიშალოს. რაც იმის მაუწყებელი იქნება, რომ ორიათასწლოვანი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესის დაშლით დაეცემა უკანასკნელი ბასტიონი, აღმართული ქართველი ერის გადაგვარება-განადგურების გზაზე. ჰოდა, მაშინ ავშენდებით _ ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებასაც დაგვიკანონებენ და შვილების გაპედერასტებით სიხარულსაც გვასწავლიან, ანუ ქართველი ერი, როგორც კულტურული ფენომენი, არსებობას შეწყვეტს.

შეიძლება ფორმალურად გვერქვას ქართველი, მაგრამ სოდომ-გომორის ცოდვის დამკანონებელი და, შესაბამისად, ღმერთის უარმყოფელი ერი ვეღარ იქნება ერი.

სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ საქართველოში თითქმის არ არსებობს თუნდაც ერთი მედიასაშუალება, რომელიც ლიბერასტულ პროპაგანდას, ეროვნულ კონტრპროპაგანდას დაუპირისპირებდა. ვგულისხმობ ტელევიზიებს, რომლებიც ლიბერასტულები არიან, თორემ “საქართველო და მსოფლიო”, მწირი ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, როგორც შეუძლია, იბრძვის, მაგრამ კოლექტიური “რუსთავი 2”-ის (“იმედი”, “მაესტრო”, საზმაუ, “იბერია”, “ობიექტივი”, “კავკასია” და, ალბათ, ყველა რეგიონალური ტელევიზია) სატელიტურ ანტენებთან, მხოლოდ პუბლიცისტის კალმით, აბა, რას გააწყობ?!

ამ უმძიმესი, ვიტყოდი, უაღრესად კრიტიკული ვითარებიდან გამოსავალს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. მხოლოდ უფლის იმედი მაქვს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს დასაღუპავად არ გაიმეტებს…

დავით მხეიძე

4 COMMENTS

  1. ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი კორკოტა და ქართული მარშის 10 რასისტი არაა.

  2. რადგან კორკოტამ გააფარჩაკა ლგბტ ს თან მებრძოლები და არავის აღარ უნდა ველურად გამოჩნდეს ლგბტ ქორწინებები საქართველოში რათქმაუნდა იქნება! გილოცავ კორკოტა.

  3. გეი ქორწინება უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში და ვინც ლგბტ წინაამღდეგი იქნება ანტიდისკრიმინაციული კანონით მათ შვილებს გეი წყვილები წაიყვანენ რადგან მათი შვილებიც შეიძლება გეები იყვნენ და გეების საწინაამღდეგო რაიმე სიტყვა შეიძლება მათთვის საზიანო იყოს. ლგბტ ამხელა წარმატებები დააბრალეთ მათ მოწინაამღდეგეების გაუნათლებლობას მოძალადეობას და უგუნურებას.

  4. მე არასოდეს გავხდები ლგბტ, არც არავის მოწონს ჩემს ირგვლივ ეს მარაზმი, ე.წ საზოგადოება რო ქვია დღეს, ეს არის ავადმყოფების და შიზოიდების ჯგუფი, რომელსაც აფინანსებენ უცხოეთიდან, რადგან სურთ ამ ველურების მეშვეობით დაინერგოს გარყვნილება, თქვენც კარგად იცით რაც ხართ და რა ზურგიც გყავთ , უმრავლესობას ებრძვიან თქვენნაირი მახინჯების მეშვეობით, ამიტო კანონი რომც მიიღოთ, მაინც არასოდეს არ გაღიარებენ, თქვენ გახდით ნორმალურები და ჩვენი კანონებით იცხოვრეთ რადგან ჩვენ ვართ უმრავლესობა და რატომ გვახვევთ თავზე ამ ე.წ ,,კანონს?” ზურგი რომ არ გყავდეთ და სახელმწიფო მანქანა არ გიცავდეთ ამდენსაც ვერ გაბედავდით თქვე არაფრის მაქნისებო“!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here