Home სხვადასხვა დაიჯესტი თურქეთმა საბერძნეთის მიწის ნაწილი მიიტაცა

თურქეთმა საბერძნეთის მიწის ნაწილი მიიტაცა

761
თურქეთმა საბერძნეთის მიწის ნაწილი მიიტაცა

თურქმა სამხედროებმა და პოლიციის სპეცრაზმმა სადავო საზღვარზე, რომელიც მდინარე ევროსზე (სხვაგვარად მარიცა) გადის, საბერძნეთის მიწის ნაწილი მიიტაცეს, _ იუწყება ბერძნული გამოცემა Army Voice.

გამოცემა წერს, რომ თურქეთის ძალებმა დაიკავეს მდინარის ნაპირზე მდებარე მიწის პატარა ნაკვეთი, რომელიც ბერძნულ ქალაქ ფერესთან ახლოს მდებარეობს. ამ მიწაზე თავდაპირველად გამოჩნდა დაახლოებით 10 კაცი, რომლებმაც კარავი გაშალეს. შემდეგ სამხედროების რაოდენობამ მოიმატა და ამჟამად საბერძნეთის ტერიტორიაზე 35 თურქი იმყოფება, რომლებმაც ნაკვეთზე ხეების გაჩეხვა დაიწყეს.

თურქეთი გამუდმებით იმეორებს, რომ აქვს დამამტკიცებელი დოკუმენტები, რომ ეს მიწა მას ეკუთვნის, მაგრამ ისინი არასოდეს წარმოუდგენია. სწორედ ამის გამო თურქეთი უარს ამბობს დისკუსიაზე და არად აგდებს შეთანხმებას, რომლის მიხედვით ქვეყნებმა სასაზღვრო პრობლემებზე უნდა იმსჯელონ.

“თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ყოფნა საბერძნეთის ტერიტორიაზე მიუთითებს ანკარგის განზრახვაზე, შექმნას სამხედრო პრობლემა”, _ წერს გამოცემა.

ამ ორი ქვეყნის საზღვარზე პერიოდულად ხდება ინციდენტები. მაგალითად, 2018 წელს აღნიშნულ რეგიონში დააპატიმრეს 2 თურქი ჯარისკაცი.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here