Home სხვადასხვა დაიჯესტი თურქეთი გააფრთხილეს: “რუსეთის შანტაჟის მცდელობას ანკარისთვის ძალიან სამწუხარო შედეგები მოჰყვება!”

თურქეთი გააფრთხილეს: “რუსეთის შანტაჟის მცდელობას ანკარისთვის ძალიან სამწუხარო შედეგები მოჰყვება!”

6610
ალექსეი მუხინი

ამა წლის 28 თებერვლის ღამეს თურქეთის არმიამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა სირიის პროვინცია იდლიბში. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 36 სამხედრო. ეს მოხდა მაშინ, როცა სირიის სამხედროსაჰაერო ძალებმაბოევიკებისწინააღმდეგ ავიადარტყმა განახორციელეს.

“სირიის პროვინცია იდლიბში ვითარების გამწვავებამ წარმოაჩინა, რომ თურქეთი უცნაურ მეთოდებს იყენებს”, _ მიაჩნია პოლიტოლოგ ალექსეი მუხინს. ეს მან 28 თებერვალს განაცხადა სირიის სამთავრობო ძალების მოქმედების გამო თურქეთის დაჩივლების კომენტირებისას.

“ეს გარდაუვალი იყო იმიტომ, რომ თურქეთის მხარე ძალიან უცნაურ მეთოდებს იყენებს, _ თქვა მუხინმა. ის თავის სამხედრო ფორმას აცმევს “ბოევიკ”-ტერორისტებს. შემდეგ კი მათ ლიკვიდაციას თურქი ჯარისკაცების ლიკვიდაციად ასაღებს. ამ ვითარებაში მართლა გაურკვეველია _ თუ ისინი თურქი ჯარისკაცები არიან, მაშინ რა უნდათ “ბოევიკებს” შორის? ადამიანები, რომლებიც აფელირებულნი არიან ტერორისტებთან, ავტომატურად ხდებიან ტერორისტები. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ისინი სამხედრო სამსახურში იმყოფებიან თურქეთში”.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, თურქი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც 27 თებერვალს იდლიბში სირიის სამთავრობო არმიის თავდასხმისას დაიხოცნენ, ტერორისტთა რიგებში იმყოფებოდნენ.

მუხინმა, აგრეთვე, შეაფასა თურქეთის სიტყვები პრეზიდენტ მესუთ ჰაკისა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, კვლავ შეებრძოლოს რუსეთს. “რუსეთზე ზემოქმედების მცდელობას ანკარისთვის ძალიან სამწუხარო შედეგები მოჰყვება!” _ განაცხადა პოლიტოლოგმა.

“ერთი მხრივ, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ თურქეთი ცდილობს, რაღაც მორალურ ზემოქმედებას რუსეთზე. მე ამ მოსაზრებას ვემხრობი, მაგრამ მესუთ ჰაკის ნათქვამის სერიოზულად აღქმა არ ღირს. სერიოზულად რომ მივიღოთ, ამას თურქეთისთვის ძალიან სამწუხარო შედეგები მოჰყვება. თურქეთი იმედოვნებს, რომ ნატოს წევრობის ბილეთი უშველის, ის თამაშობს, მაგრამ უკვე შორს შეტოპა. ასეთ განცხადებაზე რუსეთის რეაქცია თავშეკავებული უნდა იყოს, ოღონდ მკაცრი, თუმცა თურქეთისთვის შედეგები ნებისმიერ შემთხვევაში სამწუხარო იქნება”.

“სირიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების სარდლობა სირიის ცაში უსაფრთხო ფრენის გარანტიას ვერ მისცემს თურქეთის ავიაციას”, _ განაცხადა სირიაში დაპირისპირებული მხარეების შერიგების რუსული ცენტრის ხელმძღვანელმა, კონტრადმირალმა ოლეგ ჟურავლიოვმა.

ცენტრის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სირიის მთავრობა იძულებული იყო, გამოეცხადებინა საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ პროვინცია იდლიბის თავზე.

“ამ პირობებში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების სარდლობა თურქეთის ავიაციას ვერ მისცემს უსაფრთხო ფრენის გარანტიას სირიის საჰაერო სივრცეში”, _ აღნიშნა კონტრადმირალმა.

თურქეთის პრეზიდენტთან არსებული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მრჩეველმა განაცხადა, რომ თურქეთი 16-ჯერ ეომა რუსეთს და მზად არის, კიდევ ერთხელ ეომოს. ამას გარდა, მრჩეველმა აღნიშნა, რომ რუსეთში 25 მლნ მუსლიმანი ცხოვრობს და “ისინი რუსეთს შიგნიდან გახლეჩენ”.

ისე, ბატონ ჰაკის კარგი იქნებოდა, ისიც გაეხსენებინა, როგორ და რით დასრულდა ის ომები და “რუსეთის შიგნიდან გახლეჩვის” მცდელობები მათთვის, ვინც ეს ომები წამოიწყო.

საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმის” მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here