Home სხვადასხვა დაიჯესტი ზნეობის ნგრევა და კაციჭამიობა ტექნოლოგიით “ვირთხების მეფე”

ზნეობის ნგრევა და კაციჭამიობა ტექნოლოგიით “ვირთხების მეფე”

2609
ვირთხების მეფე

გლობალურმა ძალებმა სპეციალურად ყოფილი საბჭოთა კავშირის მართლმადიდებელი ხალხებისათვის შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც ცნობილია სახელწოდებით _ “ვირთხების მეფე”.

ამ ტექნოლოგიის მიზანია სოციალური კონსტრუქციის მთავარი კვანძების, უხილავი საფუძვლებისა და ბმულების დანგრევა, დაქუცმაცებულობის, გაუცხოების ატმოსფეროს შექმნა, როდესაც თითოეული ადამიანი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და არ არსებობს ცნებაჩემიანი”. ამის მისაღწევად აუცილებელია, წინ წამოიწიოს რაციონალური, ამწუთიერი ეგოისტურპრაგმატული მოტივები და დაინგრეს ზნეობა. დანგრეული ზნეობის საუკეთესო მარკერი, მაჩვენებელია საქციელი, როცა ადამიანი ღალატობს თავისიანს.

ამ ტექნოლოგიის არსი ნათლად ჩანს ვირთხების მაგალითზე. ეს ცხოველები, პირველ რიგში, ცნობილი არიან დაუჯერებელი სიცოცხლისუნარიანობით. ასეთი სიცოცხლისუნარიანობის საფუძველი მათ სოციალურ ერთიანობაშია. ვირთხები სოციალური ცხოველები არიან. ერთად მიდიან “საქმეზე”, ერთმანეთს ეხმარებიან, იცავენ, თუ აქვთ შესაძლებლობა, გამოჰყავთ დაჭრილები “ბრძოლის ველიდან”. ვირთხები თავს ერთიან, მთლიან ორგანიზმად აღიქვამენ და იქცევიან კიდეც, როგორც მთლიანი ორგანიზმი. ისინი სწრაფად ცვლიან ინფორმაციას, სწრაფად აფრთხილებენ ერთმანეთს საფრთხეზე, გადასცემენ თავდაცვის უნარ-ჩვევებს.

ვირთხების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი ხერხი დაფუძნებულია მათი თავდაცვის დარღვევა-განადგურებაზე. და, რადგან თავდაცვას საფუძვლად უდევს ზნეობრიობა, ეს ხერხი მიმართულია ზნეობის დანგრევისკენ. შეუძლებელია ერთბაშად ყველას ზნეობის დანგრევა. მისი განადგურება შეიძლება თითოეულისთვის ცალ-ცალკე, ისიც არა უცებ, არამედ თანდათანობით. ამისათვის ქმნიან პირობებს, როცა რაციონალური ლოგიკა იძენს გადამწყვეტ მნიშვნელობას ფიზიკური გადარჩენისთვის. მთავარია, აიძულო, გადადგას პირველი ნაბიჯი _ ჩაიდინოს ისეთი საქციელი, რომელსაც აქამდე ტაბუ ედო.

ეს კეთდება ასე.

* დიდ და ძლიერ ვირთხას დიდხანს აშიმშილებენ, შემდეგ მას გალიაში ჩაუგდებენ მკვდარ ვირთხას. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ის შეჭამს მკვდარ თანამოძმეს. რაციონალური ლოგიკა კარნახობს: ეს უკვე აღარ არის თანამოძმე, ეს მხოლოდ და მხოლოდ საკვებია. მისთვის უკვე სულერთია, მე კი გადარჩენა მინდა. ე.ი., უნდა შევჭამო.

* მეორე ჯერზე უზნეობის თამასას უფრო მაღლა სწევენ. ამჯერად კაციჭამიობისთვის განკუთვნილს გალიაში უგდებენ ცოცხალმკვდარ ცხოველს. ახალი “საკვები” თითქმის მკვდარია, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი, და ისევ რაციონალური ლოგიკა კარნახობს გადაწყვეტილებას: “ის მაინც მოკვდება, მე კი სიცოცხლე მინდა” და ვირთხა კვლავ ჭამს თანამოძმეს _ ამჯერად, პრაქტიკულად, ცოცხალს.

* მესამე ჯერზე უკვე გალიაში აგდებენ ცოცხალ და ჯანმრთელ “საკვებს”. ძლიერ ვირთხას კვლავ ჩაერთვება რაციონალური ლოგიკის ალგორითმი. საკვები არაფერი არა მაქვს, _ ეუბნება თავის თავს. რა აზრი ექნება, თუ ორივე დავიღუპებით? დაე, გადარჩეს ძლიერი. და ძლიერი გადარჩება.

ყურადღება მიაქციეთ _ ვირთხას გადაწყვეტილების მისაღებად ყოველ ჯერზე სულ უფრო ნაკლები დრო სჭირდება. ამასთანავე, უზნეობის დონე ყოველი ჭამის წინ სულ უფრო მაღლდება. ცოტა ხნის შემდეგ ვირთხა საერთოდ აღარ ფიქრობს. ის თანამოძმეებს განიხილავს, როგორც საკვებს. როგორც კი გალიაში ჩაუგდებდნენ ახალ ვირთხას, მაშინვე ეძგერებოდა და ჭამდა. იმ მომენტიდან, როცა საერთოდ აღარ ფიქრობდა, ეჭამა თუ არა, მისი ზნეობა დაინგრა. ამის შემდეგ ვირთხას აბრუნებდნენ თანამოძმეებთან, იმ გარემოცვაში, საიდანაც თავის დროზე წამოიყვანეს. ეს აღარ იყო ძველებური ვირთხა. ეს უკვე იყო არსება ზნეობის გარეშე. თავის მოქმედებებში ის ხელმძღვანელობდა მხოლოდ ეგოიზმის ლოგიკით. მაგრამ ამის შესახებ არ იცოდნენ გარშემო მყოფებმა. მათ მიიღეს ის და სრულიად მიენდვნენ.

ძალიან მალე არსებას, გარეგნულად ვირთხის მსგავსს, გაუელვებდა ხოლმე აზრი: რატომ უნდა ვეძებო სადღაც, როცა ირგვლივ უამრავია თბილი და ახალი საკვები? რაციონალური ლოგიკა განსაზღვრავდა მოქმედების ხასიათს. ვირთხის მჭამელი ირჩევდა მსხვერპლს და ჭამდა.

ძალიან მალე ის მიდიოდა დასკვნამდე, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია არა ჯიქურ თავდასხმა მსხვერპლზე, არამედ ამის გაკეთება თანამოძმეებისგან მალულად. შემდეგ ჯერზე ეს ვირთხა ამა თუ იმ საბაბით შეიტყუებდა ხოლმე თავის მსხვერპლს მოფარებულ ადგილას და იქ ჭამდა.

როდესაც ვირთხების კომუნა დარწმუნდებოდა, რომ მათ შორის არის ცხვრის ქურქში გახვეული მგელი, ვირთხები ტოვებდნენ ამ ადგილს. ეს ხდებოდა ასიდან ასივე შემთხვევაში. ცხოველებს თითქოს ეშინოდათ, არ მოწამლულიყვნენ ტრანსფორმირებული ვირთხის ფლუიდებით. ეშინოდათ, მას არ დამსგავსებოდნენ. ინსტინქტით გრძნობდნენ: თუ მათი ცნობიერება შეიწოვდა ახალ განწყობებს, შეიქმნებოდა საზოგადოება, რომელსაც არ ექნებოდა არავითარი შემაკავებელი ფაქტორი _ მოღალატეების, ეგოისტი მომხმარებლების საზოგადოება. უზნეობის ატმოსფერო დაანგრევდა სოციალური დაცვის მექანიზმებს და ყველა დაიღუპებოდა.

ჩნდება კითხვა: რატომ ტოვებდა ვირთხების საძმო თავის სამყოფელს, რატომ არ ანადგურებდა “მეფეს”? ამ საქციელში არის ღრმა აზრი. კოლექტიური გონი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ინსტიქტად, თვლიდა, რომ ლიკვიდაციაში მონაწილეობას მიიღებდნენ ყველაზე ძლიერი არსებები, საზოგადოების ელიტა. ვინ იცის, რა დაემართებოდა მათ, როცა უზნეო თანამოძმის ცოცხალ სხეულს კბილებით დაგლეჯდნენ? ხომ არ დასნეულდებოდნენ ისინიც მანკიერებებით? ვირთხებსაც კი არ სურთ, იცხოვრონ სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელიც აგებულია ერთმანეთის წინააღმდეგ მუდმივ ომზე, რომელიც ერთ მთლიანს გლეჯს მრავალ ნაწილად. ვირთხები ადამიანებზე ჭკვიანები არიან. როცა მართებულად შიშობენ რა, რომ ეგოიზმის რაციონალური ლოგიკით მოიწამლება ვირთხების ელიტა, ტოვებენ იქაურობას და მიდიან სხვა ადგილას. თუ ვიფანტაზიორებთ და წარმოვიდგენთ, რომ საზოგადოებამ არ მიატოვა უზნეო თანამოძმე და განაგრძო მასთან ერთად ცხოვრება, ადვილი დასაშვებია, რომ სხვა ძლიერი ვირთხები, ე. ი. ელიტა მიბაძავს ამ გადაგვარებულის უზნეო რაციონალურ ლოგიკას (ცუდი მაგალითი გადამდებია, ცნობილი ფენომენია). “ვირთხების ერთი მეფის” ნაცვლად გაჩნდებოდა “მუტანტების” კასტა, რომელსაც არ ექნებოდა პრინციპები და იოლად დაამარცხებდა ტრადიციულ ელიტას. შემდეგ მოძებნიდნენ ხერხს ახალი წესრიგისთვის მიენიჭებინათ სამართლიანობისა და კანონიერების სტატუსი. თუ კიდევ უფრო შორს წავალთ ფანტაზიებში, ლოგიკა მიგვიყვანს დემოკრატიული საზოგადოების შექმნასთან. ახალი საზოგადოების წევრები კი თვითონ აირჩევენ მათ, ვისთვისაც ისინი საკვები იქნებოდნენ.

ასეთი ტრანსფორმაციისგან ვირთხებს იცავს თავისუფლების არარსებობა, ადამიანური გაგებით. ისინი ხელმძღვანელობენ ინსტიქტით. ინსტინქტი საზოგადოების მთავარ ფასეულობად განსაზღვრავს არა საკვებს და არა ცალკეული ვირთხის სიცოცხლეს, არამედ ზნეობას.

ეს არის საძირკველი, რომელზეც აშენებულია ნებისმიერი სოციალური კონსტრუქცია, მისი მთლიანობის დასაცავად ვირთხები ტოვებენ სენის გავრცელების წყაროს. ინარჩუნებენ რა საძირკველს, ვირთხები ინარჩუნებენ ერთიან საზოგადოებასაც ფასეულობების ტრადიციული სკალით, შედეგად გადარჩებიან, როგორც სახეობა.

ადამიანების საზოგადოებას ასეთი ინსტინქტი არ აქვს, მაგრამ დაფუძნებულია ზნეობრიობაზე. თუ ადამიანი ზნეობას დაკარგავს, დაკარგავს საზოგადოების შემაკავშირებელ მექანიზმს.

საზოგადოების დაქუცმაცების ბოლო სტადიად მიიჩნევა მომენტი, როცა ის გადაიქცევა გათითოკაცებული ინდივიდების ერთობლიობად. ჩნდება სამშენებლო მასალა ახალი მსოფლიო წესრიგისთვის.

გსურთ, მიიღოთ იმ პროცესების სურათი, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს? შეხედეთ მაგიდას, რომელსაც უზიხართ. დევს სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სხვადასხვა საგანი. თითოეული საგანი თითქოს ამა თუ იმ ხალხის პირველსახეა. საგნები თვითმყოფადია. სანამ ისინი მთლიანია, მათგან შეუძლებელია რაღაც ერთის შექმნა.

მაგრამ, თუ ყველაფერს _ კერამიკისგან დამზადებულ საფერფლეს, ქაღალდს, პლასტმასის საგნებს, დავფქვავთ, მტვრად ვაქცევთ და ავურევთ, მივიღებთ ერთგვაროვან მასას. შემდეგ მას მოვათავსებთ წნეხის ქვეშ და წნევა შექმნის პრინციპულად ახალს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი კონფიგურაცია, რომლის დახასიათებაც კი რთული იქნება.

ადამიანთა საზოგადოების ნგრევა ხორციელდებავირთხების მეფისტექნოლოგიით. დარტყმა კონცენტრირებულია ზნეობის დანგრევაზე, ყველა ხერხით ამოშანთავენ ცნებას _ ჩემიანი, თვისი.

მომხმარებლური საზოგადოება გვასწავლის: ბუნებაში თავისი არ არსებობს, ყველაფერი უცხოა, ყველაფერი პოტენციური საკვებია, ყველაზე ოპტიმალური საკვები არის ის, რომელიც გვერდითაა და თავს შენს ახლობლად მიიჩნევს. და ეჭვიც არ ეპარება, რომ სინამდვილეში შენ “ვირთხების მეფე” ხარ. ის გენდობა, შენ კი მას შეჭამ.

“ვირთხების მეფეების” რაოდენობა თანამედროვე საზოგადოებაში სულ უფრო მატულობს. ისინი ყველაზე საშინელი მტაცებლები არიან. ისინი ერთიანდებიან დაჯგუფებებში და თანამემამულეებს, მხოლოდ როგორც საკვებს უყურებენ. როდესაც აღმოაჩინესჭეშმარიტება”, რომ საკუთარი ბედნიერების აგება შეიძლება სხვის უბედურებაზე, თავდაპირველად ჯიქურ მოქმედებდნენ _ ხალხს საჯაროდ, დაუფარავად ჭამდნენ, შემდეგ გაათვითცნობიერეს, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, _ შეჭამო ლამაზი, მაღალფარდოვანი სიტყვების საბურველის ქვეშ.

ეკრანებიდან გადმოიღვარა დაპირებებისა და მაღალფარდოვანი სიტყვების ნაკადი თავისუფლებასა და თანასწორობაზე. იმთავითვე “მეფეები” არ აპირებდნენ დაპირებების შესრულებას. მათთვის ეს იყო “საკვების” მიტყუების საშუალება. ისინი მიიწევდნენ საზოგადოების საკვანძო წერტილებში, რათა ლამაზი სიტყვების საფარქვეშ თავისიანები შთაენთქათ. ყოველ წელს აღივსებოდნენ ახალი ძალებით, ხდებოდნენ უფრო ძლიერები, გაქნილები და სახიფათოები. მათგან მომდინარე მთავარი საფრთხე არის ის, რომ გარეგნობით არ განსხვავდებიან საზოგადოების ჯანმრთელი წევრებისგან. მათ ისწავლეს ისე შენიღბვა, რომ თავიანთ პატიოსან თანამოძმეებზე უკეთესად გამოიყურებიან, თუმცა, სიტყვებს რომ არ მოვუსმინოთ და საქმეები ვნახოთ, რთული არ არის ამ არსებების არსის დანახვა.

მათი ჭკუისა და ნებისყოფის ძალა კონცენტრირებულია ვიწრო ეგოისტურ სექტორში. მათ არ იციან და არც სურთ სახელმწიფოსა და საზოგადოების კატეგორიებით ფიქრი. ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, იკვებებიან თანამოძმეებით, ზუსტად ისე, როგორც ის ვირთხისმჭამელი. ისინი ძალიან ბევრნი არიან, დაუჯერებლად გამრავლდნენ, და მათი რაოდენობა კვლავ მატულობს. ისინი დაიყვნენ წვრილებად და მსხვილებად, ქვეყანა კი დაიყვეს საძოვარ სექტორებად.

წვრილივირთხებისმსჯელობა ასეთია: _ აი წევს მთვრალი, ჯიბეში ფული აქვს. ვიღაც აუცილებლად აიღებს, თუ ასეა, რატომ მე არა? და იღებდა ჩუმად. შემდეგ იღებდა ნახევრად მთვრალისგან. ახსნა სხვა იყო: ის მაინც სასმელში დახარჯავს, მე კი ფული კარგი საქმისთვის მჭირდება. შემდეგ მიდიოდა აზრამდე: რადგან ფული ყველას არ ჰყოფნის, ყველა ცუდად ცხოვრობს, დაე, გადარჩეს ძლიერი. შემდეგ ამოარჩევდა მსხვერპლს, ჩაარტყამდა თავში და ძარცვავდა. ზნეობის არარსებობის შემთხვევაში ასეთი ლოგიკის მქონესთან შეკამათება რთული საქმეა.

ბიზნესი. * აქ ლოგიკა თავდაპირველად აჩენდა აზრს, რომ ადამიანი შეიძლება სამსახურიდან გაათავისუფლო, ქუჩაში გააგდო. აზრის მსვლელობა გასაგებია: თუ არ გავაგდებ, გავღაკტაკდები, და შედეგად ის მაინც ქუჩაში აღმოჩნდება. მასთან ერთად მეც. რადგან ის მაინც აღმოჩნდება იქ, სჯობს, ჩემ გარეშე. და ათავისუფლებდა.

* მეორე ეტაპი: დაე, იმუშაოს, მაგრამ ხელფასს არ გადავუხდი. სხვაგვარად _ გავღატაკდები, და ყველანი ქუჩაში აღმოვჩნდებით. ასე კი საწარმოს შევინარჩუნებთ. და იწყებოდა ხელფასების გაცემის შეგნებული შეჩერება.

* მესამე ეტაპი: მაგალითად, მეწარმე შეგნებულად იწყებდა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციის გამოშვებას (ხარჯების ეკონომიისათვის და მოგების გასაზრდელად). თუ უცხო ადამიანების ბედზე ვიფიქრებ, გავკოტრდები. დაე, თვითონ იფიქრონ თავიანთ თავზე! მისთვის თანამოძმეები არიან მხოლოდ ცოცხალი, თბილი ხორცი, რომელიც თვითონ მიძვრება პირში.

ანალოგიურად მსჯელობენ პოლიტიკოსებიც.

* პირველი ნგრევა, გვამის ჭამა _ ეს არის დაპირება იმისა, რისი შესრულებაც შეუძლებელია. ლოგიკა: თუ ცრუ დაპირებებს არ გასცემ, არ აგირჩევენ. აირჩევენ სხვას, შენზე ცუდს, რომელიც ხალხს ოქროს მთებს ჰპირდება. რადგან ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოება მოტყუებული იქნება, და ერთ შემთხვევაში შენ აღმოჩნდები სულელების რიგებში, ხოლო მეორე შემთხვევაში იქნები არჩეული, დაე, იყოს მეორე ვარიანტი.

* ანალოგი ზნეობრიობის ნგრევის მეორე ეტაპისა, ცოცხალმკვდარი თანამოძმის შეჭმა _ ეს არის პარტიაში ადგილებით ვაჭრობა. ლოგიკა აქაც გასაგებია, არჩევნებზე საჭიროა ფული. თუ შენ არ აიღე, აიღებენ სხვები, და, რადგან ეს გარდაუვალია, სჯობს, მე ავიღო და არა სხვამ.

*მესამე ეტაპი, ცოცხალი და ჯანმრთელი თანამოძმის გადასანსვლა საზოგადოებისთვის მავნე კანონების ლობირებაა. თუ უარს იტყვი საზოგადოების პირდაპირ ძარცვაში მონაწილეობაზე, მას სხვები გაძარცვავენ. კაციჭამიურ კანონს მაინც გაიტანენ და, რადგან ასეა, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი მეშვეობით გააკეთებენ ამას? სჯობს, ეს ჩემი დახმარებით მოხდეს, რომ რაღა სხვამ, ბარემ მე ვიხეირო.

დღეს პოლიტიკური საჯარო სექტორი წარმოადგენს “ვირთხების მეფეების” თავყრილობის ბოლო სტადიას. მას არაფერი აქვს წმინდა, პირადული, აქვს მხოლოდ ბიზნესი. და ეს პროცესი არ ჩერდება. ის, რაციონალურ ლოგიკას დაქვემდებარებული, კიდევ უფრო დაიხვეწება.

სახელმწიფო მოხელეებსაც, რაციონალური ლოგიკით, თანდათან გაუნადგურეს ზნეობა. თავდაპირველად ბევრი იმორცხვებდა, როდესაც ფულს სთავაზობდნენ, განწყობა, რომ ეს საზიზღრობაა და სულმდაბლობაა, ჯერ კიდევ მუშაობდა. შემდეგ ქრთამს სხვა სახელი დაარქვეს, შედეგად, მოიხსნა რეფლექსი სიტყვა “ქრთამზე” და პროცესიც დაიწყო. ახლა ქრთამს არავინ არ იღებს. ახლა აკეთებენ “ატკატებს” და “ინაწილებენ”. ესენი უკვე ქურდები კი არ არიან, არამედ საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანები, რომლებიც იყენებენ “ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს”.

მოხდა ყველაზე საშინელი რამ _ საზოგადოებისთვის შეუმჩნევლად ეს ყველაფერი ლეგალიზებული იქნა. ადამიანმა თავისი ღირსება საშოვარში გაცვალა. საზოგადოება მას ანდობს საერთო სალაროს, ის კი ამ სალაროს თავისნაირებთან ერთად ინაწილებს.

თავმოყვარე ქალი უარს იტყვის ურთიერთობაზე ფულის სანაცვლოდ. სამომხმარებლო საზოგადოების მაღალჩინოსნები, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობით ვაჭრობენ, სხეულით მოვაჭრე ქალზე უარესები არიან. ურთიერთშორის ამას ცინიკურად “ცხვრებისადმი საქმიან მიდგომას” უწოდებენ.

პრაქტიკა მოწმობს: წარმოქმნილი მოვლენა, თუ მას საზოგადოებაში ფესვები აქვს გადგმული და არავინ ეწინააღმდეგება, დაკანონდება. პერსპექტივაში, თუკი ხელს არაფერი შეუშლის მიმდინარე პროცესებს, დავინახავთ იმას, რასაც დღეს ვერც კი წარმოვიდგენთ. ყველაფერი გაიყიდება. რისი გაყიდვაც არ შეიძლება, გაქრება. მაგალითად, სინდისი, რადგან გაყიდვის მომენტში აორთქლდება.

* სახელმწიფო მოსამსახურეებს ზნეობის ნგრევის პირველ ეტაპზე სთავაზობდნენ ქრთამს მადლიერების ნიშნად ლეგალური, მაგრამ, მაგალითად, სწრაფად შესრულებული სამუშაოებისთვის.

* შემდეგ სთავაზობდნენ, “შეეჭამა ნახევრად ცოცხალი”. ეს გამოიხატებოდა ორაზროვანი შეკვეთების შესრულებაში. მაგალითად, ბიუჯეტიდან დაეფინანსებინათ რომელიღაც სკოლა, გამოყოფილი თანხიდან კი აეღო ე.წ. ატკატი. ლოგიკა იგივეა _ უარს იტყვი შენ, დათანხმდება სხვა. არადა, ფულის გამომუშავებაც შეგიძლია და ბავშვებისთვისაც სასარგებლო საქმეა.

* მესამე ეტაპი _ “ცოცხლებისა და ჯანმრთელების გადასანსვლა”. კეთილშობილური მიზნებით, გთავაზობენ მოიპარო, მაგალითად, ფული ავადმყოფებისთვის.

სქემა გარეგნულად, როგორც წესი, საკმაოდ კეთილშობილურია. მაგრამ მცოდნე ადამიანები ყველაფერს ათვითცნობიერებენ, და კვლავ ისეთივე ლოგიკა _ არ აიღებ შენ, აიღებს სხვა. ბიუჯეტს გაანაწილებენ, შენ კი ბრიყვების რიგში აღმოჩნდები.

“ვირთხების მეფეები”, რომლებმაც ლოგიკის ეს წრეები გაიარეს, საზოგადოებაში გაუშვეს. ისინი თავიანთ ხალხს ისე უყურებენ, როგორც საკვებს. მათ მოეწონათ ასეთი ყოფა, და ახლა თვითონ იჩენენ ინიციატივას. მადა ჭამაში მოდის, ტექნიკა იხვეწება, “ვირთხები” ერთიანდებიან ჯგუფებად. ამ ჯგუფების წევრები თანამზრახველებს თავისიანებად არ მიიჩნევენ (საკუთარი ოჯახის გარეთ ეს ცნება მათთვის აღარ არსებობს). ისინი არიან პარტნიორები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან თანამოძმეების შეჭმაში.

როგორც კი პარტნიორი დასუსტდება, მას მყისვე შეჭამენ ყოფილი პარტნიორები. ინერგება ახალი მორალი _ ჩემგან არ უნდა გეწყინოს, თვითონ ხარ დამნაშავე, რომ მოდუნდი, მე მხოლოდ ვისარგებლე ამით, არ ვისარგებლებდი მე – ისარგებლებდა სხვა!

ჩვენ მიერ აღწერილი სურათი ამჟამინდელი უზნეობის მხოლოდ ფერმკრთალი ანარეკლია. სანამ ადამიანებს მართალი ჰგონიათ მოწოდებები თავისუფლებაზე, ბედნიერებასა და თანასწორობაზე, სანამ მუშაობენ “ელექტორატად”, დადიან არჩევნებზე ან მონაწილეობენ “ფერად რევოლუციებში”, ისინი, ისე, რომ ვერც კი ათვითცნობიერებენ, ქმნიან სისტემას, რომელიც შობს და ამრავლებს “ვირთხების მეფეებს”.

ზემოაღწერილი მეთოდებით ფულის შოვნა სხვისი მწუხარების, ტანჯვის, სიკვდილის არსია. ეს პროცესები იწვევს საზოგადოების ყველა სუსტი წევრის ფიზიკურ სიკვდილს. ამაში დარწმუნდებით, თუ ნახავთ მოკვდავობისა და შობადობის დინამიკას. “ვირთხების მეფეთა” ძალაუფლებით კვდება ქვეყანა. არ შეიძლება ადამიანების დადანაშაულება იმაში, რომ მათ არ ძალუძთ კორუფციის, გარყვნილებისა და უპრინციპობის დაკავშირება პირად მწუხარებასთან, პირად პრობლემებთან. ძალიან გრძელი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი გამოდის. ინტუიციით ხვდებიან, რომ აბრიყვებენ, მაგრამ სად და როგორ… სწორედ ამისთვისაა საჭირო ელიტა, რათა ძლიერებმა დაიცვან სუსტები.

ვითარების გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ მმართველთა პასუხისმგებლობის შემოღებით. პასუხისმგებლობა არ არსებობს, თუ თავიდანვე გათვალისწინებული არ არის შესასრულებელ ამოცანათა კონკრეტული წრე და სასჯელი მათი შეუსრულებლობისთვის. და, რა თქმა უნდა, მმართველი მაღალჩინოსნები უნდა დაინიშნონ სინდისიერებითა და ფსიქიკის ადამიანური წყობის მიხედვით.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here