მთავარი მსოფლიო “თუ ასე წუხს მიგრანტებზე, შეუძლია, საკუთარი თვითმფრინავით ჰოლივუდში წაიყვანოს და თავის ვილებზე...

“თუ ასე წუხს მიგრანტებზე, შეუძლია, საკუთარი თვითმფრინავით ჰოლივუდში წაიყვანოს და თავის ვილებზე დაასახლოს”

401
გააზიარეთ
რიჩარდ გირი

ამერიკელმა მსახიობმა რიჩარდ გირმა იტალიის ხელისუფლებას მოუწოდა, დაეხმაროს 160 მიგრანტს, რომლებიც უკვე ერთი კვირის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში, ესპანური საქველმოქმედო ორგანიზაციის გემის ბორტზე იმყოფებიან. იტალიის ხელისუფლება გემს ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში შესვლის უფლებას არ აძლევს.

“ჩვენ გვაქვს პრობლემები ლტოლვილებთან დაკავშირებით ჰონდურასიდან, სალვადორიდან, ნიკარაგუიდან, მექსიკიდან. ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც აქ ხდება. ეს უნდა შეწყდეს პლანეტაზე”, _ განაცხადა ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა.

რიჩარდ გირს იტალიის პრემიერმინისტრის მოადგილე, შს მინისტრი მატეო სალვინი გამოეხმაურა.

“მადლობელი ვართ, რომ ეს გულუხვი მილიონერი მიგრანტთა ბედზე ღელავს, მაგრამ, თუ ასე წუხს მიგრანტებზე, შეუძლია, საკუთარი თვითმფრინავით ჰოლივუდში წაიყვანოს და თავის ვილებზე დაასახლოს”, _ განაცხადა სალვინიმ.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here