მთავარი საქართველო თამარ ჩიბურდანიძე: ძალიან ხისტი კანონია, ბავშვი მარტოობაში არ უნდა გაიზარდოს!

თამარ ჩიბურდანიძე: ძალიან ხისტი კანონია, ბავშვი მარტოობაში არ უნდა გაიზარდოს!

979
გააზიარეთ
დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელი: თამარ ჩუბინიძე
გერმანიაში 18 წლამდე პირთა ქორწინება აიკრძალება. ანგელა მერკელის მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, გერმანიაში იკრძალება ბავშვების ქორწინება ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ტელეარხი ,,Deutsche Welle” ავრცელებს. 2016 წლის მონაცემებით, გერმანიაში 1 500 არასრულწლოვანი იმყოფებოდა რეგისტრირებულ წარმოშობაში და ისინი, ძირითადად, არაგერმანული წარმოშობისანი არიან.

მთავრობის მიერ შემუშავებული კანონის მიხედვით, გაუქმდება ყველა სახის ქორწინება, სადაც დაქორწინებულთაგან  ერთ-ერთი მაინც იქნება 18 წელზე ნაკლები ასაკის.

“ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ რაიმე სახის ქორწინებას, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს არასრულწლოვნის ფიზიკური განვითარება,” – განაცხადა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ჰეიკო მაასმა.

კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმით დაისჯება ნებისმიერი რელიგიური, ან სხვა სახის ცერემონია, რაც არასრულწლოვნის ქორწინებას უკავშირდება, ხოლო დაქორწინებული არასრულწლოვნის სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ გადაყვანის უფლება ექნება სოციალურ მუშაკს. ამ შემთხვევაში კანონი იმ არასრულწლოვნებზეც გავრცელდება, რომლებიც გერმანიის საზღვრებს გარეთ დაქორწინდნენ. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, დაშვებულია ქორწინება 16 წელზე მეტი ასაკის არასრულწლოვნისთვის, თუ მეორე პირი 18 წლის მაინც არის,  მხოლოდ გამონაკლისის შემთვევაშია დაშვებული ქორწინება ორივე არასრულწლოვნის პირობებში.

ბოლო 10 ლის  მონაცემებით,  საქათველოში განქორწინებულთა რაოდენობა  5-ჯერ გაიზარდა.

ბოლო ათი წლის განმავლობაში განქორწინებულთა რაოდენობა თითქმის 5-ჯერ გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2005  წელს 1 928 განქორწინება დარეგისტრირდა, 2015 წლის მონაცემებით კი 9 112.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში განქორწინებათა რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია და ის ქორწინებათა რაოდენობის 50%-ს შეადგენს, მთელი ქვეყანის მასშტაბით კი 30%-ს.

,, საქართველო და მსოფლიო“ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელს თამარ ჩიბურდანიძეს დაუკავშირდა, რათა გაერკვია რას ფიქრობს საქართველოში არასრულწლოვანთა ქორინების კანონის გამკაცრებაზე და რომელ ასაკობრივ ზღვარშია განქორწინებულთა რაოდენობის  ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

თამარ ჩიბურდანიძე:  საქართველოში  კანონპროექტი, რომელიც 18 წლამდე ქორწინების აკრძალვას ითვალისწინებს 2016 წელს მივიღეთ თამარ კორძაის ავტორობით. კანონ-პროექტის მიხედვით, მხოლოდ ფეხმძიმობის შემთხვევაშია შესაძლებელი არასრულწლოვანთა დაქორწინება. მე აფსოლუტურად ვეთანხმები და მხარს ვუჭერ არსებულ კანონს, რადგან ადრეულ ასაკში ქორწინება ცუდად მთავრდება ხოლმე. ჩვენ გამოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ  განქორწინებულთა ყველაზე  დიდი წილი 18-დან 25- მდე ასაკის ადამიანებშია. აქედან 18-დან 21-მდე ასაკობრივ სეგმენტში, რასაც ნაადრევ ქორწინებას ვუწოდებთ. განქოწინელულთა და დაქორწინებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ  ამ ასაკში ფიქსირდება.

არსებული კანონი ახალი ამოქმედებულია და შედეგს ჯერ ვერ გამოიღებს. ადრე მშობლების თანხმობა იყო საჭირო არასრულწლოვანთა დასაქორწინებლად დღეს ეს კანონით აკრძალულია.

ჩვენ მივესალმეთ ამ კანონპროექტს.  ჩართულნიც ვიყავით მის შემუშვებაში და ახლაც ვაღიარებთ, რომ ნამდვილად კარგი იდეაა.

ანგელა მერკელის მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროქტის მიხედვით, გერმანიაში იკრძალება ბავშვების ქორწინება ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. საქართველოში  კი არსებობს გამონაკლისი, კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით  მხოლოდ ორსულობის შემთხვვევაშია შესაძლებებლი  არასრულწლოვანთა დაქორწინება. რას ფიქრობთ, არსებული გამონაკლისის გაუქმებაზე?

-პირდაპირ გეტყვით,  ძალიან ხისტი კანონია. ამასაც ვეთანხმებით უბრალოდ ვითვალისწინებთ, რომ  ბავშვი მარტოობაში არ უნდა გაიზარდოს  და დედა არ იქცეს მარტოხელა მშობლად. აქედან გამომდინარე, ჩვენც დავეთანხმეთ იმ მოსაზრებას, რომ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაქორწინდნენ წყვილები ოფიციალურად.

პირდაპირ გეტყვით, ერთ-ერთი მსხვილი დემოგრაფიული პრობლემა არის განქორწინებულთა რაოდენობის სერიოზული ზრდა ქვეყანაში.

 

ეკა ზარნაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here