მთავარი პოლიტიკა ზვიად ტომარაძე: რომელ ეროვნულ თვითშეგნებასა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე უნდა გველაპარაკონ ადამიანები,...

ზვიად ტომარაძე: რომელ ეროვნულ თვითშეგნებასა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე უნდა გველაპარაკონ ადამიანები, რომლებიც პარლამენტში ლგბტ დროშას აფრიალებდნენ და ეკლესიას ლანძღავდნენ?!

1254
გააზიარეთ
ზვიად ტომარაძე

ამ დღეებში ქვეყანაში განვითარებულმა ხმაურიანმა მოვლენებმა და განსაკუთრებით იმ პოლიტიკურმა სპექტაკლმა თუ აფერამ, რომელიც 20 ივნისს სააკაშვილის კრიმინალურმა ბანდამქოცებთანშეთანხმებით პარლამენტის შენობასთან მოაწყო, ლევან ვასაძის მიერ რამდენიმე დღით ადრე ვერის ბაღში დაწყებული ფართომასშტაბიანი ანტისოდომური მოძრაობა ჩაშალა და გადაფარა.

თითქოს თბილისში რუსი დეპუტატის ვიზიტით შეშფოთებულმა ლიბერალებმა, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ლანძღავენ და აქილიკებენ პატრიარქს, სამღვდელოებას, დასცინიან და ჩირქს სცხებენ ყველაფერ ეროვნულს, ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი “პატრიოტული” ლოზუნგებით დარაზმა. მოგვიანებით ამ პოლიტიკურმა ისტერიკამ კიდევ უფრო დაუფარავი ხასიათი მიიღო და აქციას უცხოეთიდან დაფინანსებული ლგბტ-ების არმადაც შეუერთდა. ადამიანების ჯგუფი, რომელიც მამათმავლობის პროპაგანდას ეწევა და ტრადიციული ქართული კულტურისა თუ წეს-ჩვეულებების დისკრედიტაციას ყველაზე უხეში, დამცინავი ფორმითაც არ ერიდება, უცებ ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ, სამშობლოს დამცველთა რიგებში აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისში გეიპრაიდის ორგანიზატორების საჯარო გამოსვლა დროშებითა და კინტოიანი მაისურებით წარმატებით შედგა. მოსახლეობამ მიიღო “ნაცბანდისა” და მისი განაყოფი სამპროცენტიანი პოლიტიკური ხროვის დაძახილზე გამოსული ურაპატრიოტული ნაკადი და ნარკომანების, ნარკობარიგების, მამათმავლებისა და მათი დამცველი ლიბერალების მასკარადი…

რა ბერკეტები აქვთ დღეს რეალურად ქვეყანაში არსებულ ულტრალიბერალურ ძალებს კონსერვატიული მოძრაობის ჩასახშობად და რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ორგანიზაციაერი და სახელმწიფოსდამფუძნებელი ზვიად ტომარაძე.

_ ბატონო ზვიად, 20 ივნისსლიბერალებისმიერ ინსპირირებულმა ვნებათაღელვამ და პარლამენტში შტურმით შეჭრის მცდელობამ ქვეყანაში ყველა საკითხი გადაფარა. მათ შორის ლევან ვასაძის მიერ დაწყებული ანტისოდომური მოძრაობაც, რომელსაც პირველივე დღეებში ათიათასობით მოქალაქე შეუერთდა, თუმცა პარლამენტის წინ ჩატარებულანტისაოკუპაციომიტინგებში ლგბტ აქტივისტებიც თავიანთი სიმბოლოებით აქტიურად მონაწილეობენრა მიზანს ემსახურება ეს პროცესები?

_ მას შემდეგ, რაც ლევან ვასაძემ მოუწოდა მოქალაქეებს, შეკრებილიყვნენ ვერის ბაღში, რათა არ დაეშვათ ლგბტ აღლუმის თუ პრაიდის ჩატარება, ლიბერალურმა პოლიტიკურმა ელიტამ და არა მხოლოდ პოლიტიკურმა, მოსვენება დაკარგა. ისინი პრაქტიკულად შოკში ჩავარდნენ და დაეწყოთ ისტერიკა. იგრძნეს, რომ ეს ლიბერალური დღის წესრიგი იცვლებოდა და დაიწყეს სპეცოპერაცია. “ააგდეს” ხალხი, რომელიც გულწრფელმა პროტესტმა გამოიყვანა ქუჩაში, აიყოლიეს ახალგაზრდები და, ფაქტობრივად, სცადეს სახელმწიფო გადატრიალება. საბედნიეროდ, გადავრჩით და ამ ყველაფერს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, შესაძლოა, ჩაფიქრებული სხვაგვარად იყო. გარდა ამისა, როგორც კი დაიწყეს სამართალდამცველებმა მოქმედება, ეს .. ლიდერები გაქრნენ და სპეცრაზმს ახალგაზრდები შეატოვეს.

რაც შეეხება უშუალოდ მიზანს, როგორც გითხარით, მიზანი რამდენიმე იყო: ერთ-ერთი იყო ის, რომ როგორმე მომხდარიყო ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით დაწყებული ფართომასშტაბიანი ანტისოდომისტური მოძრაობის გადაფარვა, რომელსაც სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდებოდა. მათ ამ მიზანს მიაღწიეს. ეს ერთი. და მეორე: გეიპრაიდის ჩაშლა დიდი სამოქალაქო პროტესტის შედეგად მხოლოდ ერთი კონკრეტული რაღაც უზნეობის ზეიმის ჩაშლას კი არ ნიშნავდა, არამედ კონსერვატიული ფლანგის გამოცოცხლებასა და ფართომასშტაბიანი ეროვნული მოძრაობის დაწყებას, რაც ბევრს, შესაძლოა, დასავლეთში მიმდინარე პროცესების გამოძახილად აღექვა, რაცლიბერალებისთვისსაგანგაშოა. რატომ? იმიტომ, რომ, კიდევ ვიმეორებ, მათთვის ეს ნიშნავს შეუქცევადი იდეოლოგიური აღსასრულის დასაწყისს

_ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ეს ყველაფერი ანტიმამათმავლური მოძრაობის გადასაფარავად გაკეთდა?

_ ჯერ ერთი, ძალიან ორგანიზებულად და სწრაფად მოხდა ყველაფერი. პლაკატები, ტრანსპარანტები, აპარატურაწარმოუდგენლად სწრაფად გაჩნდა. რა თქმა უნდა, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია და, ვინც დაგეგმა, ძალიან კარგად იცოდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა რუსი დეპუტატის _ გავრილოვის დასმას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. თუმცა “ქართული ოცნების” ლიბერალურმა ფრთამ, რომელიც, ვფიქრობ, ამ ყველაფრის მონაწილე იყო, ერთი რამ ვერ გათვალა. მათ ეგონათ, რომ ეს მღელვარება უბრალოდ ანტილგბტ პროტესტს გადაფარავდა და დასრულდებოდა, მაგრამ პროცესებმა უფრო მწვავე ხასიათი მიიღო. რაც შეეხება სხვა მიზანს: ანტილგბტ მუხტისა და მოძრაობის გადაფარვის გარდა, მათ სურდათ და დღესაც სურთ, “პატრიოტული მოტივებით” გააცოცხლონ გარკვეული “ლიბერალური” სუბიექტები, რომელთა რეიტინგიც კლების რეჟიმშია.

_ გავრილოვიც სპეციალურად დასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე?

_ ყოველ შემთხვევაში, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რა მოჰყვებოდა ამ ადამიანის ხილვას პარლამენტის სპიკერის სავარძელში. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია. ანუ, სავარძელში დასმა, მერე იქ ხმაურის ატეხვა ნაციონალი დეპუტატების მიერ, სალომე სამადაშვილი იყო, თუ არ ვცდები, გიორგი კანდელაკი და აკაკი ბობოხიძე, მერე გარეთ გამოსვლა წივილ-კივილით, მერე მოწოდებები მოსახლეობისადმი, რომ გამოსულიყვნენ, მერე უკვე ულტიმატუმები და პარლამენტში შეჭრისკენ წაქეზება დემონსტრანტებისა იყო თანმიმდევრული გეგმა, რომლითაც უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც ქვეყანაში ყველაფრის გადაფარვა. თუმცა, როგორც გითხარით, ხელისუფლებამ ვერ გათვალა, რომ ამ პროცესების ავანგარდში შეიძლებოდა ჩამდგარიყო “ნაცმოძრაობის” განსაკუთრებით რადიკალური ფრთა და ამ ფრთას უკვე ცალკე თავისი ანგარიში აქვს ივანიშვილთან… არ მინდა, ისე გამომივიდეს, რომ თითქოს აქციაზე მისული რიგითი მოქალაქეები პროვოკატორები იყვნენ, არა, ეს ადამიანები სრულიად გულწრფელ პროტესტს გამოხატავდნენ, სრულიად სამართლიანად ითხოვდნენ ხელისუფლებისგან პასუხებს, მაგრამ უნებლიეთ აღმოჩნდნენ ნაციონალებისა და მათთან ერთად ამ პროვოკაციის ორგანიზატორი ლიბერალური ძალების მიერ მოწყობილი სპეცოპერაციის მონაწილე. მეტსაც გეტყვით, ხალხი აღმოჩნდა ამ ყველაფრის მთავარი იარაღი და ყველაზე მეტი დარტყმაც სწორედ ხალხმა მიიღო.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო იმ მომიტინგეებს, განაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც გამოდიან და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არავითარი პოლიტიკური აქცია ეს არ არის, რომ ეს არის წმინდა საზოგადოებრივი პროტესტი და .. კი, ბატონო, ყველა ვთანხმდებით, რომ ოკუპაცია გასაპროტესტებელია, რომ ტერიტორიების დაკარგვას არც ერთი წამით არ უნდა შევეგუოთ, მაგრამ, თუკი პოლიტიკური აქცია არ არის, რატომ დგანან იქ პოლიტიკოსები?! თან ისეთი პოლიტიკოსები, რომელთა მხრიდანაც პატრიოტიზმსა და პატრიოტულ გრძნობებზე საუბარი სასაცილოა. მაგალითად, “რესპუბლიკელები…” რა ოკუპაცია უნდა გააპროტესტოს იმ ხალხმა, რომელიც ქართული მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვასა და კონსტიტუციაში ქორწინების ჩაწერას ეწინააღმდეგებოდა, პატრიარქისა და სამღვდელოების დისკრედიტაციაზე იყო დაგეშილი?! რომელ ეროვნულ თვითშეგნებასა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე უნდა გველაპარაკონ ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტში ლგბტ დროშას აფრიალებდნენ და ეკლესიას ლანძღავდნენ?! ან რა უნდათ იქ ლგბტ აქტივისტებს თავიანთი სიმბოლიკით, ნარკობარიგებს, “ლიბერალური” კლუბების აქტივს, როგორიცაა “ბასიანი”, “გალერი”, “ხიდი…” თუ კი წმინდა საზოგადოებრივი პროტესტია პატრიოტული მოტივებით და მინდა, მჯეროდეს, რომ ამ ახალგაზრდებს მართლა ეს განცდა ამოძრავებთ, მაშინ რატომ არ უჩნდებათ პროტესტი ამ ყველაფერზე?!

_ როგორ ფიქრობთ, მომავალში რა არის მოსალოდნელი, რა მიმართულებით შეიძლება, წარიმართოს პროცესები?

_ სიმართლე გითხრათ, მთლად ოპტიმისტურად ვერ ვარ განწყობილი, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ახალგაზრდობის ძალიან დიდი ნაწილი არის მოწამლული. მოწამლული იმ კუთხით, რომ ისინი ვერ არჩევენ ქვეყნის მთავარ ღირებულებებს თავსმოხვეული ღირებულებებისგან; ეს არის პირდაპირი შედეგი იმ ე.წ. მენტალური რევოლუციისა, რომელიც დაიწყო სააკაშვილმა თავის “რეფორმატორულ” გუნდთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. აი, ამის შედეგია ის, რომ ვიღაცისთვის დღეს პრობლემა არ არის, პატრიოტიზმზე აკეთოს რიხიანი განცხადებები მიტინგზე და ამ მომენტში გვერდით ლგბტ დროშა უფრიალონ. ამის შედეგია ის, რომ მე და თქვენ შეიძლება რუსეთიდან მართული ნეოფაშისტები გვეძახონ, ხოლო სამშობლოს სიყვარულზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და სხვა მსგავს მგრძნობიარე საკითხებზე, რომლებიც რეალურად მათ სულ არ ადარდებთ, ნარკობარიგამ ილაპარაკოსგამრუდებულია ეროვნული ცნობიერება და, რაც დრო გადის, საუბედუროდ, სულ უფრო თავდაყირა დგება ყველაფერი. ეს არის მრავალწლიანილიბერალურიდიქტატურის ლოგიკური შედეგი, რომელსაც, მოგვწონს თუ არა, ვერსად გავექცევით

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here