Home ახალი ამბები საქართველო თემურ წიკლაური შეუცვლელი მარად და მარად

თემურ წიკლაური შეუცვლელი მარად და მარად

638
თემურ წიკლაური

გაზეთსაქართველო და მსოფლიოსრედაქცია დიდი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ბრწყინვალე მომღერალი და მსახიობი, ქართული ესტრადის ვარსკვლავი, გულანთებული პატრიოტი და ჩვენი ქვეყნის მრავალათასიანი აუდიტორიის უსაყვარლესი პიროვნება თემურ წიკლაური და თანაუგრძნობს მისი ოჯახის წევრებს.

კიდევ ერთი ღირსეული მამულიშვილი გამოაკლდა ჩვენს რიგებს, ჩვენს ქვეყანას.

თემურ წიკლაურის სახით წავიდა მეგობრებზე, ახლობლებსა და სრულიად ქვეყანაზე შეყვარებული, მოფიქრალი, მოამაგე და გულანთებული კაცი; კაცი, რომელიც საზოგადოების ნებისმიერ წრეში პატივისცემასა და მოკრძალებას იმსახურებდა. ძნელია, ილაპარაკო ადამიანზე, რომელსაც ცხოვრებამ მძიმე განსაცდელებით აღსავსე გზა არგუნა წილად, მაგრამ ბუნებისგან ბოძებული უბადლო ნიჭის, მტკიცე ხასიათისა და ცხოვრებისეული გამოცდილების წყალობით დიდ საზოგადო მოღვაწედ ჩამოყალიბდა.

მასთან ურთიერთობა და გატარებული ყოველი წუთი უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებდა, შეუპოვარი ცხოვრების მაგალითს გვაძლევდა და მომავლის ურყევ სტიმულს გვინერგავდა.

მეგობართა იმ წრემ, რომელიც მისი ინიციატივით შეიქმნა და თვითონვე “მეგობრობის აკადემია” დაარქვა, თითქმის 25 წელი იარსება. დიდი პატივი იყო ასეულობით დღე და ათასეულობით საათი ერთად გატარებული დროისა, ბჭობა ტრადიციების, ღირსების, ღირებულებების დაცვაზე, ქვეყნის კეთილდღეობაზე… ყოველივე ეს ჩვენს მეხსიერებაში წმიდათაწმიდა მოგონებად დარჩება.

თემურის ამ ქვეყნიდან წასვლამ დიდი სიცარიელე და შეუხორცებელი იარა დაგვიტოვა. ქედს ვიხრით მის წინაშე. ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული.

პროფესორი ჰუბერტ ბლუმი, ვასილ ბოლაშვილი, ტარიელ ღარიბაშვილი, თამაზ თამაზაშვილი, პაატა ბოლაშვილი, ბიძინა სონღულაშვილი, ნუგზარ მაღულარია, გელა მჭედლიშვილი, მერაბ აბულაშვილი ოჯახებით იუწყებიან თემურ წიკლაურის გარდაცვალებას და სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here