მთავარი დაიჯესტი “თეთრი ჩაფხუტების” დამფუძნებელმა სიკვდილის წინ აღიარა, რომ თაღლითობდა და მაქინაციებში მონაწილეობდა

“თეთრი ჩაფხუტების” დამფუძნებელმა სიკვდილის წინ აღიარა, რომ თაღლითობდა და მაქინაციებში მონაწილეობდა

721
გააზიარეთ
“თეთრი ჩაფხუტების” დამფუძნებელმა სიკვდილის წინ აღიარა, რომ თაღლითობდა და მაქინაციებში მონაწილეობდა

სირიის ომის პერიოდში ორგანიზაციათეთრი ჩაფხუტებისწევრებს ლამის გმირებად წარმოაჩენდნენ, მაგრამ, როგორც გაირკვა, ფონდ Mayday Rescueში, რომელიცთეთრ ჩაფხუტებსაფინანსებდა, ფინანსური დოკუმენტების მხრივ ყველაფერი რიგზე არ ყოფილა.

ჰოლანდიური გამოცემა de Volkskrant-ი წერს, რომ “თეთრი ჩაფხუტების” დამფუძნებელმა ჯეიმს ლე მეზიურიემ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე აღიარა, რომ თაღლითობდა და საერთაშორისო სპონსორების მიერ ორგანიზაციის ანგარიშზე გადარიცხულ ფულს პირადი მიზნებისთვის იყენებდა.

ლე მეზიურიემ ამსტერდამში დააფუძნა საქველმოქმედო არაკომერციული ორგანიზაცია Mayday Rescue-ი, რომელიც “თეთრი ჩაფხუტების” ძირითადი სპონსორი იყო.

მეზიურიეს ფონდს 100 მლნზე მეტი ევრო გადაურიცხესსირიაში მაშველებისდასახმარებლად. ფინანსური მაქინაციებისა და თაღლითობის ფაქტები 2019 წლის ნოემბერში გამომზეურდა.

მეზიურიემ “თეთრი ჩაფხუტების” სპონსორ სახელმწიფოებს პოსტიდან გადადგომის შესახებ აცნობა. ეს მოხდა 7 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ლე მეზიურიე სტამბოლში შეხვდა თავის აუდიტორს ნიდერლანდებიდან. ის სტამბოლში ჩავიდა იმის გასარკვევად, სად გაქრა ნაღდი ფული, რომელიც ფონდის სალაროდან ერთი წლის წინათ წაიღეს.

ამასთანავე, გაირკვა, რომ Mayday Rescue არ იყო სუფთა არაკომერციული ორგანიზაცია, მას ჰქონდა კომერციული განყოფილებები თურქეთსა და დუბაიში. ორგანიზაციის ხელმძღვანელების ანაზღაურება კი თვეში 26 ათას ევროს შეადგენდა, პლუს ბონუსები.

“თეთრი ჩაფხუტების” დამფუძნებელმა სიკვდილის წინ აღიარა, რომ თაღლითობდა და მაქინაციებში მონაწილეობდა

მეზიურიემ აღიარა თაღლითობა, რაც მან გადადგომის შესახებ წერილში დაწერა. მეზიურიესთან აუდიტორებს კიდევ ბევრი კითხვა ჰქონდათ, მაგრამ მათი დასმა ვერ მოასწრეს.

2019 წლის 11 ნოემბერს ჯეიმს ლე მეზიურიე სტამბოლში, საკუთარი სახლის ეზოში მკვდარი იპოვეს. თურქეთის პოლიციამ განაცხადა, რომ მეზიურიემ თავი მოიკლა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “სირიის სამოქალაქო თავდაცვა”, ანუ “თეთრი ჩაფხუტები” ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი იყო და მას დასავლეთი გულუხვად ეხმარებოდა. “თეთრი ჩაფხუტების” დეკლარირებული მიზანი იყო მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა საომარი მოქმედებების ზონიდან, სინამდვილეში კი პროპაგანდისტული ფეიკების შექმნით იყო დაკავებული, მაგალითად, სირიის სამთავრობო ჯარების მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. სწორედ “თეთრი ჩაფხუტების” ფალსიფიკაციები აძლევდა საბაბს დასავლეთის ქვეყნებს, კერძოდ, აშშ-ს, დაებომბათ სირიის სამთავრობო ჯარების ობიექტები და პოზიციები.

Eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here