Home ახალი ამბები მსოფლიო თურქეთის მედია: გამჟღავნებულია აშშ-ის საიდუმლო ბაზები სირიაში

თურქეთის მედია: გამჟღავნებულია აშშ-ის საიდუმლო ბაზები სირიაში

1253
რუკა

ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს ქურთისტანის მუშათა პარტია, ფარულად მოქმედებენ ამერიკის სპეცრაზმი და მედესანტეები. ანკარა მათ ტერორისტულ დაჯგუფებებს მიაკუთვნებს.

სოფელ სეფტში, რომელიც ქობანის მახლობლადაა, ამერიკელებმა განალაგეს ოპერაციების მართვის ცენტრი ასობით სამხედროს თავშესაფრით, ავტოპარკითა და ავიატრანსპორტით. ცენტრი გამოყენებულია “ისლამური სახელმწიფოს” მოთარეშეების საუბრების ფარული მოსმენისთვის, სირიაში საერთაშორისო კოალიციის მოქმედების კოორდინაციისა და ქურთების იმ რაზმების იარაღით მოსამარაგებლად, რომლებიც 320 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ტერიტორიას აკონტროლებენ.

სირიაში ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე განლაგებულია კიდევ შვიდი მსგავსი ცენტრი და პლიუს ორი სამხედრო ბაზა.

ივნისის განმავლობაში და 9 ივლისამდე ამერიკელებმა ქურთებს გადასცეს 434 სატვირთო ავტომანქანა, რომლებიც იარაღით იყო დატვირთული: 12 ათასი ავტომატით, 3500 მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით, 235 ნაღმსარტყორცნით, 6000 ყუმბარმტყორცნით, 100 სნაიპერის შაშხანით და სხვ.

ანკარა შეშფოთებულია აშშ-ის საიდუმლო მოქმედებით თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების ზონაში. იმის გამო, რომ ამერიკელები ნებას არ რთავენ სირიის ოპოზიციას, შეუტიოს ქურთებს, ანკარა ეჭვობს, რომ ვაშინგტონს სურს, განახორციელოს თავისი ინტერესები მოკავშირე თურქეთის ინტერესების იგნორირების ხარჯზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here