მთავარი საზოგადოება ზვიად ტომარაძე: როდესაც საკითხი ერისა და ქვეყნის ყოფნა-არყოფნას ეხება, გამოხატვის ნებისმიერი ფორმა...

ზვიად ტომარაძე: როდესაც საკითხი ერისა და ქვეყნის ყოფნა-არყოფნას ეხება, გამოხატვის ნებისმიერი ფორმა და საშუალება დასაშვებია

აზიელი და აფრიკელი მიგრანტები კანონში არსებული “ხვრელების” საშუალებით საქართველოში დარჩენას განუსაზღვრელი ვადით ახერხებენ

1953
გააზიარეთ
ზვიად ტომარაძე

რამდენიმე დღის წინათ საზოგადოებრივი ორგანიზაციაერი და სახელმწიფოსდამფუძნებელმა ზვიად ტომარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში მყოფი აზიელი მიგრანტების დიდი ნაწილი ქვეყანაში დარჩენას მას შემდეგაც ახერხებს, როცა მათ ამის კანონიერი ვადა ამოეწურებათ. მისი განმარტებით, ამის საშუალებას კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები იძლევა, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ გამოსწორებას საჭიროებს: “როგორც საქართველოდან წასული ემიგრანტები უცხო ქვეყნებში ეძებენ კანონში ხვრელებსსაბუთებისმოსაგვარებლად, ასევე იქცევიან აზიელი მიგრანტებიც საქართველოში.

მაგალითად, როდესაც ჩვენს ქვეყანაში კანონიერად ყოფნის დრო ეწურებათ, ზოგი მიდის ექიმთან და გარკვეული თანხის სანაცვლოდ იღებს ცნობას, რომ ავად არის და ქვეყნიდან გასვლა არ შეუძლია; ზოგს კი სარჩელი შეაქვს ერთმანეთის წინააღმდეგ რარაც წვრილმანზე (მაგალითად, 300 ლარზე), სანამ სასამართლოში დავა მიმდინარეობს, მათ ქვეყანაში თვეობით დარჩენის უფლება აქვთ…” როგორც ჩანს, ერთი მხრივ, კანონის გვერდის ავლით და, მეორე მხრივ, კანონში არსებული ხარვეზების მეშვეობით აზიელი მიგრანტების დიდი ნაწილი აქ დარჩენას განუსაზღვრელი ვადით ახერხებს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ზომების მიღებას არ ჩქარობს და პრობლემის მოსაგვარებლად პრაქტიკულად არაფერს აკეთებს… თუ რა ხარვეზებია დღეს ქართულ კანონმდებლობაში მიგრაციის თაობაზე და რა სახის ცვლილებებია საჭირო მის მოსაგვარებლად, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ზვიად ტომარაძე.

_ ბატონო ზვიად, კიდევ ერთხელ დეტალურად განვუმარტოთ საზოგადოებას, რა საშუალებებით ახერხებენ აზიელი მიგრანტები აქ დარჩენას მას შემდეგ, რაც აქ ყოფნის ვადა ეწურებათ? რა გარემოებები აძლევთ ამის საშუალებას და როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა?

_ დავიწყოთ იმით, რომ, საზოგადოდ, ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა. ასზე მეტი ქვეყანაა, რომელთა მოქალაქეებსაც აქ ჩამოსვლა და 360 დღით დარჩენა შეუძლიათ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ქვეყნების უმეტესობასთან მიმოსვლა ცალმხრივადაა უვიზო _ მათ მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში ვიზის გარეშე შემოსვლა, ხოლო ამ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს _ არა. რაც შეეხება ე.წ. ხვრელებს კანონში, რომელზეც ამას წინათ სოციალურ ქსელში დავწერე, როდესაც მიგრანტებს (ძირითადად, საუბარია აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებზე) ეწურებათ აქ ყოფნის კანონით გათვალისწინებული ვადა, ისინი სხვადასხვა გზას ეძებენ დასარჩენად. მაგალითად, მიდიან ექიმთან და გარკვეული თანხის სანაცვლოდ იღებენ ცნობას, რომ არიან ავად და ქვეყნიდან გასვლა არ შეუძლიათ; ან კიდევ შეაქვთ სარჩელი ერთმანეთის წინააღმდეგ და მიდის დავა მცირე თანხაზე, საუბარია 200-300 ლარზე. მოკლედ, სანამ სასამართლოში დავა მიმდინარეობს და, მოგეხსენებათ, ჩვენთან დავები თვეობით გრძელდება, მათ აქვთ დარჩენის უფლება. აღსანიშნავია ფიქციური ქორწინებებიც…

თუმცა ეს ყველაფერი უფრო საიმიგრაციო სამსახურის სუსტი მუშაობის შედეგი მგონია, ვიდრე კანონის ხარვეზი.

_ რა შეიძლება გააკეთოს საიმიგრაციო სამსახურმა ამ პრობლემის გადასაჭრელად?

_ როდესაც მიგრანტი ხედავს, რომ ქვეყანაში საიმიგრაციო სამსახური, ფაქტობრივად, არ არსებობს და, რაც არსებობს, არ ან ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ბუნებრივია, იწყებს რაღაც გზების ძიებას დასარჩენად. გამომდინარე აქედან, სანამ ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება, ცხადია, მომავალში კიდევ უფრო მეტი გამოიყენებს დარჩენის შესაძლებლობას. ახლა _ რა შეიძლება გაკეთდეს: ვფიქრობ, თუნდაც რამდენიმე შემთხვევა თუ იქნება სიმკაცრის, რა თქმა უნდა, კანონის სრული დაცვით, ეს გარკვეულწილად გააჩენს განცდას, რომ ამ ქვეყანაში საიმიგრაციო სამსახურმა მუშაობა დაიწყო. ვთქვათ, თუ იქნება გამოვლენილი და გამოძიებული კონკრეტული ფაქტები, როცა ვიღაცამ თანხის სანაცვლოდ მიიღო ექიმის ცნობა ან ქვეყანაში დარჩენის მოტივით დაიწყო სასამართლო დავა და ა.შ.; რაც შეეხება კანონს, ვფიქრობ, უწინარესად, პოლიტიკური ნება უნდა იყოს ხელისუფლებაში, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება რეალურად მოხდეს.

_ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში საქართველოში ათიათასობით მიგრანტი შემოვიდა და მათი უმეტესობა აქედან წასვლას არ აპირებს. რას საქმიანობენ ისინი ჩვენს ქვეყანაში?

_ მიგრანტები, ძირითადად, დაკავებულები არიან ტურიზმით. ჩამოჰყავთ ტურისტები თავიანთი ქვეყნებიდან და თვითონვე უწევენ მეგზურობას. ამას გარდა, ხსნიან რესტორნებსა და ჩილიმბარებს _ ქირაობენ ფართობებს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში და მიდის ტაშ-ფანდური. ცალკე თემაა ის, რომ ამ ე.წ. რესტორნებში ყვავის პროსტიტუცია, რომელშიც ჩაბმულები არიან ქართველი გოგონები, მოიხმარენ გარკვეულ ნარკოტიკურლ საშუალებებს და ა.შ. მოკლედ, საქართველო მათთვის ასოცირდება დროის გასატარებელ თავისუფალ სივრცედ, რომელშიც ყველაფერი შეგიძლია გააკეთო. აი, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბუნებრივია, მიმზიდველი ქვეყანა ვართ…

_ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მათ ინვესტორებს ეძახდნენ.

_ დამისახელონ თუნდაც ერთი მართლა სერიოზული და მსხვილმასშტაბიანი ინვესტიცია, რომელიც ამ საიმიგრაციო პოლიტიკის ლიბერალიზაციას მოჰყვა. არ არსებობს. ამას მოჰყვა მხოლოდ მიგრაციული ცუნამი. ჩვენი მოქალაქეები კი სიღარიბის გამო იძულებულნი არიან, სამშობლო დატოვონ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სრული დემოგრაფიული კატასტროფა გვაქვს. ისე, ძალიან მაინეტერსებს, გაეროს მონაცემებს რომ იშველიებს ხოლმე ეს ჩვენი “ლიბერალური” ელიტა, იმას რატომ არ აქცევს ყურადღებას, რომ იგივე გაერო უკვე მერამდენედ გვიდებს უმძიმეს პროგნოზს დემოგრაფიის კუთხით?! აღარ იქნებითო 20-30 წელიწადში, _ მეტი რაღა გვითხრან?!

აქვე მინდა შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ბინადრობის უფლების გაყიდვას ეხება. დღევანდელი მდგომარეობით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც შეიძენს არანაკლებ 35 ათასი დოლარის ღირებულების ბინას საქართველოში, იღებს ბინადრობის უფლებას, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, 35 ათას დოლარად ხდება ამ უფლების გაყიდვა. სხვათა შორის, შარშან ზაფხულში უმრავლესობის დეპუტატმა ივლიანე წულაიამ წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, 35 ათასად კი არ უნდა იყიდებოდეს ეს უფლება, არამედ 100 ათასად. ვინც არ იცის, ბატონი წულაია 2016 წლამდე სამშენებლო კომპანია “არქი ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი იყო, მაგრამ მერე, როცა პარლამენტში შევიდა, იძულებული შეიქნა, დაეტოვებინა კერძო სექტორი…

_ ამით რის თქმა გსურთ?

_ იმის, რომ ეს არის სამშენებლო კომპანიების ლობისტური კანონპროექტი, რომლითაც გათვლა კეთდება ფინანსურ მოგებაზე. საქართველოში დამკვიდრების მოსურნე აზიელი მიგრანტი 100 000 დოლარსაც უპრობლემოდ გადაიხდის. მაისში დავწერე კანონპროექტი, რომელიც მოაგვარებს ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებულ იმ საფრთხეებს, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. კანონპროექტის მიხედვით, აიკრძალება ბინადრობის უფლების გაყიდვა ნებისმიერ თანხად. აღნიშნული კანონპროექტისთვის საინიციატივო ჯგუფმა 35 000 ხელმოწერა შევაგროვეთ და 24 ოქტომბერს წარვადგინეთ პარლამენტში. დღემდე ის მხოლოდ “ადამიანის უფლებათა დაცვის” კომიტეტში განიხილეს. კომიტეტის წევრებმა არ გაითვალისწინეს 35 000 ხელმომწერის ნება, სახელმწიფოს ინტერესს კოლეგიურობა ამჯობინეს და მხარი არ დაუჭირეს ჩვენს ინიციატივას, თუმცა ჩვენი ინიციტივა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე მაინც გავა და იქ გამოჩნდება, ვინ ვინ არის… რაც შეეხება იმას, რომ ამ მოღალატეობრივი მიგრაციული პოლიტიკის შედეგად მალე შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდეთ, ხელისუფლებაშიც კარგად აცნობიერებენ, მაგრამ მათთვის ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. საერთოდ, ვფიქრობ, რომ მსგავსი სულისკვეთებისა და მრწამსის ადამიანების ყოფნა ხელისუფლების სათავეში სახელმწიფოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ასეთმა ადამიანებმა შეიძლება არც კი იფიქრონ და იყოყმანონ, ისე გადააყოლონ ქვეყანა ერთ რიგით ბიზნესგეგმას, რომელიც პირადად მათთვის იქნება ფინანსური სარგებლის მომტანი.

_ ფაქტია, რომ დღეს ასეთი ადამიანები არიან ხელისუფლებაში. საზოგადოების აქტიურობას რა მნიშვნელობა ენიჭება იმ საკითხების გადაჭრაში, რომლებზეც თქვენ მუშაობთ? კონკრეტულად რაში უნდა გამოიხატებოდეს ეს ატიურობა?

_ საზოგადოების ჩართულობა უმთავრესია და ამაზე, რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, თუმცა ხშირად საზოგადოებას უჭირს გაერთიანება და საკუთარი პოზიციის ერთობლივად გამოხატვა. ალბათ, ესეცაა ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ ხელისუფლება ზოგჯერ სრულიად უგულებელყოფს ხალხის ნებას. ალბათ, ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ხალხის ხმა საერთოდ დაიკარგა სახელმწიფოს მართვაში. რაც შეეხება საზოგადოების აქტიურობას, ვფიქრობ, როდესაც საკითხი ერისა და ქვეყნის ყოფნა-არყოფნას ეხება, გამოხატვის ნებისმიერი ფორმა და საშუალება დასაშვებია. ეს, ვისაც როგორც უნდა, ისე გაიგოს; მაგრამ, როცა ხედავ, რომ ქვეყანას თავზე გამხობენ, ჩემი აზრით, ყველაფერი შეიძლება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას სჭირდება; ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რაც გადარჩენისთვის აუცილებელია…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. 100ჯერ მეტი უფლება აქვს საქართველოში ჩასულს ვიდრე ემიგრანტ ქართველს და რატომ?

  2. იმიტომ რომ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს…
    უცხოელის, თუნდაც ქაქს სუნი “არ აუდის”, მათთვის ვარდის სურნელად აღიქმება…

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here