Home რუბრიკები საზოგადოება “თეთრი ხმაური” და “ცისფერი ქაოსი” აქცია სიკვდილის ლეგალიზაციის მოთხოვნით

“თეთრი ხმაური” და “ცისფერი ქაოსი” აქცია სიკვდილის ლეგალიზაციის მოთხოვნით

ნარკომანია _ გზა ჯოჯოხეთისკენ!

2161
აქცია

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, რომელიც ნარკოტიკების ლეგალიზაციას გულისხმობს, რამდენიმე დღის წინათ რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა. “თეთრი ხმაურისმიერ ორგანიზებულ აქციაზე .. ცნობილი სახეები დანაციონალური მოძრაობისწევრებიც გამოჩდნენ.

ამ უპასუხისმგებლო, დამნაშავე პოლიტიკური ძალისა და ე.წ. ბომონდის: ლელა კილაძის, თიკო სადუნიშვილის, ერეკლე დეისაძისა და სხვათა (მათი გვარ-სახელების ჩამოთვლას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს) ბრძოლის ხაზი ახლა ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე გადის. სწორედ ამ დანაშაულებრივი პოლიტიკის დაკანონებით ცდილობენ, ქვეყანა საბოლოოდ გადაჩეხონ უფსკრულში. იმედია, საქართველოს პარლამენტი ამ უგუნურ გადაწყვეტილებას არ დააკანონებს და მომავალ თაობებს მაინც არ გაწირავს. უცვლელად გთავაზობთ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციის დასასრულს “თეთრი ხმაურის” აქტივისტის, ბექა წიქარიშვილის, მიერ წამოყენებულ მოთხოვნებსა და მუქარას მთავრობისა და კანონმდებლების მიმართ:

“1. მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტისგან, მიმდინარე წლის ბოლომდე დაჩქარებული რეჟიმში გადაწყდეს დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის დამტკიცების საკითხი. მოვითხოვთ, წლის ბოლომდე ინიცირებული კანონპროექტის პრინციპების დამტკიცებას და კენჭისყრაზე გატანას;

2.მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, დაიწყოს პოლიციის რეფორმა და რეპრესიაზე ორიენტირებული სისტემის ყველა რგოლი ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტიებული გახდეს. მოვითხოვთ მორატორიუმს ნარკოდანაშაულზე. ჩვენ, საზოგადოებას, რეალურ დანაშაულთან მებრძოლი და უსაფრთხოების დამცველი პოლიცია გვჭირდება და არა ადამიანების დევნა, ჩაგვრა, წამება და მკვლელობა. პოლიციის ჰუმანიზაციისა და სისტემური რეფორმირების პროცესში ერთ-ერთი აუცილებელი ცვლილება სწორედ ინიცირებული დეკრიმინალიზაციის კანონპროექტია;

3.მოვითხოვთ საქართველოს პრეზიდენტისგან, 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე სასწრაფო რეჟიმში ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების მასობრივი შეწყალება უზრუნველყოს. საპატიმრო დაწესებულებებში დღემდე თვალით უხილავ ოდენობებზე მსჯავრდებული პირები რჩებიან, ყოველი მესამე პატიმარი ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს. ჩვენ მათ გათავისუფლებამდე არ შევწყვეტთ ბრძოლას.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში “თეთრი ხმაურის მოძრაობა” გაემიჯნება პროცესს და ალტერნატიული ბრძოლის მეთოდებს მიმართავს. ახალი წლის საზეიმო განწყობა წინააღმდეგობის დღეებით შეიცვლება. მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გაიაზრონ დაპირებული ცვლილებები და წერტილი დაუსვან ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას მომხმარებლებისა და ადამიანების მიმართ. ჩვენი აზრით, ის პარლამენტარები, რომლებიც დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, ქვეყნის საპარლამენტო (და არამარტო) ისტორიაში შევლენ, როგორც პროგრესულ, ჰუმანური ღირებულებების მატარებელ, მოქალაქეების კეთილდღეობაზე პასუხისმგებელ ადამიანებად. პარლამენტის ის წევრები, რომლებიც კანონპროექტის წინააღმდეგ წავლენ, ფაშისტებად, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ქომაგებად, ხალხის მტრებად შეირაცხებიან. კენჭისყრის მონაცემები საჯაროა. პარლამენტარები, რომლებიც სესიაზე არ მივლენ და საკუთარ პოზიციას არ დააფიქსირებენ, იმ პარლამენტარებზე უარეს პირებად ჩაითვლებიან, რომლებიც ხმას წინააღმდეგ მისცემენ. მათაც იგივე ბედი ელით, რაც მოწინააღმდეგეებს. მხოლოდ ორი არჩევანია, მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის, ხალხთან ომი დასრულდეს. ჩვენ ვითვლით წამებს”. წიქარიშვილის განცხადებას აქციიაზე მყოფი ეგზალტირებული მასის ოვაციები მოჰყვა.

“თეთრი ხმაურის” აქტივისტის ამ თავხედური ტონისა და მოთხოვნების გაცნობისას ცნობილი ქართული ფილმის _ “თეთრი ბაიარაღების” ერთ-ერთი გმირის, ტიგრანას, სიტყვები გამახსენდა: აი, ახლა, ეს რომ ექიმს გაასინჯო, კაცო, ჯანმრთელიაო, _ იტყვის, თუმცა საკითხავია, იტყვის კი?! ნამდვილად არ უნდა იყოს მარტივი, ამ ყმაწვილზე კვალიფიციურმა მედიკოსმა თქვას, რომ ის ჯანმრთელი და ფსიქიკურად გაწონასწორებულია.

როგორც ხედავთ, “თეთრი ხმაური” რისხვის ქარცეცხლში გატარებას უპირებს დეპუტატებს, რომლებიც ზარ-ზეიმით არ მიიღებენ ნარკოლიბერალიზაციის შესახებ კანონში ცვლილებებს. თეთრი ხმაურიათუცისფერი ქაოსი”, ულტიმატუმის ენით ელაპარაკება მთავრობას და მოითხოვს პოლიციის სასწრაფო რეფორმასა და ჰუმანიზაციას. რაც მთავარია, ეს გაუგებარი ჰაბიტუსისა და ინტერესების მქონე ადამიანების ერთობა პრეზიდენტს მოუწოდებს, წლის ბოლომდე სასწრაფოდ უზრუნველყოს ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების მასობრივი შეწყალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი “ახალი წლის საზეიმო განწყობის წინააღმდეგობის დღეებით შეცვლას” აანონსებენ. რთული სათქმელია, რას გულისხმობენ მარიხუანით გაბრუებული ახალგაზრდები წინააღმდეგობის დღეებში; ვისი დაკვეთითა და დაფინანსებით მოქმედებენ ადამიანები, რომლებიც დაუფარავად ეწევიან ნარკოტიკების პროპაგანდას და თავიანთი არაადეკვატური ქმედებებით ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან.

აქციაზე, რომელიც “თეთრი ხმაურის” ორგანიზებით რამდენიმე დღის წინათ გაიმართა, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილის შვილი, გურამ რჩეულიშვილი, იყო. სწორედ ის გვევლინება ნარკოტიკების ლეგალიზაციის ერთ-ერთ აქტიურ დამცველად და ამ იდეისთვის მებრძოლად. რაც ავნეთ იმ ოჯახებს, რომელთა ფულითაც მუცელი ამოიყორეთ და გაუბედურებული თანამოქალაქეები ღია ცისქვეშ დატოვეთ, არ კმარა თქვენთვის?! ახლა ნარკოტიკების ლეგალიზაციისთვის იბრძვით, უდარდელად რომ განაგრძოთკაიფშიცხოვრება?! ეს ხომ ისედაც ასეა?! თქვენს საქციელში დარდი და განცდა არ იკითხება… თუ მარიხუანა არ ვნებს ადამიანს (როგორც ამას თქვენი თანამოაზრეები ამტკიცებენ) და მისი მოხმარება ადამიანის გონებაზე ნეგატიურად არ მოქმედებს, მაშ, რით შეიძლება აიხსნას გურამ (გუკა) რჩეულიშვილის როკვა აქციაზე? კაცს, რომელმაც მამა ცოტა ხნის წინ მიაბარა მიწას, რომელსაც დედა პატიმრობაში ჰყავს და ამდენი გაუბედურებული ადამინის ცოდვა ადევს კისერზე, ნარკოპოლიტიკის ლიბერეალიზაციისთვის გამართულ აქციაზე ტინგიცის განწყობა უნდა ჰქონდეს?! ნამდვილად არ აქვთ რჩეულიშვილებს გასართობად საქმე, სულ მცირე, მანამ, სანამ მათ მიერ ქუჩაში უსინდისოდ დატოვებული თანამოქალაქეები უმძიმეს სოციალურ პირობებს ებრძვიან. ასე რომ, ვიდრე იმ დეპუტატებს შერაცხავთ ფაშისტებად, რომლებიც მხარს არ დაუჭერენ პარლამენტში ინიცირებულ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს, იქნებ ჯერ საკუთარ ოჯახი შერაცხოთ ფაშისტად, ოჯახი, რომელმაც ასობით ოჯახი დატოვა უსახლკაროდ და ამ ადამიანებს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. თვითონაც კარგად იცით, რამდენი ადამიანი შეეწირა ამაზე ნერვიულობას. ახლა კი მავნებლური პოლიტიკით უთხრით ძირს სამშობლოს, მავნებლური პოლიტიკით, რომელიც კიდევ არაერთ ოჯახს გააუბედურებს…

აქციაზე, სადაც ადამიანების ერთი ჯგუფი ნარკოტიკების ლეგალიზაციას ითხოვდა, სასულიერო პირებიც გამოჩნდნენ და მდუმარე აქცია გამართეს. მათ თავიანთი სათქმელი ტრანსპარანტებით გამოხატეს და მედიასთან კომენტარების გაკეთება არ ისურვეს. ტრანსპარანტებზე კი ეწერა: “ნარკომანია _ გზა ჯოჯოხეთისკენ”, “ნარკომანია სიკვდილია”.

P.S. საზოგადოებას კარგად ახსოვს აქციების ციკლიეს შენ გეხება”, რომლის ერთერთი ორგანიზატორიც დღეს უკვე სახალხო დამცველად წოდებული ნინო ლომჯარია იყო. ის, რისთვისაც საქართველოს მტრებითეთრი ხმაურის”, “გირჩის”, “ნაციონალური მოძრაობის”, .. ცნობადი სახეების ხელით იბრძვიანეს ჩვენ გვეხება”, ჩვენს შვილებს, საქართველოს მომავალ თაობას ეხება, თაობას, რომლის გადარჩენაც დღეს იმ პარლამენტარების ხელშია, რომლებსაც ფაშისტებად გამოცხადებით ამუნათებენ გრანტებზე გაყიდული გაუგებარი ჰაბიტუსისა და მორალის ადამიანები. ეს თქვენ, თქვენს შვილებს, თქვენი დის, ძმის, მეგობრის შვილებს ეხება, ქალბატონო სახალხო დამცველო! ასე რომ, დაიცავით ჩვენი შვილების, მომავალი თაობის უფლება, არ მოახვიონ თავს ნარკომანია ფსევდოლიბერალებმა. დიახ, “ეს ჩვენ გვეხებადა ჩვენი ვალია, არ დავუშვათ ქვეყანაში ნარკოტიკების ლეგალიზაცია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here