Home სხვადასხვა დაიჯესტი თეთრმა სახლმა უმაღლეს სასამართლოს მიგრაციის შესახებ ბრძანებულების განბლოკვა სთხოვა

თეთრმა სახლმა უმაღლეს სასამართლოს მიგრაციის შესახებ ბრძანებულების განბლოკვა სთხოვა

747
თეთრი სახლი

მაისის ბოლოს აშშის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ტრამპის იმიგრაციული ბრძანებულების შეჩერების თაობაზე.

დოკუმენტი კრძალავს ამერიკაში 6 მუსლიმური სახელმწიფოს მოქალაქეთა შესვლას. ეს ქვეყნებია ირანი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი.

ტრამპის მიერ ადრე გამოცემული ბრძანებულებისგან განსხვავებით, სახელმწიფოთა ჩამონათვალიდან ამოღებულია ერაყი. წინა ბრძანებულება, რომელსაც ხელი იანვარში მოეწერა, სასამართლომ დროებით დაბლოკა და თეთრმა სახლმა გადაწყვიტა ახალის შემუშავება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here