მთავარი პოლიტიკა თამარ კიკნაძე: საქართველომ უნდა გადაიხადოს მშპ-ს 2% ნატოსთვის და ეს მაშინ, როდესაც...

თამარ კიკნაძე: საქართველომ უნდა გადაიხადოს მშპ-ს 2% ნატოსთვის და ეს მაშინ, როდესაც არაფრის გარანტიას არ გვაძლევენ სანაცვლოდ

2058
გააზიარეთ
თამარ კიკნაძე

24 მარტს საქართველოს ეწვია ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. “საქართველო და ნატო ერთობლივად გადაწყვეტენ, როდის უნდა გახდეს საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, და არც ერთ სხვა მხარეს არ აქვს ჩარევის უფლება”, _ განაცხადა სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც უპასუხა კითხვას: რა ფაქტორი აქვს რუსეთს ნატოში საქართველოს გაწევრების პროცესში? ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ნატოში ინტეგრაციისთვის საქართველომ უნდა განახორციელოს რეფორმები, მათ შორის, სასამართლო სისტემის და მოახდინოს თავდაცვის სფეროს მოდერნიზაცია. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები, რათა მოიპოვოს ალიანსის წევრობა. რისთვის ჩამოვიდა სინამდვილეში ნატოს გენერალური მდივანი საქართველოშიამ თემაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:

_ საქართველო პატარა ქვეყანა კი არის, მაგრამ, კარგად მოგეხსენებათ, გეოსტრატეგიული მდებარეობა აქვს ძალიან სახარბიელო. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საგარეო კურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას აქვს გაცხადებული, დასავლეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ მოსწონთ, რომ საქართველო პროდასავლური ქვეყანაა, ამიტომ სულ ცდილობენ, ამ პატარა ქვეყანამ კურსი არ შეიცვალოს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოვიდა და განგვიცხადა: საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე საკმაოდ დიდი წარმატებები აქვს, მაგრამ საჭიროა დემოკრატიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებაო. ის შეეხო სასამართლო ხელისუფლების საკითხსაც, აგრეთვე, ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი _ საქართველომ უნდა გადაიხადოს მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი თავდაცვის მიზნებისათვის და ეს მიზნები ნატომ უნდა განგვიხორციელოს, .. ფაქტიურად ნატოს უნდა ვუხადოთ ფული. და ეს მაშინ, როდესაც საქართველო არ არის ნატოს წევრი. გარდა ამისა, ჩვენზე არ გავრცელდება ნატოს წესდების მეხუთე მუხლი. მოგეხსენებათ, ეს მე-5 მუხლი ცნობილია, როგორცერთი _ ყელასათვის და ყველა _ ერთისათვისდა ეს პრინციპი სამხედრო ალიანსის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მუხლი ადგენს, რომ თავდასხმა ნატოს ერთ რომელიმე წევრზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას. მეხუთე მუხლში ასევე ხაზგასმულია, რომ კოლექტიური თავდაცვის ზომების, მათ შორის სამხედრო ძალების, გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ფული უნდა გადავუხადოთ ნატოს დახმარებისთვის, გვეუბნებიან იმასაც, რომ რუსეთის საქმე არ არის, რა კურსს აირჩევს საქართველო, მაგრამ არავინ გვეუბნება, წავა თუ არა ნატო რუსეთის წინააღმდეგ, თუ საფრთხე დაგვემუქრება. ნატო გვეუბნება, რომ კურსი არაფრის დიდებით არ უნდა შევცვალოთ, ოღონდ დაცვას არ გვპირდება. უსაფრთხოების გარანტიებზე და ტერიტორიული პრობლემების მოგვარებაზე პირდაპირ პასუხს სტოლტენბერგმა თავი აარიდა, ვერც ამ ვიზიტისას მოვისმინეთ რამე.

საქართველო ნატოსთვის დიდი კონტრიბუტორი ქვეყანაა. ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ჯარები მსახურობენ ცხელ წერტილებში და უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ქართველ ჯარისკაცებს გაცილებით ნაკლებ ხელფასს უხდიან, ვიდრე სხვა ქვეყნებისას, კერძოდ, ამერიკელ ჯარისკაცებს, თანაც ამ ხელფასის დიდ ნაწილს ისევ საქართველო იხდის.

_ ნატოს გენმდივანმა რატომ შეიწუხა თავი საქართველოში ჩამოსვლით და რატომ გაგვიმეორა ათასჯერ ნათქვამი სიტყვები _ რამე საფრთხე დაინახა საგარეო კურსის ცვლილების მიმართ?

_ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები მიმდინარეობს, ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება, დასავლეთს სჭირდება გარანტია, რომ საქართველო არ გადაუხვევს არჩეულ კურსს, ისინი ამაში დარწმუნებულნი უნდა იყვნენ. საგულისხმოა ისიც, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებია, მათ ესეც აქვთ სანერვიულო, რადგან არავინ იცის, რა არჩევანს გააკეთებენ უკრაინელები.

_ ოფიციალურ ინფორმაციაში ნატოსთვის მთლიანი შიდა პროდუქტის გადახდაზე არაფერი უთქვამთ

_ იენს სტოლტენბერგმა ამაზე ისაუბრა, მან გარკვევით თქვა, რომ ნატოს წევრობისთვის საქართველომ ქვეყნის მშპ-ის ორი პროცენტი უნდა გადაიხადოს, თუ ნატოს წევრობა უნდა. ეს თავდაცვისთვის თანხების გამოყოფაზე ფრაზით შენიღბა.

_ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება გადახდაზე თანახმაა? როგორც ცნობილია, ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას არ აქვს ამის გადახდის უნარი

_ დიახ, ბევრ ქვეყანას არ აქვს გადახდის უნარი, მაგალითად, ჩეხეთი 1,05%- იხდის, 1 პროცენტზე ნაკლებს იხდიან სლოვენია (0,98%-), ესპანეთი (0,92%-), ბელგია (0,9%-), ლუქსემბურგი (0,46%-).

გასული წლის 3 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს წევრ ქვეყნებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იგი უკმაყოფილებას გამოთქვამს მათი მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რომელიც თავდაცვის მიზნით გამოყოფილი თანხების გაზრდას ითვალისწინებს. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისთვის გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი წერს, რომ გერმანიის მიერ გამოყოფილი არასაკმარისი თანხა ძირს უთხრის ალიანსის უსაფრთხოებას და სხვა წევრ ქვეყნებსაც აძლევს საბაბს, არ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები.

ადრე ამერიკის შეერთებული შტატები დიდძალ ფულს ხარჯავდა ნატოზე და იმხანად ეს ორგანიზაცია უსაფრთხოების ქოლგა იყო დასავლეთის ქვეყნებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, რესურსები სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად მოეხმარათ. დასავლეთის ქვეყნები ნატოს ხარჯზე თავდაცვისთვის ბევრ ფულს არ ხარჯავდნენ. ახლა, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ვითარება შეიცვალა. ამერიკის პრეზიდენტი მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტის გადახდას ითხოვს, როგორც ეს წესდებაში უწერიათ; გარდა ამისა, ქვეყნებმა, რომლებშიც განლაგებულია ნატოს ბაზები, უნდა გადაიხადონ ბაზების შენახვის ღირებულებას პლუს მისი 50 პროცენტი, ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად დააწვება დასავლეთის ქვეყნებს. ამერიკის მიდგომა ნატოს წევრი ქვეყნებისადმი კომერციალიზებულია.

_ თუკი დასავლეთის განვითარებული და ძლიერი ქვეყნების ეკონომიკას მძიმედ დააწვება ნატოსთვის მშპ 2 პროცენტის გადახდა, ისედაც გაღატაკებულ საქართველოს რა ეშველება? ან გვიღირს კი ამ გადასახადის გადახდა?

_ ამხელა ფულის გადახდა იმის გამო, რომ მხოლოდ სურვილი გაქვს ნატოს წევრობის, თანაც მაშინ, როდესაც არანაირი გარანტია არ გაქვს უსაფრთხოების დაცვისა, არის თუ არა გონივრული, ამის განსაზღვრა მკითხველისთვის მიმინდვია.

_ სუვერენული ქვეყანა ხართო, _ გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენი ნების წინააღმდეგ ფულის გადახდას გვთხოვენთუ საქართველოს ხელისუფლება სიამოვნებით აპირებს ამ თანხის გადახდას?

_ ნატო გვეუბნება: გაცხადებული გაქვთ საგარეო კურსი, ჯიუტად მიდიხართ ნატოსკენ, რომლის კარიც ღიაა თქვენთვისო. გახსოვთ, ალბათ, ლოზუნგი _ “მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში!”. აი, ამისთვის ითხოვენ ისინი ფულის გადახდას, რომ ლამაზად გვპირდებიან ტყუილებს.

ნატოსკენ სწრაფვა ხშირად უკან გვხევს. ნატოს წევრობა 1990-იან წლებში რომ მოგვეპოვებინა, ანუ მაშინ, როდესაც რუსეთი დასუსტებული იყო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენი მეზობელი ქვეყანა ასეთი ძლიერია, ნატოსკენ სწაფვა დიდი საფრთხის შემცველია.

რუსეთი პირდაპირ გვეუბნება: ნატოსკენ სწრაფვა კარგია, ევროკავშირისკენ სწრაფვა კარგია, მაგრამ ჩვენ ვერასოდეს შევეგუებით ამ ორგანიზაციებში თქვენს შესვლასო. საქართველო კი არა, რუსეთის მეზობელი ფინეთი, რომელიც არის დემოკრატიული, განვითარებული, ძლიერი ქვეყანა (სხვათა შორის, ფინეთი ასეთი გახდა მას შემდეგ, რაც ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და საპასუხოდ რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური პრივილეგიები მიანიჭა. _ რედ.), თავს იკავებს ნატოში შესვლაზე. როდესაც ფინელებს ამას სთავაზობენ, ამბობენ, ნატო ჩვენთვის საფრთხის შემცველიაო.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

ცნობისთვის: რა ჯდება ნატოს შენახვა და ვინ იხდის ამის საფასურს?

ნატო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც წევრი სახელმწიფოები ამარაგებენ მისი ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსებით. არსებობს სამი ბიუჯეტი: ერთი _ სამოქალაქო და ორი _ სამხედრო. ყოველ წევრ ქვეყანას შეაქვს ბიუჯეტში გადასახადების გადანაწილების ფორმულით განსაზღვრული თანხა და ის განისაზღვრება თითოეული ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის გათვალისწინებით. ეს ბიუჯეტები წარმოადგენენ მთლიანობაში ნატოს ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტების ნახევარ პროცენტზე ნაკლებს (ინფორმაცია აღებულია ვებგვერდიდანსაქართველო და ნატო”).

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. მე რა უნდა ვთქვა ყველაფერი ითქვა; რა თქმა უნდა წინასწარმეტყველება გავიმეორო და რამეში შევცდე ცოდვაში ვარ მაგრამ : იმისკენ მიდის მსოფლიო რომ ერთმა უნდა მართოს სამყარო ; რა საჭიროა ნატო , რუსეთი ჯობდა მაგრამ მე მგონი ესეც გვიანია ; ჩვენთვის ვიყოთ ჯობია მაგრამ… ერთი უფლის იმედით ვიყოთ ხალხო ყველამ ვიაროთ კარდაკარ და უთხრათ ერთმანეთს ვილოცოთ რომ სული გადავირჩინოთ ამინ…!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here