Home ახალი ამბები საქართველო თუშეთში მაშველებმა ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თუშეთში მაშველებმა ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

1207

თუშეთში ზვავის ჩამოწოლას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად მაშველებმა ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 


ზვავის ჩამოწოლის დროს ადგილზე ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ზვავმა მოიყოლა, ხოლო მეორემ გამოღწევა და სამაშველო სამსახურის გამოძახება მოახერხა.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გარდაცვლილის მშობლიურ სოფელში გადასვენება უზრუნველყვეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here