მთავარი დაიჯესტი თბილისის სირცხვილი

თბილისის სირცხვილი

568
გააზიარეთ
თბილისის სირცხვილი

თუ პირდაპირ გამოვხატავ აზრს იმის შესახებ, რაც მოხდა თბილისში, ეს, უწინარესად, არის ველურობა, მეორე მხრივ _ უბრალოდ, სირცხვილი, თავის მოჭრა.

აქ “ველურობაში” ნაგულისხმევია ის, რასაც ეს სიტყვა თავდაპირველად გულისხმობდა _ ცივილიზებულობის საწინააღმდეგო.

ცივილიზებულობა _ ეს, უწინარესად, რეალობის აღქმის უნარია, მეორე მხრივ, ეს არის უნარი, შეასრულო ქცევის დადგენილი წესები და მიღწეული შეთანხმების პირობები; მესამე _ ეს არის ემოციური და რაციონალური სფეროების ერთმანეთისგან გარჩევის უნარი.

ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთი მეზობელი თავისი მითოსის ინტერესებიდან გამომდინარე საგარეო დონეზე რეალობის ორმაგი სურათის დახატვას ცდილობს _ რუსეთთან ავითარებს სავაჭრო ურთიერთობებსა და ტურიზმს; მოითხოვს, არ გამკაცრდეს საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი და ა.შ., პარალელურად ჩადის დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში და მოითხოვს რუსეთის მიმართ სანქციებით ზემოქმედების გაძლიერებას. შიგნით კი, თავისი ქვეყნის სივრცეში, ქრონიკულად ავრცელებენ თეზისებს რუსეთზე, როგორც მტერზე, აგრესორზე, ოკუპანტზე, როგორც იმპერიაზე, რომელსაც სურს დაიმონოს.

ასეთი მიდგომა უფრო მეტად თვითონ ორმაგი სურათის შემქმნელებს ვნებს. ამიტომ რუსეთი, თანამედროვეობისთვის უნიკალური დელიკატურობით ეკიდება უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებს, გარკვეული დროის განმავლობაში იჩეჩავს მხრებს, როცა უყურებს ამ დაკანონებულ შიზოფრენიას, მაგრამ თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ შიზოფრენიის დაკანონება ნიშნავს მის წახალისებას და მისთვის ახალი ტრიუმფის მომზადებას. და, ადრე თუ გვიან, “საშინაო ბაზარზე აღზრდილი” და დაინტერესებული მხარეების მიერ აქტიურად ნაკვები შიზოფრენიული რეალობა კონფლიქტში შევა ნამდვილ რეალობასთან.

ასეა თუ ისე:

* პარლამენტთაშორისი დელეგაცია მიიწვიეს საქართველოს დედაქალაქში ოფიციალურ, თანაც ჰუმანიტარულ ღონისძიებაზე.

* თვით მიმწვევთა მიერ ველურობის ორგანიზებული წნეხის ქვეშ ეს დელეგაცია შეურაცხყოფილი და გაძევებული იქნა.

* დელეგაციის გაძევებას მოჰყვა არა ბოდიშები, არამედ განცხადებები საქართველოს სახელმწიფოს ფორმალური მეთაურისგან, რომ ყველაფერში დამნაშავეა რუსეთი _ “მტერი და ოკუპანტი”.

თუ მომხდარს ჩავთვლით გამოცდად სახელმწიფოებრიობაზე, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოცდა საქართველომ ვერ ჩააბარა. და ის ფაქტი, რომ ჩაფლავება, შესაძლოა, უკვე გამოცხადებულია ეროვნული სიამაყის გამარჯვებად, კიდევ უფრო ზრდის შინაგანი კატაკლიზმის მასშტაბს.

აქ უნდა აღინიშნოს ერთი რამ: ადამიანური ცხოვრების ერთ-ერთ უძველეს კანონად სტუმარმასპინძლობის კანონი ითვლება. ამ კანონის მიხედვით, მასპინძელი მიწვეულ სტუმარს იცავს ყველა შესაძლებლობის გამოყენებით და სწორედ მასპინძელს ეკისრება პასუხისმგებლობა სტუმრის ღირსების დაცვაზე. ხოლო შემთხვევები, როცა მასპინძელი უცებ იწყებს სტუმრის (რომელსაც სამარცხვინო არაფერი ჩაუდენია) შეურაცხყოფას, დამცირებას, აძევებს მას და ამბობს, რომ ასე იყო საჭირო, ისტორიის ანალებში შეტანილია, როგორც საშინელი სირცხვილი და თავის მოჭრა. ზოგიერთი შერცხვენილი ხალხები და სამეფოები უკვე აღარ არსებობს, სირცხვილი კი დარჩა.

ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი მეზობლის უუნარობა დაკისრებული მოვალეობების შესრულებასა და საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე მართლწესრიგის დაცვის მიმართ მათი პრობლემაა.

ვიქტორ მარახოვსკი

Ria.ru

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here