Home ახალი ამბები მსოფლიო თეთრი სახლის ყოფილი ექიმი: პრეზიდენტ ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობები ეროვნული უსაფრთხოების პრობლემაა

თეთრი სახლის ყოფილი ექიმი: პრეზიდენტ ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობები ეროვნული უსაფრთხოების პრობლემაა

206

კონგრესმენმა რესპუბლიკური პარტიიდან და თეთრი სახლის ყოფილმა ექიმმა რონი ჯექსონმა შეშფოთება გამოთქვა აშშის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გონებრივი მდგომარეობის გამო. მისი თქმით, ლაპარაკია ჯო ბაიდენისგარკვეულ გონებრივ პრობლემაზე”.

გაზეთ “ვაშინგტონ თაიმსისთვის” 7 აპრილს მიცემულ ინტერვიუში ჯექსონმა განაცხადა: “აშშ-ის სახელმწიფო მეთაურის გონებრივი მდგომარეობა ბოლო ხანს ისე გაუარესდა, რომ უკვე ლაპარაკია “ეროვნული უსაფრთხოების პრობლემაზე”.

“არ ვცდილობ დიაგნოზის დასმას, მაგრამ, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ მას პრობლემები აქვს”, _ თქვა კონგრესმენმა. ჯეკსონის აზრით, ბაიდენს უნდა ჩაუტარდეს გონებრივ შესაძლებლობებზე ტესტი, რომელიც მას ბოლო სამედიცინო შემოწმებისას არ გაუვლია, არადა, ახლა “რუსეთთან ომის რისკი მოითხოვს, რომ აშშ-ს ჰყავდეს საზრიანი პრეზიდენტი”.

უფრო ადრე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა აშშ გაცილებით მეტად დააზარალა, ვიდრე ბოლო ათწლეულების ყველა პრეზიდენტმა ერთად.

rg.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here