Home სხვადასხვა დაიჯესტი “ზომიერი კონსერვატიზმი ქცევის ყველაზე გონივრული ხაზია”

“ზომიერი კონსერვატიზმი ქცევის ყველაზე გონივრული ხაზია”

პუტინის გამოსვლა კლუბ “ვალდაის” სხდომაზე სახელწოდებით “გლობალური რყევები _ XXI: ადამიანი, ფასეულობები, სახელმწიფო”

115

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სადისკუსიო კლუბვალდაისპლენარულ სხდომაში, რომელიც 18-21 ოქტომბერს სოჭში გაიმართა. რუსეთის ლიდერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქვეყანაში, ისევე როგორც სრულიად მსოფლიოში, მიმდინარეობს ცვლილებები, რომლებიც სულ უფრო ღრმა და ფუნდამენტურია.

ბოლო ათწლეულებში ბევრი იხსენებს ჩინურ ანდაზას: “ღმერთმა ნუ ქნას, გარდაქმნების ეპოქაში ვიცხოვროთ”, _ თქვა პუტინმა. პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში ახალი ბალანსის საყრდენი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის, ყველა მიმართულებით სისტემური ცვლილებებისადმი ადაპტაციაა საჭირო, მაგრამ ასე არ მოხდა. პანდემიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რა მყიფეა მსოფლიო საზოგადოებრიობა და იმისთვის, რომ გავზარდოთ გადარჩენის შანსი, უნდა გავაანალიზოთ, როგორ არის მოწყობილი ჩვენი ცხოვრება.

ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოს ახალი მოწყობის შესახებ თავისი თეზისები შემოგვთავაზა:

დედამიწაზე ცივილიზაციური კრიზისის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კაპიტალიზმის არსებულმა მოდელმა თავი ამოწურა. მისი დახმარებით შეუძლებელია წინააღმდეგობებით დახლართული გორგალიდან გამოსვლა. მსოფლიოში სასურსათო კრიზისი გაღრმავდება. ეს პრობლემები ღრმა საზოგადოებრივი განხეთქილების საფრთხეს ქმნის.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფო აცხადებს მზადყოფნას საერთო პრობლემების მოსაგვარებლად ერთად მუშაობაზე, ეს საქმით ყოველთვის არ დასტურდება. პანდემიამ მხოლოდ გაამძაფრა ნეგატიური ტენდენციები. მან აღნიშნა საკითხის სირთულე, რადგან პოლიტიკოსები, უწინარესად, პასუხისმგებელნი არიან თავიანთი მოქალაქეების წინაშე, რის გამოც საერთაშორისო და ტრანსნაციონალური თემები მეორე პლანზე გადადის, რაც მთლიანობაში ნორმალური და მართებულია.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ამჟამად შექმნილი ვითარება “ცივი ომის” შედეგია, რომლიდანაც გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ და დიდი შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე შევქმნათ ახალი მსოფლიო წესრიგის პრეცედენტი.

გაეროს შესახებ

რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა თავისი გამოსვლის ნაწილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მიუძღვნა. მან გაეროს უწოდა ფასეულობა, რომლის შენარჩუნებაც საჭიროა და, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია ყოველთვის ვერ ასწრებს ცვლილებებთან ადაპტაციას, არ უნდა დავუშვათ შეცდომები მისი რეფორმირებისას.

წინააღმდეგობებზე, რომლებმაც გაამწვავა პანდემია

ყველა სახელმწიფო აცხადებს, რომ მზად არის, ყველასთან ერთად იმუშაოს საერთო პრობლემების მოგვარებაზე, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ სიტყვით. საქმით კი სრულიად საწინააღმდეგო რამ ხდება, პანდემიამ კი მხოლოდ გაამწვავა ნეგატიური ტენდენციები. მიდგომა “ჩემი პერანგი ჩემს სხეულთან უფრო ახლოსაა” საბოლოოდ იქცა ნორმად, ახლა ამის დამალვას არც ცდილობენ. ამ პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობა მეტია I მსოფლიო ომის მონაწილეთა სამხედრო დანაკარგებზე. ამასთანავე, მან მიუთითა, რომ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ საერთაშორისო დახმარება, შენარჩუნებულია სანქციები.

“და სად არის დასავლური პოლიტიკური აზროვნების ჰუმანური საწყისი? როგორც გაირკვა, არაფერი არ არის, მხოლოდ ლაყბობაა. აი რა ტივტივებს ზედაპირზე”, _ თქვა პუტინმა. მან მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, დაივიწყონ უადგილო ამბიციები და ერთობლივად იმუშაონ ამ პრობლემის მოგვარებაზე. მოგვიანებით, სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კითხვაზე პუტინმა განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს ასეთ ნაბიჯს, რადგან ნებისმიერი თავსმოხვეული გადაწყვეტილებისთვის შეიძლება გვერდის ავლა, ხოლო ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ აცრა უკეთესია, ვიდრე ავადმყოფობა.

ზომიერი კონსერვატიზმი ქცევის ყველაზე გონივრული ხაზია

ვლადიმერ პუტინის გამოსვლაში ცალკე თემა იყო ფასეულობები. რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა მათ თითოეული ეროვნების კულტურულ-ისტორიული განვითარების უნიკალური პროდუქტი უწოდა.

ფასეულობრივი დიქტატის მცდელობები კიდევ უფრო ართულებს ისედაც გაურკვეველ და არაორგანიზებულ პერსპექტივებს და საწინააღმდეგო რეაქციას და შედეგს იწვევს”, _ განაცხადა რფის პრეზიდენტმა და გაიხსენა მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლა, როცა მან თქვა: “ვოცნებობ იმაზე, რომ დადგეს დღე, როდესაც ჩემი ოთხი შვილი იცხოვრებს ქვეყანაში, სადაც მათზე იმსჯელებენ არა კანის ფერის, არამედ პირადი თვისებების მიხედვით”.

“აი ჭეშმარიტი ფასეულობა, მაგრამ ამჟამად ყველაფერი საპირისპიროდ ხდება”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მსოფლიოს ახალი მოწყობის პერიოდში, რომლის შედეგებიც ჯერ ცნობილი არ არის, ზომიერი კონსერვატიზმი ქცევის ყველაზე გონივრული ხაზია”.

ქალისა და მამაკაცის უფლებების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთში ქალისა და მამაკაცის უფლებებზე დისკუსია ფანტასმაგორიად გადაიქცა იქამდე მივიდა, რომ სურთ, გააუქმონ ცნებები _ “ქალი” და “მამაკაცი”. მან საშინელება უწოდა ვითარებას, როდესაც ბავშვებს შთააგონებენ, რომ ბიჭი იოლად შეიძლება იქცეს გოგოდ და პირიქით, ამით ბავშვებს, ფაქტობრივად, აიძულებენ, მიიღონ გადაწყვეტილება, რომელმაც, შესაძლოა, ცხოვრება დაუნგრიოს მათ.

.. სოციალური პროგრესის ადეპტები ვარაუდობენ, რომ კაცობრიობისთვის გამზადებული აქვთ რაღაც ახალი ცნობიერება, უწინდელზე უფრო მართებული, მათ მიერ შემოთავაზებული რეცეპტები ახალი არ არის, ჩვენ ეს რუსეთში უკვე გავიარეთ”, _ განაცხადა მან.

დადებითზე საბჭოთა კავშირში

ვლადიმერ პუტინმა, აგრეთვე, ილაპარაკა საბჭოთა პერიოდზეც. მან ყველას შეახსენა, რომ, მიუხედავად გათანაბრების პრინციპისა, ქვეყანაში იყო პრეფერენციები სოციალური მექანიზმების სახით. თვითონ, ისევე, როგორც ადამიანების დიდი უმრავლესობა, პრობლემებსაც აწყდებოდა და პოზიტივსაც, მაგალითად, მიიღო კარგი განათლება. რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სიტყვებმა “საბჭოთა ადამიანი” იდეოლოგიური შეფერილობა შეიძინა, მაგრამ ყველაფრის შავი საღებავით შეღებვა მიუღებელია და ამ თეზისში ცუდი არაფერია.

ბუნებრივი აირის კრიზისზე ევროპაში

“ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის პირველი მილი ბუნებრივი აირით აივსო. თუ ხვალ გერმანული რეგულატორი მიწოდების თანხმობას გასცემს, ზეგ დაიწყება მიწოდება, მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მეორე მილსადენის ავსების ტექნოლოგიური სამუშაოები. ჯამში, ეს 55 მლრდ კუბური მეტრია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპის ბაზარზე დეფიციტი, ჩვენი გათვლებით, 70 მლრდ კუბ მეტრია, 55 მლრდ კუბ მეტრი გვარიანი მოცულობაა, როცა აივსება მეორე მილი და რეგულატორიც დათანხმდება, მეორე დღესვე დავიწყებთ ბუნებრივი აირის მიწოდებას.

ნატოსა და უკრაინის ურთიერთობებზე

ერთხელ გააფართოვეს ნატო, მეორედ გააფართოვეს, რა არის სამხედრო-სტრატეგიული შედეგი? გვიახლოებენ ინფრასტრუქტურას. რუმინეთში, პოლონეთში დააყენეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები გამშვები მოწყობილობებით, რომლებითაც შეიძლება გამოიყენო “ტომაჰავკები”. ხვალ რაკეტები ხარკოვთან გაჩნდება. რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ ხომ არ მივძვრებით იქ ჩვენი რაკეტებით! ჩვენს ცხვირქვეშ მოცოცავენ. და, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა”.

რუსეთის გავლენის განმტკიცებაზე მსოფლიოში

“საკუთარ თავს პატივს უნდა სცემდე _ აი ეს არის მთავარი, საჭირო არ არის, საკუთარი ტყავიდან გამოძვრე, რათა ვიღაცას დაუმტკიცო, რომ კარგი ხარ. პატივისცემით მოეპყარი საკუთარ თავს, საკუთარ ისტორიას, კულტურას და ადამიანები შენთან მოვლენ”.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here