მთავარი მსოფლიო თურქეთი ირანის საზღვარზე კედელს აშენებს

თურქეთი ირანის საზღვარზე კედელს აშენებს

681
გააზიარეთ
ფოტო: Turkish Minute / Twitter

თურქეთი აპირებს ირანის საზღვართან 70 კილომეტრიანი კედელი ააშენოს, სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას Hurriyet Daily News ავრცელებს. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით სტამბოლში მე-13 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენაზე (IDEF) ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიქმაც გააკეთა.


„ირანის საზღვარზე კედლის მშენებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაში შედის. რეგიონში არალეგალური გზით გადაადგილების შესახებ ინფორმაციას ვფლობთ, ამიტომ ჩვენც ვალდებული ვართ შესაბამისი ზომები მივიღოთ. ჩვენს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ორი ქვეყნის ნდობას გაზრდის,“ – განაცხადა ფიქრი იშიქმა.

 

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here