მთავარი პოლიტიკა თავსაფრიანი მამაკაცი

თავსაფრიანი მამაკაცი

1753
გააზიარეთ
თავსაფრიანი მამაკაცი

ორი წლის წინათ, 2015 წლის 16 მაისს, ანუ ერთი დღით ადრე, სანამ ევროპა ლგბტთა დღეს იზეიმებდა, ჩვენთან კი ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავდნენ, შემდეგი ინფორმაცია გავრცელდა: “ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი, ქსავიე ბეტელი, მისივე სქესის წარმომადგენელზე, 38 წლის ბელგიელ არქიტეტქორ გოტიე დესტენეზე დაქორწინდა. წყვილი საქორწინო ცერემონიას ლუქსემბურგის რატუშაში გეგმავს. ბეტელი, წელიწადნახევარია, პრემიერმინისტრის პოსტს იკავებს, ის თავის სექსუალურ ორიენტაციას არასოდეს მალავდა. ქსავიე ბეტელის რჩეული სერგეი რახმანინოვის შთამომავალია. ლუქსემბურგში ერთნაირსქესიანთა ქორწინება 4 თვის წინათ დაკანონდა. ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი ევროკავშირის მეორე ლიდერი იქნება, რომელიც თავისივე სქესის წარმომადგენელზე დაქორწინდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავისივე სქესის წარმომადგენელზეა დაქორწინებული ისლანდიის პრემიერმინისტრიც…” 

ბეტელმა და დესტენემ მართლაც იქორწინეს და ნატოს სამიტზე რახმანინოვის შთამომავალმა მსოფლიო ლიდერთა მეორე ნახევრების, ანუ პირველი ქალბატონების გვერდით სურათიც გადაიღო, როგორც ლუქსემბურგის პირველმა ლედიმ. ამ ფოტოს გარდა, იმ სურათმაც მსოფლიო მოიარა, რომელშიც ლუქსემბურგის პრემიერი თავის მეორე ნახევარს ეხუტებოდა და, ჰოი, საოცრებავ, საქართველოში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ეს ამბავი მოიწონა, _ რა საყვარლები არიანო.

ვერ გეტყვით, რა არის კარგი და მოსაწონი იმაში, რომ ორი კაცი ერთმანეთს ეხუტება და ცოლ-ქმარი ჰქვია; ვერც იმას გეტყვით, რატომ არ აქვთ ლუქსემბურგში რეაქცია იმაზე, რომ ქვეყნის პირველი პირი და სახე არის გეი, მაგრამ ფაქტია, ჩვენც ამისკენ მივყავართ და გვაჩვევენ აზრს, რომ ერთმანეთს ჩახუტებული ორი კაცი (გნებავთ, ქალი), თუნდაც ერთერთი მათგანი ქვეყნის პირველი პირი იყოს, ჩვეულებრივი ამბავია. ამ ყველაფრის პროპაგანდას დაუფარავად ეწევიან ტელევიზიებიც და გაურკვეველი სექსუალური ორიენტაციის ხალხს, ყველა გადაცემაში თუ არა, ყოველ მეორე შოუში იწვევენ. ამისთვის კი აუცილებელი პირობაა, ბოდიში ტერმინისთვის და, სტუმარს ცოტა პედერასტული მანერები ჰქონდეს. ახლა მეტყვით, პედერასტი კი არა, გეი უნდა დაუძახოო, მაგრამ გეი არის ელტონ ჯონი, 16 სექტემბერს რომ ჩამოვა საქართველოში და იმღერებს, და რომელსაც მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. მეეჭვება, ლუქსემბურგის პრემიერს იმის მეათედი დამსახურება ჰქონდეს კაცობრიობის წინაშე, რაც ელტონ ჯონს აქვს.

ისე არ გამიგოთ, თითქოს კაცი თუ მღერის და განსხვავებული ორიენტაცია აქვს, მივესალმები. ასეთები საქართველოში იმდენია, ორივე ხელის თითები არ გვეყოფა ჩამოსათვლელად, მაგრამ ელტონ ჯონი სხვა განზომილებაა, სხვა სამყაროა და იქ მხოლოდ ერთეულები არიან…

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ევროპელებსა თუ ამერიკელებს დაანახვოს, რომ საქართველოს მოსახლეობას არანაირი ფობია არ აქვს და ლგბტ-პირებს არავინ ერჩის. გასული მოწვევის პარლამენტში აქტიურად განიხილებოდა ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინების დაკანონების საკითხი, უფრო მეტიც _ თქვეს, ამას კი არ ვაკანონებთ, უბრალოდ, არ ვკრძალავთო, ანუ ამ კანონის მიღებას აპირებდნენ პრინციპით _ რაც აკრძალული არ არის, ის დაშვებულია. როგორც შევიტყვეთ, ეს კანონი ახლაც ჩამოიღეს თაროდან, რათა ევროპას ერთგულება ისევ დაუმტკიცონ. ვერ ვხვდები, ერთგულებას უკანალით რატომ ვამტკიცებთ, თორემ მერწმუნეთ, განსხვავებული ორიენტაციის პირები არც ჩვენთან იკლებენ რამეს და არც ევროპაში.

ისევ ტელევიზიებს დავუბრუნდეთ. როცა ბავშვები შოუებს უყურებენ და ხედავენ, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები უფრო მარტივად აღწევენ წარმატებას, უფრო ხშირად არიან ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში, ვეღარ ხვდებიან, რატომ არ მოსწონთ მშობლებს ასეთები და ამ ყველაფერს წინსვლისკენ ხელის შეშლად აღიქვამენ. მათთვის მისაღები ხდება მათი ქცევაც, მოქმედებაც, მისწრაფებაც და… იმასაც ხედავენ, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყნის პრემიერი საჯაროდ ეხუტება კაცს და მას მსოფლიო ლიდერები (და მათ შორის ჩვენი ქვეყანაც) ტაშს უკრავს, აღიარებს, იწვევს, ხვდება, ხელს ართმევს… და ეს ყველაფერი კარგია, ეს ყველაფერი მისაღებია, თურმე იქ არის ჩვენი ადგილი ისტორიულად და, რაც აქამდე იყო, ცუდია, არ ვარგებულა და ვაი, რომ გვიან, მაგრამ მაინც მივხვდით _ კარგი ცხოვრებისკენ სავალი გზა თურმე უკანალზე გადის…

ნიკო ლორთქიფანიძის გენიალური მოთხრობა “თავსაფრიანი დედაკაცი” ყველას წაკითხული გექნებათ, ტრაგედია, რომელიც შემდეგი სიტყვებით მთავრდება: დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან. ახლა მორიგი ტრაგედიის წინაშე ვართ _ თავსაფრიანი მამაკაცების შემოტევის პერიოდი გვაქვს, ევროპის თუ ამერიკის ხათრით კი სახელმწიფო ამ სენს არ ებრძვის და ნელნელა მივდივართ სოდომგომორისკენ. არ არის აუცილებელი, ღვთიური ცეცხლი ზეციდან წამოვიდეს, უმოქმედობით ჩვენც მშვენივრად მოვაწყობთ მეორედ მოსვლას და, გადაგვარების გზაზე რომ ვართ შემდგარი, კარგად ჩანს.

ძალიან კარგია, რომ ეკლესია ამ ყველაფერს თავისებურად ებრძვის და 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა, მაგრამ, მაგალითად, რუსეთში, როცა ეკლესია სექტებსა თუ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს ვერ მოერია, ხელისუფლება ჩაერთო საქმეში და ისინი კანონგარეშედ გამოაცხადა. ვიღაცისთვის ეს შეიძლება რადიკალური ზომა იყოს, კონკრეტულად ქვეყნისთვის კი შველაა და ამას რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც აღიარებს.

ჰოდა, სანამ იმ დასკვნამდე არ მივალთ, რომ, რაც ევროპასა და ამერიკაშია, ყველაფერი კარგი არ არის, მანამდე არაფერი გვეშველება. ჰო, არ გვეშველება, რადგან ძალიან ძნელია, აუხსნა ბავშვს, რატომ არის პედერასტობა ცუდი, როცა ასეთი ორიენტაციის ადამიანებს ტელევიზორში ყოველდღე აჩვენებენ და ტაშს უკრავენ. ხაზს ვუსვამ _ პედერასტობა, თორემ ელტონ ჯონის კონცერტზე წასვლას მეც ვაპირებ.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. ბატონო ბესო!ყველაფერში გეთანხმებით-ერთში არა: პედერასტი პედერასტია! და მიუღებელია- გინდა ე.ჯონსი იყოს,გინდა ო.უაილდი,გინდა პ.ჩაიკოვსკი…ყველა პედერასტიული ავადმყოფობის გამავრცელებელია. რაც უფრო საჭირო და ცნობილი პირია,მით უფრო ძლიერია ამ ავადმოფობის გავრცელება….მოვიცდი, სანამ ცხვა მომღერალი გამოჩნდება,ან სხვა მწერალი,ან სახვა კომპოზიტორი…..თუ მიუღებელია,უნდა იყოს მიუღებელი და არა ნახევრად…..ავადმყოფობის ნახევრადმკურნალობა,ვადმყოფს ვერ მოარჩენს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here