მთავარი პოლიტიკა თურქეთის ამბიციები ამიერკავკასიაში: ანკარა გავლენას აძლიერებს რეგიონში

თურქეთის ამბიციები ამიერკავკასიაში: ანკარა გავლენას აძლიერებს რეგიონში

949
გააზიარეთ
საქართველო 1918-1921 წლებში

2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილიაბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნისმშენებლობის დასრულება. ეს პროექტი შესაძლებლობას მისცემს თურქეთს, გაიმყაროს ბუნებრივი აირის რეგიონული ჰაბის როლი და განიმტკიცოს ურთიერთობა ამიერკავკასიის ქვეყნებთან. როგორ იყენებს თურქეთი ამიერკავკასიის კონფლიქტურ პოტენციალს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური პრეფერენციებისთვის?

ისტორიული ასპექტი

ამიერკავკასია ოდითგანვე იყო რუსეთის, თურქეთისა და ირანის ინტერესების შეჯახების ადგილი. თურქეთის მოქმედების ყველაზე ნათელი მაგალითია მის კონტროლს დაქვემდებარებული ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის მცდელობა 1918 წელს. ეს რესპუბლიკა შეიქმნა რუსეთის იმპერიას გამოყოფილი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე. იმხანად ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო აზერბაიჯანმა. ამ ქვეყანაში ანკარამ საკუთარ თავზე დაიკისრა არმიის შექმნა, საბრძოლო მოქმედებების ხელმძღვანელობა და ამით ხელი შეუწყო აზერბაიჯანს, დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. მაგრამ თურქეთს გეგმების განხორციელებაში ხელი შეუშალა პირველ მსოფლიო ომში დამარცხებამ, რასაც მოჰყვა მისი ოკუპაცია რამდენიმე ქვეყნისა დაანტანტელიმოკავშირეების (საბერძნეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, აშშ) მიერ, და ქემალისტური რევოლუციის (1919-1923 წწ.) მიმდინარეობისას სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების საკმაოდ ხანგრძლივმა პროცესმა.

ათწლეულების განმავლობაში თურქმა და აზერბაიჯანელმა ხალხებმა, რომლებიც, სხვათა შორის, ერთ ეთნიკურ და ენობრივ თურქულ ჯგუფს მიეკუთვნებიან, არა მხოლოდ შეინარჩუნეს, არამედ განამტკიცეს კიდეც ისტორიული და კულტურული კავშირები.

ჩინეთსა და ევროპას შორის ლოჯისტიკური ცენტრისკენ მიმავალ გზაზე

ბაქოსა და ანკარას შორის ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობაზე საუბრისას აღსანიშნავია ორი საკვანძო ეპიზოდი:

* 1989 წელი _ როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მიაღწია იმას, რომ ამიერკავკასიის სამი ქვეყნის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ტრანსკავკასიური მილსადენის მხარდამჭერ სამთავრობათშორისო ხელშეკრულებას;

* 2011 წელი _ როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას “ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის” შესახებ.

პროექტის რეალიზაციის ჩარჩოებში თურქეთის ხელმძღვანელობა ყოველწლიურად ავითარებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან, როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორსა და საიმედო სამხედრო მოკავშირესთან. ამასთანავე, ბაქოსთვის თურქეთი დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მომხრე და, უბრალოდ, სტრატეგიული პარტნიორია. 2000 წლიდან თითქმის 10-ჯერ მოიმატა საქონელბრუნვამ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის (225 მლნ-დან 2 მლრდ-მდე) და ამ საქონელბრუნვაში ლომის წილი აქვს ენერგორესურსებს.

ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქული ნაკადის გახსნაზე
ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქული ნაკადის გახსნაზე

ამას გარდა, 2018 წლიდან ანკარა სრულუფლებიანი წევრია ასოციაციისატრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი”, რომელშიც ასევე შედის ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. ამ ორგანიზაციის მიზანია სატრანსპორტო დერეფნის განვითარება ჩინეთიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ, ამ დერეფნის განვითარებაში მთავარი როლი ეკუთვნის თურქეთს.

სხვათა შორის, მიზეზი იმისა, რომ ამ მარშრუტმა გვერდი აუარა რუსეთს, არის სამოქალაქო ომი დონბასში. მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობის გაწყვეტის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა ჩინეთთან სასაქონლო ნაკადები, ამასთანავე, სანქციების შედეგად შემცირდა საგნებისა და პროდუქტების ნომენკლატურაც. ლოჯისტიკის ორიენტაციის შეცვლაზე შეიძლება, აგრეთვე, იმოქმედოს ბელარუსის ხელისუფლების სათავეში ნაციონალისტების მოსვლამაც, ეს, დიდი ალბათობით, შეიძლება მოხდეს მიმდინარე წლის აგვისტოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

“ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის” საქმე წინ მიიწევს _ ბუნებრივი აირის ტრანსადრიატიკის მილსადენის ბოლო უბნის ამუშავება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება _ დეკემბერში.

აღსანიშნავია, რომ ამ დერეფანზეა გადაბმული რუსეთისთურქული ნაკადისორივე შტო, რომლებმაც უნდა შეამციროს ტრანზიტი უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანსპორტო სისტემიდან სამხრეთაღმოსავლეთ ევროპაში. ამით მოსკოვი რამდენადმე დამოკიდებული იქნება ანკარაზე.

სამთა კავშირი

2007 წელს ბუნებრივი აირის მილსადენ “ბაქო-თბილის-ერზერუმის”, ხოლო 2017 წელს სარკინიგზო მაგისტრალ “ბაქო-თბილისი-ყარსის” გახსნით შეიქმნა სამთა კავშირი თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

2008 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირებისა და ბუნებრივი აირის მილსადენის დაზიანების შემდეგ, გაჩნდა ოფიციალური საბაბი, პარტნიორ ქვეყნებს შეემუშავებინათ ერთობლივი ღონისძიებები რეგიონული ეკონომიკური პროექტების დასაცავად. ასე გაჩნდა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ძალოვანი სტრუქტურების ერთობლივი სწავლება Eternity (“მარადისობა”), რომელიც კომპიუტერული სამეთაურო-საშტაბო წვრთნებიდან თანდათან გადადის ერთობლივ სამეთაურო-საშტაბო სწავლებებში. სამხედრო კონტინგენტების ჩართვით, მთავარი თემატიკა არის სამივე მოკავშირისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვა.

2014 წლიდან წელიწადში ორჯერ რეგულარულად ტარდება თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა; ცდილობენ, შექმნან ერთობლივი სამხედრო ფორმირება _ მრავალეროვანი ბრიგადა.

 

2019 წელს Eternity-2019-თან ერთად ჩატარდა თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედროსაჰაერო ძალების სწავლებათურაზ კართალი-2019”. ამ სწავლების განსაკუთრებულობა იყო ის, რომ თურქებმა აზერბაიჯანში გადაისროლეს ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები F-16-ები, მოიერიშე ვერტმფრენები AH-1, “სუპერკობრებიდა საბაზო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავი CN-235. სწავლების მიზანი იყო კასპიის ზღვაში აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის საბადოს დაცვის ორგანიზება. ანკარისთვის თავისი გავლენის გასაფართოებლად აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სწავლებათურაზ კართალი-2019”-ის შემდეგი ეტაპია ბაზების განლაგება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აგრეთვე, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდების გაფართოება. პირველი ნაბიჯი იყო ნახიჩევანშიკომანდოსინსტრუქტორების ჩაყვანა განსაკუთრებული საზოგადოებრივი არმიის მოსამზადებლად. 2016 წლის 20 ივლისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას თურქეთის შეიარაღებული ძალების სარგებლობაში ბაქოში მდებარე სამხედრო ქალაქგიზილ შიარგისშენობების ნაწილისა და ავიაბაზანასოსნის” (ბაქოდან 45 კმის დაშორებით) ტერმინალის გადაცემის შესახებ. ამ განკარგულების საბაბი იყო თურქეთის სამხედროსაჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავების გამოყენება იმ აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების გადასაყვანად, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობდნენ კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში.

აღსანიშნავია, აგრეთვე, აზერბაიჯანისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების აშკარა ანტიამერიკული მიმართულების მქონე ერთობლივი საბრძოლო მზადება, რომელშიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს სომხეთის დედაქალაქ ერევანთან ახლოს მდებარე აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა.

სიტყვამ მოიტანა და, 2016 წლის აპრილში მთიან ყარაბაღში ატეხილი საბრძოლო მოქმედებებისას თურქეთმა “ყოველი შემთხვევისთვის” ნახიჩევანში მალულად გადაიყვანა “კომუნდოსის” 2 ბატალიონი. ეს ადასტურებს თურქეთის სერიოზულ განზრახვას, თავის მოკავშირეს დაეხმაროს არა მხოლოდ სიტყვით. გამოდის, რომ, თუ ერევანი დახმარებას რუსეთისგან ელის, ბაქომ ასეთი დახმარება თურქეთში იპოვა. ანალოგიური რამ მცირე შესწორებით შეიძლება ითქვას საქართველოს მიმართაც, რომლის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში წერია, რომ კურსი აღებული უნდა იყოს აშშთან, თურქეთსა და უკრაინასთან ურთიერთობის განვითარებაზე.

თურქეთის ხელმძღვანელობა თავის სასარგებლოდ იყენებს რეგიონის კონფლიქტურ პოტენციალს, მის კონვერტაციას ეკონომიკურად სარფიან ლოჯისტიკურ და ენერგეტიკულ პროექტებში. ამით თურქეთი გავლენას აძლიერებს ამიერკავკასიაში. ამას გარდა, “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ით რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებაზე გაურკვეველი ვითარება, “თურქული ნაკადის” გაკონტროლებისა და “ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის” ამუშავებასთან ერთად, ანკარას მნიშვნელოვან ბერკეტს მისცემს ევროპასა და მოსკოვთან მოლაპარაკებებში სირიისა და ლიბიის საკითხებზე. და, თუ თურქეთი შეძლებს ჩინეთიდან ევროპაში გადასატანი საქონლის სატრანზიტო გზაზე საკვანძო ფიგურის სტატუსის მოპოვებას, ეს თურქეთს მისცემს შესაძლებლობას, წინ იაროს “ნეოოსმალეთის” კონცეფციის რეალიზაციის გზაზე.

Riafan.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S.კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის დირექტორმა შოთა აფხაიძემ ინტერნეტგამოცემა newsfront.infos-თან ინტერვიუში ილაპარაკა, რატომ ცდილობენ ნატოში საქართველოს ინტეგრაციას და რატომ გაუჩნდა რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის ტერიტორიების გაფართოების შანსი.

“აღვნიშნავ, რომ ნატოს გაფართოება და კავკასიაში მისი დამკვიდრება აშშ-ის ინტერესებშია. რატომ ცდილობს ამერიკა ნატოს შემადგენლობაში საქართველოს სასწრაფოდ შეყვანას? ეს დაკავშირებულია კონფლიქტთან აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას, აშშ-სა და ირანს შორის. ამასთანავე, კავკასია სატრანზიტო გზაა ცენტრალურ აზიამდე და ჩინეთამდე. ამას გარდა, აშშ მიიჩნევს, რომ ასე შეძლებს რუსეთის “დაბლოკვას” შავ ზღვაში. შავი ზღვის აკვატორიას ხომ ნატოს წევრი ქვეყნები გააკონტროლებენ: დასავლეთში _ რუმინეთი და ბულგარეთი, სამხრეთსა და აღმოსავლეთში _ თურქეთი და საქართველო… ბევრი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ნატოში ინტეგრაცია საქართველოს მისცემს სტაბილურობას, უსაფრთხოებას, წამოვა ინვესტიციები ევროპიდან და ამერიკიდან. ინვესტორები კი თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ, მაგრამ ვეჭვობ, ასე მოხდეს, პირიქით _ ეს საფრთხე უფროა, ვიდრე უსაფრთხოება, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ან ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგება საქართველოს გადააქცევს საბრძოლო მოქმედებების პლაცდარმად. რუსეთთან ან ირანთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში, ეს ტერიტორია ბრძოლის ველად გადაიქცევა, განადგურდება არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაზარალდება მოსახლეობა”.

საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა მეზობელი თურქეთი, რომელსაც შეუძლია, თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს ნატოს გაფართოება. ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში ანკარას შეუძლია, 900 ათასამდე ჯარისკაცი გამოიყვანოს. თურქეთი, ჯარისკაცების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში მეორეა აშშ-ის შემდეგ.

“მილიტარიზმის თვალსაზრისით, ეს ქვეყანა ერთ-ერთი მძლავრია მსოფლიოში და კავკასიაში თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებს არც მალავს. კერძოდ, არ მალავს ინტერესს საქართველოს მიმართ და საქართველოს ოსმალეთის იმპერიის ნაწილად განიხილავს. ნეოოსმალეთის, პანთურქიზმისა და ერდოღანის საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველო, უწინარესად, აჭარა, თურქეთის განუყოფელ ნაწილად განიხილება და თურქები ყველანაირად ცდილობენ მის მიერთებას ეკონომიკური ექსპანსიისა და პოლიტიკური რევერანსების გზით”, _ ამბობს შოთა აფხაიძე.

თუ საქართველო ნატოში შევა, ანკარა მიაღწევს იმას, რომ თავის სამხედრო ბაზებს განალაგებს საქართველოს ტერიტორიაზე. ამის ხელისშემშლელი არანაირი სამართლებრივი ასპექტი არ არსებობს. “ეს, რა თქმა უნდა, იქნება თურქეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ნატოს საფარქვეშ…

ერდოღანის ანტიდასავლური განცხადებების მიუხედავად, თურქეთი გარკვეულწილად მაინც დარჩება დასავლეთის პარტნიორად. მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია თავისი პოლიტიკის ვექტორის შეცვლა. შესაბამისად, დასავლეთსაც შეუძლია რაღაცები დაუთმოს ერდოღანს, მაგალითად, საქართველო, როგორც გავლენის სფერო, სამომავლო თანამშრომლობისა და კავკასიაში ამერიკის ინტერესების გატარების სანაცვლოდ. გამორიცხული არ არის, ამერიკა მოელაპარაკოს თურქეთს და, თუ საქართველო შევა ნატოში, ამერიკა ამ ტერიტორიას დაუთმობს, უწინარესად, თურქეთს”.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here