Home სხვადასხვა დაიჯესტი “თავდაცვითი” შეიარაღებით უკრაინის აღჭურვა მხოლოდ სიკვდილის მომტანია

“თავდაცვითი” შეიარაღებით უკრაინის აღჭურვა მხოლოდ სიკვდილის მომტანია

1252
სამხედრო

რუსეთამერიკის კრიზისის გამწვავების პარალელურად პენტაგონმა და აშშის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშავესთავდაცვის მომაკვდინებელი იარაღითუკრაინის მომარაგების ერთობლივი გეგმა, რომელიც სასურველი პერსპექტივაა, როგორც ამერიკელი, ასევე, რუსეთის გენერლებისთვის: საშუალება მიეცემათ ,ერთმანეთზე გამოსცადონ თავიანთი უახლესი შეიარაღების ეფექტიანობა. ამასთანავე, გაიზრდება მსხვერპლის რაოდენობა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში, მაგრამ ამას ვინ დაგიდევთ.

Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ აშშ უკრაინას შეაიარაღებს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა “ჯაველინებით”, და შესაძლებელია, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებითაც დაეხმაროს. იმის გამო, რომ საჰაერო ბრძოლა ამოსავლეთ უკრაინაში ამჟამად არ მიმდინარეობს, კომპლექსების გადაცემის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას. ხოლო რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეტევის განხორციელება ნაკლებად მოსალოდნელია.

უკრაინაში აშშ-ის ახალმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ “ამჟამად უკრაინაში გაცილებით მეტი რუსული ტანკია, ვიდრე დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში ერთად”.

სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ინფორმაცია მიიღო კიევში, სადაც ზუსტად არ იციან, რამდენი ტანკია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. ასახელებენ 1000 საბრძოლო მანქანას. რუსეთის ტელევიზიამ კი გაკვრით აჩვენა დაპირისპირებული მხარეების საბრძოლო ძლიერების ამსახველი ცხრილი, რომლის მიხედვით, აღმოსავლეთ უკრაინაში 700 ტანკია. შედარებისთვის: გერმანიისა და საფრანგეთის ტანკების საერთო რაოდენობა 949-ს არ აღემატება.

რუსეთმა უარყო სეპარატისტებისთვის ტანკების მიწოდების ბრალდება, განაცხადა, რომ ისინი ან ომის დროს ნაალაფარია, ან საბჭოთადროინდელ უზარმაზარ საწყობებშია ნაპოვნი.

“ტანკსაწინააღმდეგო” კომპლექსების გადმოცემა ძალიან გამოგვადგება, განაცხადა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრეი პარუბიიმ ივნისში გამართულ პრესკონფერენციაზე, დებალცევოსთან ბრძოლაში რამდენიმე ასეული რუსული ტანკი რომ დაგვეწვა, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების გზაზე.

“ჯაველინების” გამოყენება სეპარატისტების ტანკების წინააღმდეგ, ისევე, როგორც უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილის ფრონტზე რუსული ტანკების წინააღმდეგ, დიდი უროთი ბუზის მოკვლის მცდელობას დაემსგავსებოდა. რუსეთს ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტი ტანკი აქვს _ 20 000-ზე მეტი, მაგრამ ეს ისეთი მასალაა, რომლის დაწვა ადვილად შეიძლება: ძველი მოდელებია _ 1973 წლის T-72 და ათი წლის შემდეგ მწყობრში ჩამდგარი T-80. მათი უმეტესობა რაოდენობრივი უპირატესობის დემონსტრაციისთვის თუ გამოდგება. მოწინააღმდეგემ, რამდენიც უნდა დაწვას, ზოგიერთი ნებისმიერ შემთხვევაში მოახერხებს გარღვევას.

რუსეთი ცვალებადი წარმატებით იყენებდა მათ ლოკალურ კონფლიქტებში, 1990 წლიდან ჩეჩნეთის სამოქალაქო ომით დაწყებული, 2008 წელს საქართველოში შეჭრამდე, როცა პატარა ქვეყნის ძალები უცებ იქნა გადათელილი. ამჟამად სწორედ ამ დაძველებული ტექნოლოგიების იმედზეა უკრაინის არმია. ორივე ქვეყანამ განახორციელა T-72-ის მოდერნიზაცია, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ.

T-72-ისა და T-80-ის გაუვნებლობა წარმატებით შეიძლება საბჭოთა იარაღის მეშვეობით, რომელიც საკმარისად აქვს როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ასევე მოხალისეებს. “ჯაველინი”, რომლითაც აშშ-ის არმია 1990-იან წლებში აღიჭურვა, გამიზნულია რუსეთის საუკეთესო ტანკის _ T-90-ის გასანადგურებლად, რომელიც თანამედროვე დინამიკური საშუალება “რელიქტით” არის აღჭურვილი. “ჯაველინი” ასეთ სისტემებს დღეს არსებულ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებზე უკეთ აზიანებს. ასეა მიჩნეული, თორემ დღემდე “ჯაველინით” აფეთქებული თ-90 არავის უნახავს. შარშან სირიელმა ამბოხებულებმა ნაკლებად თანამედროვე რაკეტით _ BGM-71 TOW-2Aთი შეუტიეს T-90-ს, რომელიც აღჭურვილი იყო დინამიკური დაცვის სისტემით “კონტაქტ-5”-ით, მაგრამ საბრძოლო მანქანას პრაქტიკულად ვერაფერი დააკლეს. “ჯაველინი”, ალბათ, გაანადგურებდა, მაგრამ, საეჭვოა, შეძლებდა კი ამის გაკეთებას, თუ თ-90 აღჭურვილი იქნებოდა დაცვის უფრო თანამედროვე სისტემით.

რუსეთი ამტკიცებს, რომ უახლესი ტანკები _ T-14-ები _ გაუძლებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნებისმიერ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებას: მათი დაცვითი სისტემა “რელიქტისაზე” უკეთესია, მაგრამ T-14-ს _ “არმატას” _ ჯერ არ გაუვლია ყველა სახის გამოცდა.

რუსეთი მიმდინარე კონფლიქტებს თავისი ახალი შეიარაღების საცდელ პოლიგონად განიხილავს. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სირიის კონფლიქტში მონაწილეობა ბიუჯეტის გამოყენების თვალსაზრისით სწავლებისა და სამხედრო მომზადების არსებულ პრაქტიკულ ღონისძიებებთან შედარებით გაცილებით რაციონალური იყო.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ამერიკელი გენერლებიც დაინტერესებულნი არიან ამ ხასიათის გამოცდით, რადგან აშშ-ს თანამედროვე რუსული ტანკების საწინააღმდეგო იარაღის დამუშავება და დამზადება სჭირდება…

მომაკვდინებელი მოქმედების იარაღით უკრაინის მომარაგება, სამხედრო თვალსაზრისით, მიზანშეუწონელია, თუ, რასაკვირველია, შტატებს არ სურს დაკარგული სახალხო რესპუბლიკების დაბრუნების საქმეში უკრაინისთვის ხელის შეწყობა, მაგრამ ეს შეცდომა იქნება.

სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ნაბიჯის გადასადგმელად აშშ-ს ხელი უბიძგოს საშინაო პოლიტიკურმა მიზეზებმა, სიტუაციამ, რომელმაც აიძულა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, ჩასულიყო ესტონეთში, საქართველოსა და ჩერნოგორიაში, რათა ეს ქვეყნები ამერიკის მხარდაჭერაში დაერწმუნებინა, ხოლო პრეზიდენტ ტრამპს ხელი მოეწერა კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების კანონპროექტზე.

დასასრულ, უკრაინის შეიარაღება, დიდი ალბათობით, უფრო სისხლისმღვრელს გახდის ამ ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტს, რომელსაც უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ლეონიდ ბერშიდსკი,

Bloomberd, აშშ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here