მთავარი საზოგადოება თუ ასე გაგრძელდება, ქართველთა ნასოფლარებზე მალე ირანული და ინდური დასახლებები აღმოცენდება

თუ ასე გაგრძელდება, ქართველთა ნასოფლარებზე მალე ირანული და ინდური დასახლებები აღმოცენდება

ქვეყანაში შექმნილ კატასტროფულ დემოგრაფიულ ვითარებაზე კრინტს არ ძრავს ხელისუფლება

289
გააზიარეთ
სოფელი

გასული საუკუნის 80-იან წლებში, კომუნისტების ზეობის ხანაში, იყო ასეთი ლოზუნგი: “მთას დავუბრუნოთ მთიელი”. იმ ეპოქაში, როცა თურმე ჩვენს გადაშენებას ცდილობდნენ, რათა საქართველო გამქრალიყო, კომუნისტები შეაშფოთა იმან, რომ მთა მოსახლეობისგან იცლებოდა და უკაცრიელდებოდა. მოგეხსენებათ, თუ საქართველოს ბარში მრავალი ეთნოსი ცხოვრობს, მთაში ასე არ არის _ მხოლოდ ქართველებითაა დასახლებული თუშფშავხევსურეთი, რაჭა, სვანეთი. რა გამოდის? პირსისხლიანი კომუნისტები ქართველებზე ზრუნავდნენ თურმე. კომუნიზმის დანგრევის შემდეგ კი ეს გეგმა საბოლოოდ ჩავარდა და სოფლები ნასოფლარებად იქცა.

სოფლებში, სადაც 200-250 კომლი ცხოვრობდა, ახლა, საუბედუროდ, 2-3 ოჯახია შემორჩენილი და ისიც მოხუცები. მათი გარდაცვალების შემდეგ კი, ის სოფლებიც ნასოფლარებად იქცევა, და ის ორიოდე ნათურაც, რომელიც იმედის სხივად კიაფობს, საბოლოოდ ჩაქრება.

სხვათა შორის, რაჭა-ლეჩხუმში, გაუკაცრიელებულ და გატყიურებულ სოფლებში მდგარი ძველებური ხის ოდები 3-4 ათასად იყიდება და, ძირითადად, აზიელები ყიდულობენ, აქაოდა, ამ მხარეში კარგი ხილი მოდის და ეკოლოგიურად სუფთააო. ის ადამიანები კი, რომლებსაც მამაპაპისეული ადგილისკენ, რამდენიმე წელია, არ გაუხედავთ, 3-4 ათასზე მარტივად თანხმდებიან და ამ ფასად დედაქალაქში… ან ქირას იხდიან, ან ახალ ტანსაცმელს ყიდულობენ, ან…

ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ რეგიონების მიხედვით, 2017 წლის პირველი ექვსი თვის დემოგრაფიული სტატისტიკა უნდა გაგაცნოთ. 2018 წლის სტატისტიკა ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა ვეჭვობთ, 2017 წელთან შედარებით, უარესი თუ არა, უკეთესი ნამდვილად არ იქნება.

2017 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს დედაქალაქში 25 543 ბავშვი დაიბადა. ეს არის ცოცხლად დაბადებული ბავშვების სტატისტიკა. იმავე წელს თბილისში 25 954 ადამიანი გარდაიცვალა, ანუ დედაქალაქში, სადაც ვითომ ყველა პირობა გვაქვს არსებობისთვის, მოკვდავობამ შობადობას 400-ზე მეტით გადააჭარბა. და კიდევ ვიმეორებთ: ეს _ დედაქალაქში, ანუ იქ, სადაც ყველა ცდილობს, ჩამოვიდეს, იცხოვროს, ბედს ეწიოს…

აღნიშნულ სტატისტიკაში არ არის აფხაზეთის მონაცემები, თუმცა არის შიდა ქართლის. რა თქმა უნდა, იმ ტერიტორიების გამოკლებით, რომლებზეც ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება. შიდა ქართლში 1588 ბავშვი დაიბადა, 1781 ადამიანი კი გარდაიცვალა, ანუ სხვაობა დაახლოებით 200 კაცია.

წერილის დასაწყისში მთა ვახსენეთ და, კატასტროფად შეიძლება შეფასდეს ის სიტუაცია, რომელიც რაჭალეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია. ერთი შეხედვით, ტერიტორიულად ამ დიდ რეგიონში, სადაც ოთხი მუნიციპალური ცენტრია განლაგებული (ცაგერი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი) და მთლიანობაში 251 სოფელს აერთიანებს, 2017 წლის პირველ ნახევარში 114 ბავშვი დაიბადა. ანუ, ორ სოფელსა და უფრო მეტში წლის განმავლობაში ერთი ბავშვი იბადება. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 345-ია, ზუსტად სამჯერ მეტი და ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს კატასტროფაა. ისე, იმ დროს, როცა დაიწყო განხორციელება პროგრამისა “მთას დავუბრუნოთ მთიელი”, რეგიონში, აღწერის მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობა 60 ათასს აჭარბებდა, მაგრამ კომუნისტებს ეს არ აკმაყოფილებდათ, _ აქაოდა, 1960-იან წლებში მოსახლეობა ასი ათასამდე იყოო. დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში 30 ათასი ადამიანი ცხოვრობს და პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს მონაცემი გაბერილია. იმ ადამიანების უდიდესი ნაწილი, რომელიც რეგისტრირებულია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ადგილზე არ ცხოვრობს _ ან თბილისშია ბედის საძებნელად, ან ევროპაში.

გურიის რეგიონში 577 ბავშვი დაიბადა, 929 ადამიანი კი გარდაიცვალა. ოფიციალურად გურიის რეგიონში 110 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 190 ადამიანზე ერთი დაბადებული ბავშვი მოდის, რაც, ძალიან ცოტა კი არა, კატასტროფაა. ათკაციანი ოჯახები რომ ვიგულისხმოთ, გამოვა, რომ ყოველ 19 ოჯახზე მხოლოდ ერთი ბავშვი მოდის. ათკაციანი ოჯახები კი საქართველოში უდიდესი იშვიათობა რომ არის, თავადაც მოგეხსენებათ.

სამეგრელოზემო სვანეთის მხარე ზუგდიდს, აბაშას, მარტვილს, ფოთს, სენაკს, წალენჯიხას, ხობს, ჯვარს, ჩხოროწყუსა და მესტიას აერთიანებს. ამ მუნიციპალურ ცენტრებში, საერთო ჯამში, 491 სოფელი შედის. ჰოდა, ამ 10 მუნიციპალურ ცენტრსა და 491 სოფელში 1889 ბავშვი დაიბადა, 2569 ადამიანი კი გარდაიცვალა. გურიისა არ იყოს, შეიძლება ითქვას, რომ ეს მონაცემიც კატასტროფულია. 175 ადამიანზე მხოლოდ ერთი დაბადებული ბავშვი მოდის, რაც, ძალიან ცოტა კი არა, ზღვაში წვეთიც არ არის.

ხშირად მოისმენთ, საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი მხარე კახეთია, აქ სოფლის მეურნეობა კარგად არის განვითარებული და მეღვინეობა ყვავისო. ჰოდა, ამ უმდიდრეს მხარეში, სტატისტიკის თანახმად, 1874 ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 2042-ს მიაღწია, ანუ ბალანსი აქაც უარყოფითია. შესაბამისად, უმდიდრესი თუ უღარიბესი მხარე რაიმეს აღმნიშვნელი არ არის _ ტენდენცია, პრაქტიკულად, ერთნაირია: მოსახლეობის კატასტროფული შემცირება.

ანალოგიური რამ ითქმის იმერეთზე, მხარეზე, რომელიც, პრაქტიკულად, 100 პროცენტით ქართველებით არის დასახლებული. იმერეთში, ოფიციალურად, 550 ათასი ადამიანი ცხოვრობს. უხეშად რომ დავიანგარიშოთ და ამ ციფრის 10 პროცენტი, ანუ 55 ათასი ოჯახი ავიღოთ, გამოვა, რომ 16 ოჯახზე ერთი ახალშობილი მოდის _ 2017 წლის პირველ ექვს თვეში იმერეთში 3 352 ბავშვი დაიბადა, 4 700 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მცხეთა, დუშეთი, ზაჰესი, ახალგორი, ჟინვალი, თიანეთი, სიონი, ფასანაური, სტეფანწმინდა _ მცხეთამთიანეთის მხარეში 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს და აქ 464 ბავშვი დაიბადა, ანუ 215 კაცზე ერთი ახალშობილი მოდის. გარდაცვლილთა რაოდენობას რაც შეეხება, ის 705-ია. 215 ადამიანზე ერთი ახალშობილი, გადაშენებისკენ გადადგმული ნაბიჯი კი არა, კატასტროფული პროცესის სრული სვლით მიმდინარეობის მანიშნებელია…

მოსახლეობის კლებაა სამცხე ჯავახეთშიც, სადაც იმავე პერიოდში 855 ბავშვი დაიბადა, 917 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მატებას რაც შეეხება, ამ მხრივ მხოლოდ ორ მხარეში დადებითი ბალანსია. აჭარაში 2714 ბავშვი დაიბადა და 2 144 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში დაახლოებით 350 ათასი ადამიანი ცხოვრობს, შობადობის ციფრი მაინც კატასტროფულია. ქვემო ქართლში 2681 ბავშვი დაიბადა და 2345 გარდაიცვალა. როგორც აღნიშნავენ, ქვემო ქართლში მოსახლეობის მატება დიდწილად მოდის აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებზე _ ბოლნისზე, დმანისზე, მარნეულსა და გარდაბანზე, თორემ ქვემო ქართლის მთავარ ქალაქ რუსთავში შობადობა-გარდაცვალებას შორის უარყოფითი ბალანსია. ისე არ გაიგოთ, თითქოს სხვა ერებს რამეს ვერჩოდეთ, ყველა საქართველოს მოქალაქეა და თანაბარი უფლებებიც გაგვაჩნია, მაგრამ აქ საუბარი ქართველი ერის გადარჩენაზეა.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სანამ ეს სტატისტიკა ჩვენამდე მოვიდოდა, სამთავრობო უწყებებსაც დაეგზავნათ და პარლამენტმაც მიიღო. ამის მიუხედავად, არათუ მონაცემები განიხილეს და კატასტროფული ვითარების გამოსწორების გზები დასახეს, ყურიც კი არავის შეუბერტყავს. მეტიც, მინიშნებითაც კი არავის უთქვამს, რომ ასეთი კატასტროფული სიტუაცია გვაქვს ყველა რეგიონში და ეს მხოლოდ შობადობა-მოკვდავობის სტატისტიკაა. სხვა თემაა საქართველოდან წასულებისა და დაბრუნებულების რაოდენობა, რომელიც მკვეთრად განსხვავებულია, ანუ წასულების რაოდენობა გაცილებით სჭარბობს დაბრუნებულების რაოდენობას. სამაგიეროდ, ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს და ისინი სწორედ იმ სახლებს იკავებენ, რომლებიც ქართველებისგან დაიცალა. ათეულობით სახლი შეიძინეს რაჭალეჩხუმში ირანელებმა, ინდოელებმა და ახლა ისინი ქართველებისშეხუჭუჭებასცდილობენ, რათა მიწები იყიდონდა მიწის ფაქტობრივი მფლობელები გახდნენ, მერე დაამუშაონ და სოფლად დარჩენილი გაღატაკებული მოსახლეობა მონებივით კაპიკებზე ამუშაონ.

ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, და საშველი არსაიდან ჩანს, იმიტომ, რომ ქვეყანაში შექმნილ კატასტროფულ დემოგრაფიულ ვითარებაზე ხმას არავინ იღებს სამთავრობო დონეზე; არავინ ამბობს, რომ რამე უნდა გაკეთდეს _ შემუშავდეს სახელმწიფო პროგრამა და წლის ბოლოს ბიუჯეტში მორჩენილი რამდენიმე მილიონი პრემიებზე კი არ უნდა გადანაწილდეს, არამედ იმ თანხით კონკრეტულ სოფელში გზა დაიგოს, გაკეთდეს განათება, გარემონტდეს სკოლა, რათა ადამიანებს, რომლებსაც ვამუნათებთ ხოლმე, მამაპაპისეული სახლკარი როგორ მიატოვეო, იქ დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს, თორემ ასე ქართულ ნასოფლარებზე მალე ირანულ და ინდურ სოფლებს მივიღებთ. ეს დრო დღითიდღე ახლოვდება.

ბესო ბარბაქაძე

P.S. “თვეში 500-600 ლარის ხელფასიანი სამსახური რომ მქონდეს სოფელში, თბილისში ერთ დღეს არ გავჩერდები, სოფელში, ჩემს სახლში ყოფნა არ მირჩევნია?” _ შემოგვჩივლა ორიოდე დღის წინათ თავისი და კიდევ ბევრი სხვისი გასაჭირი .. “ელიავასბაზრობაზე მდგარმა ხელოსანმა, რომელიც იმერეთიდან ჩამოვიდა ლუკმაპურის საშოვნელად. მთავრობა კი ურცხვად გვიყვებაარნახულ ეკონომიკურ აღმავლობაზე”.

გააზიარეთ

7 COMMENTS

  1. ასეა მაგრამ, რა გინდა გააკეთო, ხმას ამოიღებ და ამოგაყირავებენ, ჭკვიანს დაინახავენ ვინმედს და ეგრევე იშორებენ, გააკარებენ ეხლა ქვეყნის სათავესი მოკალათებული ეშმაკ-ქაჯ-მათხოჯნი ვინმე ზნეობრივს და ნორმალურს საერთოდ რაიმე ადგილს? არა, ეხლა მიდის შეტევა საქართველოს მოსახლეობაზე, აბა რა გგონიათ ბიძინა მასონური მისიით მოვიდა განა რაიმე სხვა მისია აქ.

  2. თქვენ გახსოვთ ახლო წარსული, მთას დავუბრუნოთ მთიელიო, მე კი შორეული მახსოვს, დაფა-ზურნით რომ ამცნეს ქვეყანას, ისინი ჩამოვიდნენ მთიდანო! სწორედ ამ კომუნისტების მამებმა დაცალეს მთა, მერე ვითომ რომ უკან დაბრუნება მოინდომეს მთის ხალხისა, მაგრამ ერთხელ შეჩვეულს ნუღა გადამაჩვევო, ქალაქურ ყოფას ნაზიარევი, იქ დაბრუნდებოდა? ახლა კიდევ იმ კომუნისტების შვილიშვილები სხედან კვლავ ზევით! შესაკრებთა გადანაცვლებით იცვლება ჯამი?!

  3. ისრაელში, ღაზას სექტორში, ძალიან კომფორტულ სახლებს უფასოდ გადასცემენ მრავალშვილიან ოჯახებს.უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონეზეა დაცული. ერთ ოჯახს შევხვდი და ვკითხე, არ გეშინიათ-მეთქი? მიპასუხეს, ეს მხარე რომ დავცალოთ, არაბები დაეპატრონებიანო.
    იქ, რომ ნახეს, არაბებს 8-10 შვილი ჰყავს, ამათაც თითომ 4-5 შვილი გააჩინა.სერიოზულად მრავლდებიან. მოკლე ხანში 2 მილიონი ნამატი მაქვს. ჩვენსა და მათ შორის განსხვავება იმაშია, რომ ებრაელი დაჰკანკალებს თავის სამშობლოს. ქართველთა უმეტესობა არად დაგიდევს სამშობლოს.

  4. შურიანო უსაქმურო ვირო მადი რასისტებო, ირანელი ან ინდუსი უკეთესი ქართველი გახდება, უკეთესად მოუვლის მიწას და საკუთარ ტრადიციებსაც შეიტანს და შურით დასკდით! რომ გინდათ ახალი აიფონები და კაი გულავი, შრომა ვისაც უყვარს ფულიც იმას ექნება მიწაც და საქართველოც სუპერ ქართველიც ის გახდება ვინც მიწას ამუშავებს! სულ ერთია წარმოშობით ვინ იქნება! ქართველები გახდებიან! იწუწუნეთ უსაქმურებო! უყურეთ ირანელებს და ინდოელებს და შურით გასკდით ისინი ნამდვილი ქართული მიწის მფლობელნი და დამამუშავებლები და ნამდვილი ზე ქართველები გახდებიან ! უსაქმურებო გვარი თუ ქართული გაქვთ ქართველები არ ხართ! იწუწუნეთ გეი პარადებზე თბილისში ! ფუუუფფფფ!

  5. თუ არ იცით, უნდა წაიკითხოთ მაინც, საიდან მოვიდა ლოზუნგი „მთას დავუბრუნოთ მთიელი“. ქართული მთა დაცალეს კომუნისტებმა – სავსებით შეგნებულად, გეგმაზომიერად და მეთოდურად. მერე, დიდი ხნის შემდეგ, როგორც იცოდნენ ხოლმე, რომ დაინახეს თავისი ქმედების მთელი სიავე, გადაწყვიტეს უკან შემოებრუნებინათ პროცესი. მაგრამ მთელი მათი დუხჭირი და უნიჭო მცდელობიდან არაფერი გამოვიდა, მთის დაცლა გაგრძელდა და ფაქტობრივად, დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მთა საუკუნეთა განმავლობაში იყო შეთხელებული და ამოწყვეტილი ბარის ქართველი მოსახლეობით შევსების წყარო და მთის დაცლით კომუნისტებმა სწორედ ქართველობის ისტორიულად დამკვიდრებული დემოგრაფიული შემავსებელი მოსპეს. აი, ეს გააკეთეს და ნუ გამოგყავთ ახლა სვავები მტრედებად.

  6. მთის დაცლა ფაბრიკა ქარხნების და ინდუსტრიის განვითარებამ გამოიწვია მუშა ხელი იყო საჭირო გარდა ამისა მეტრომშენი კობას აფერხებდა ის რომ თბილისს მილიონი მოსახლეობა არ ყავდა და წესით არ გვეკუთვნოდა მეტროს გაყვანა

  7. სსრკ-ში 1950-60-იან წლებში მეტროს აშენებდნენ მხოლოდ იმ ქალაქებში, სადაც მოსახლეობა 1 მლნ-ზე მეტი იყო. მჟავანაძემ მეტროს მშენებლობის გამო ჩამოასახლა უამრავი ხალხი თბილისში. მანამდე კი ე.წ. ინდუსტრიალიზაციის მიზეზით გამოდევნის რეგიონებიდან ხალხი. წესით საერთო ჯამში თბილისის მოსახლეობის ნახევარი მაინც უნდა რეგიონებში სახლობდეს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ბაბა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here