Home სხვადასხვა დაიჯესტი “თავისუფალი სამყარო” მხარს უჭერდა აპარტეიდს

“თავისუფალი სამყარო” მხარს უჭერდა აპარტეიდს

761
“თავისუფალი სამყარო” მხარს უჭერდა აპარტეიდს

21 მარტი რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ არის მიჩნეული. წლეულს განსაკუთრებული მასშტაბითა და გაქანებით აპირებდნენ ამ თარიღის აღნიშვნას, რადგან 21 მარტს შესრულდებოდა სამწუხარო იუბილე _ 60 წელი ფრანგი მოსახლეობის დემონსტრაციის დახვრეტიდან სამხრეთაფრიკულ სოფელ შარპევილში. საკარანტინო ზომებმა აიძულა გაეროს ხელმძღვანელობა, გადაედო ყველა ღონისძიება, რომლებიც ამ თარიღთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, აკნინებს მის მნიშვნელობასა და აქტუალობას რასიზმსა და ქსენოფობიასთან ბრძოლის საქმეში.

თემა გააქტუალურდა აშშ-ში დაწყებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც. დემოკრატიული პარტიის კანდიდატთა შორის ფავორიტმა ჯო ბაიდენმა ეს საკითხი განსაკუთრებით წამოწია შავკანიანი მოსახლეობის ხმების მოსაპოვებლად. ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ისე ღრმად შეტოპა, რომ აუდიტორიას საკუთარი თავი აპარტეიდის წინააღმდეგ ამხედრებულ მებრძოლად წარუდგინა. დაპატიმრებულიც კი იყო თურმე ნელსონ მანდელასთან შეხვედრის მცდელობისთვის, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს ისტორია, სულ ცოტა, ფაქტების თავისუფალი ინტერპრეტაციის ნაყოფია. მიუხედავად ამისა, ბაიდენმა აფროამერიკელების ხმები მაინც მიიღო.

სამხრეთაფრიკული აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიისადმი ამგვარი მიკერძოებული მიდგომა დასავლეთელი პოლიტიკოსებისა და მედიის მხრიდან შემთხვევითი არ არის. მოუსმენ და ისეთი შთაბეჭდილლება შეგექმნება, თითქოს დასავლეთი ყოველთვის და თანამიმდევრულად იბრძოდა რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

გავიხსენოთ თუნდაც ბარაკ ობამას გულის ამაჩუყებელი სიტყვა მანდელას დაკრძალვის ცერემონიაზე 2013 წელს. ხანგრძლივი ლექციის მიმდინარეობისას აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტი ოსანას უმღერდა აპარტეიდთან მებრძოლს და ერთი სიტყვაც არ დასცდენია ამ ბრძოლაში მისი ქვეყნის (აშშ-ის) როლზე. მიზეზი მარტივია: ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იგი (აშშ) და მისი ევროპელი მოკავშირეები მანდელას თავგამოდებით ებრძოდნენ, აქტიურად უჭერდნენ მხარს სამხრეთ-აფრიკის კავშირს (ასე ერქვა 1961 წლამდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას). ობამამ ამ თემას ლექციების ციკლი მოაყოლა, მაგრამ არც ერთში არ უთქვამს ამერიკის სპეცსამსახურებისღვაწლზესამხრეთამერიკული წინააღმდეგობის ლიდერის დაპატიმრების საქმეში. მანდელასთვის ციხეში იზოლაცია 27 წელიწადს გაგრძელდა.

1960 წელს შარპევილის ხოცვა-ჟლეტაში პროტესტის ათეულობით მონაწილე დაიღუპა, მათ შორის – ქალები და ბავშვები. დღემდე დასავლეთის არც ერთ სახელმწიფოს არ უკისრია პასუხისმგებლობა იმ ტრაგედიაში მონაწილეობის გამო, არ უღიარებია სამხრეთაფრიკული აპარტეიდის მსხვერპლთა მიმართ ფაქტობრივი თანადგომა.

სამხრეთაფრიკული კავშირი მაშინ დიდი ბრიტანეთის ნაწილი იყო, ლონდონი უშუალოდ იყო პასუხისმგებელი თავისი ქვეშევრდომების საქმიანობაზე. შარპევილის ტრაგედიამდე ერთი თვით ადრე სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერი ჰაროლდ მაკმილანი და პარლამენტში წარმოთქვა სიტყვა. ამ სიტყვით, რომელიც ისტორიაში შევიდა, ინგლისელი ისტორიკოსები დღეს ცდილობენ თავის მართლებას: ვესტმინსტერის ხელმძღვანელმა არაორაზროვნად დაგმო აპარტეიდიო. არადა, რასისტული პოლიტიკის დასაგმობი ერთი სიტყვაც არ დასცდენია პრემიერს. პირიქით, მაკმილანმა დადებითად შეაფასა ურთიერთთანამშრომლობა და სამხრეთ აფრიკის კავშირითავისუფალ სამყაროსმიაკუთვნა, დაუპირისპირა იგი საბჭოთა კავშირსა და მის სატელიტებს, ხოლო ეკვატორული აფრიკის ქვეყნების მისწრაფება დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ საკმაოდ მარტივად ახსნა: აზიის ქვეყნების მაგალითმა დაგვარწმუნა, რომ არაღიარების შემთხვევაში ეს ქვეყნები სოციალისტური ბანაკისკენ შებრუნდებიანო.

ეს იყო “შავ კონტინენტზე” იძულებითი “ცვლილებების” არსი.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ საბჭოთა კავშირი განუწყვეტლივ და თანმიმდევრულად გმობდა რასიზმსა და აპარტეიდს, რომელიც 1960-იან წლებამდე აშშის მთელ რიგ სამხრეთ შტატში ოფიციალური პოლიტიკის სახით ხორციელდებოდა, ხოლო ნებისმიერ მოწოდებას რასობრივი თანასწორობისკენ მაშინდელ ამერიკაში მყისიერადკომუნისტური პროპაგანდისდამღა დაესმებოდა. ხელს არაფერი უშლიდა, რუსეთიველურდა არაცივილიზებულ ქვეყნად მოეხსენებინათ, აშშ კითავისუფალი სამყაროს ლიდერად”.

“თავისუფალი სამყარო” მხარს უჭერდა აპარტეიდს

სისხლისმღვრელმა ხოცვა-ჟლეტამ შარპევილში, უფრო ზუსტად კი, ამ მოვლენაზე საერთაშორისო რეაქციამ აიძულა დასავლეთის ქვეყნები, გადაეხედათ რასობრივი ურთიერთობის საკითხისთვის და სამხრეთაფრიკული რეჟიმის შეცვლაზე ეფიქრათ. სწორედ ამიტომ დაუჭირა მხარი აშშ-მა გაეროს 1960 წლის 1 აპრილის რეზოლუციას. გაერომ, ბოლოს და ბოლოს, დაგმო რასობრივი დისკრიმინაცია და სეგრეგაცია სამხრეთ აფრიკის კავშირში და მოითხოვა, ბოლო მოღებოდა აპარტეიდის პოლიტიკას.

ვაშინგტონმა ეს იძულებით გააკეთა, სწორედ იმისთვის, რომ არ გაერიყა აზიისა და აფრიკის ახალი სახელმწიფოები, რომლებიც მაშინ კოლონიური ბორკილებისგან გათავისუფლდნენ.

არ უნდა დაგვავიწყდეს (ბრიტანელი ისტორიკოსები კი ამ ფაქტს მორცხვად უვლიან გვერდს), რომ ამ რეზოლუციისთვის კენჭისყრისას მხოლოდ ორმა ქვეყანამ შეიკავა თავი _ საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. მაკმილანმა შემდეგ ბოდიში მოუხადა სამხრეთ აფრიკის პრემიერმინისტრ ჰენდრიკ ფერვურდს იმის გამო, რომ ლონდონმა ვეტო არ დაადო აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს ნაბიჯი კი ახსნა იმით, რომ მხოლოდ ასე შეიძლებოდა უფრო მძიმე შედეგების, ანუ შარპევილის ტრაგედიის გაეროს სპეციალურად მოწვეულ ასამბლეაზე დაგმობის და საერთაშორისო რეზონანსის თავიდან აცილება. თავის დღიურებში კი პატიოსნად დაწერა: “თანამეგობრობის ახალი წევრები (ინდოეთი და განა) არასოდეს გვაპატიებდნენ, თუ ჩვენ ვეტოს დავადებდით”.

ესეც “ცვლილებათა ქარია”.

ამ არასასიამოვნო ნიუანსებს რასობრივი თანასწორობის თემაზე წაკითხულ ლექციებში დასავლეთის ლიდერები, რა თქმა უნდა, “ივიწყებენ”. ასე რომ არ მოიქცნენ, თავისთავად გაჩნდება შეკითხვა: მაშ, ვისი ბრალია, რომ აპარტეიდსა და რასობრივ დისკრიმინაციას დღეს ოფიციალურ დონეზე გმობენ? პასუხის გაცემისას გაირკვევა, რომ სწორედ “თავისუფალი სამყარო” დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ამას. მოსკოვის აქტიური პოზიცია რომ არა, რომელიც ანტიკოლონიურ მოძრაობას მხარს უჭერდა, დასავლეთი კიდევ კარგა ხნის განმავლობაში თვალს დახუჭავდა აპარტეიდზე.

შეგახსენებთ, რომ ანტირასისტული ფილმიცირკისაბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ 1936 წელს გადაიღეს. იმ წელს, როცა აშშში დააფიქსირეს ლინჩის წესით აფროამერიკელების დასჯის რვა შემთხვევა.

სამუილ მარშაკის “მისტერ ტვისტერი” გამოქვეყნდა 1933 წელს (რომელიც ლენინგრადში მომხდარი რეალური მოვლენის საფუძველზეა დაწერილი), მაშინ, როცა ამერიკის 11 შტატში ლინჩის წესით დასჯის 28 ფაქტი დადასტურდა. მით უფრო საოცარია, რომ ამჟამად დასავლეთელი “სპეციალისტები რუსეთის საკითხებში” ცდილობენ, დაადანაშაულონ “მისტერ ტვისტერი” (ყოველ შემთხვევაში, ამ ნაწარმოების მიხედვით შექმნილი მულტფილმი) რასიზმში და ამტკიცებენ, რომ საბჭოთა კავშირში 1920-30-იან წლებში “არაპოლიტკორექტულად” ხატავდნენ აფრიკისა და ამერიკის შავკანიან მკვიდრთ.

ცნობისთვის: ლინჩის წესით დასჯის ფედერალურ დანაშაულად აღიარების შესახებ კანონპროექტი, რომელიც ჯერ კიდევ 1918 წლის გაზაფხულზე შეიტანეს, აშშის წარმომადგენელთა პალატამ მხოლოდ წლევანდელ თებერვალში მოიწონა.

მომზადდა Ria .ruზე გამოქვეყნებული ვლადიმერ კორნილოვის

მასალის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here