Home ახალი ამბები მსოფლიო თავდავიწყებით რომ იცრუო და იქურდო, ამის შნო უნდა გქონდეს

თავდავიწყებით რომ იცრუო და იქურდო, ამის შნო უნდა გქონდეს

844
პეტრე პოროშენკი

ყოველ ჯერზე, როცა ჩაიხედავ უკრაინელირევოლუციონერებისინტელექტითა და სინდისით აუმღვრეველ თვალებში, ძალაუნებურად იგრძნობ საკუთარ არასრულფასოვნებას. ასე თავდავიწყებით სიცრუის თქმასა და ქურდობას მე ვერასდროს შევძლებ (არც არასოდეს ვისწრაფვი საამისოდ).

პოროშენკოს რეჟიმის ენერგეტიკისა და ქვანახშირის მინიტრმა პან ნასალიკმა 2016 წელს დეკლარაციაში ჩაწერა, რომ მისი ხელფასი წელიწადში 221 987 გრივნაა, ხოლო უძრავი ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი 525 000 გრივნას უდრის. ამას გარდა, ნაღდ ანგარიშზე აქვს 450 000 აშშ დოლარი, 140 000 ევრო და 1 400 000 გრივნა, ხოლო 450 000 დოლარი უდევს “უკრგაზბანკის” ანგარიშებზე. 2016 წელს ნასალიკმა შეიძინა 2015 წლის გამოშვების ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი”, ვაზ-210065 და “ტოიოტა ავენსისი” (2012 წლის გამოშვება). ამ ჩანაწერსაც წაიკითხავთ მის დეკლარაციაში.

დავითვალოთ, რადგან ადვილია საანგარიშოდ: ხელფასი _ 8 ათასი დოლარი თვეში და კიდევ 20 ათასი დოლარის სხვა შემოსავალი. ნაღდი ვალუტა იმაზე მეტი აქვს, რის გამომუშავებასაც შეძლებდა 20 წლის განმავლობაში, გრივნები იმაზე მეტია, ორი წლის განმავლობაში რომ მიეღო და დაუხარჯავად ჯიბეში ჩაედო, საბანკო ანგარიშებზე დადებული ფულისთვის კი კიდევ ოც წელიწადს ოფლი უნდა ეღვარა; პლიუს _ ავტომანქანების (ნასალიკმა იყიდა სამი, მისმა ცოლმა კი _ ორი) და ანტიკვარიატის შეძენა, კიდევ პლიუს _ ოთხი მიწის ნაკვეთი.

საიდან ეს ყველაფერი, ჩვენო პატიოსანო?! შენ იმდენი ფული გაქვს დაგროვებული, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ოფიციალურად ვერასდროს რომ ვერ იშოვნიდი.

გახსოვთ, თავის დროზე რატომ ჩასვეს ციხეში ალ კაპონე? _ იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო განემარტა, საიდან ჰქონდა ამდენი ფული _ ოფიციალური შემოსავლებისა და დეკლარირებული შემოსავლების შეუფარდებლობის გამო.

უკრაინაში კორუფციას რომ ებრძოდნენ, პან მასალიკი ციხეში უნდა იჯდეს და არა მინისტრის სავარძელში, მაგრამ ბრძოლა იქ მხოლოდ სალაყბო თემაა. მთავარი სულაც არ არის, რომ მის უწყებაში სრულიბარდაკია” _ “ანტრაციტის ეკონომიის მიზნითარ მუშაობს ტრიპოლისა და დნეპრისპირეთის თბოელექტროსადგურები, ხვალ გეგმავენ ზმიევის თბოელექტროსადგურის გაჩერებას.

ან სხვა მაგალითი: იაცენიუკის “სახალხო ფრონტმა” ბოიკოტი გამოუცხადა რუსეთის ბანკებს”, ხოლო ამ ფრონტის დეპუტატმა იგორ კოტვიცკიმ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ მისი შემოსავლები 115,6 მილიონი გრივნაა, 240 მილიონი გრივნა კი “ქეშად” უდევს. ამას გარდა, 868 ათასი დოლარი და 258 ათასი ევრო _ ნაღდ ფულად, 12 მილიონი გრივნის აქტივები კი ძვირფასი (საბანკო) ლითონების სახით აქვს. ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ “ალფაბანკში” (რუსეთი/უკრაინა) 17,6 მილიონი გრივნა აქვს შენახული, “სბერბანკში” _ 1,1 მილიონი ევრო, 5,3 მილიონი დოლარი და 559 ათასი გრივნა. დიახ, სწორედ იმ ბანკებში, რომელთა მიმართ მისი პარტია “ბოიკოტის რეჟიმშია”.

ბოიკოტი _ უპოვართა თვალის ასახვევად, თორემ მონათმფლობელთა კლასი ამ თამაშში არ მონაწილეობს.

ამ სიის გაგრძელება კიდევ და კიდევ შეიძლება, რადგან ამოუწურავია ტურჩიენოვის, იაცენიუკის, ავაკოვის, ბალოგის, ლუცენკოს, მატიოსისა და სხვა მათი მსგავსი მაქინატორების რაოდენობა.

შესცქერი ამ ღორის დინგებს და გებადება შეკითხვა: კიევის მაიდანმა ერთი პატიოსანი ადამიანი მაინც რატომ ვერ მიიყვანა ხელისუფლებაში?

ერთი სახელი მაინც დამისახელეთ!

ალექსანდრ როჯერსი,

სპეციალურად

News Frontისთვის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here