Home ახალი ამბები მსოფლიო ზელენსკიმ დონბასის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება არ გამორიცხა

ზელენსკიმ დონბასის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება არ გამორიცხა

64

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ არ გამორიცხა სახელმწიფოებრივი რეფერენდუმის ჩატარება დონბასის საკითხზე.

“აქ ლაპარაკი არ არის სტატუსზე. ეს შეიძლება მოხდეს დონბასის მიმართ, ყირიმის მიმართ, ცეცხლის შეწყვეტის მიმართ”, _ განაცხადა უკრაინის ლიდერმა ტელეარხ “1+1”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ზელენსკიმ, აგრეთვე, დაუშვა რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე. ზელენსკის თქმით, უკრაინის ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მხარს უჭერენ ამ მიმართულებას. უკრაინის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ცოტა ხნის წინათ გამართულ სატელეფონო საუბარში არ შეუთავაზებია კიევის კონტროლიდან გამოსული დონბასის წარმომადგენლებთან პირდაპირი კონტაქტი _ ამის შესახებ ლაპარაკი არ ყოფილა. მე მივიღე მესიჯი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან: რუსეთმა დაარწმუნა აშშ და მსოფლიო, რომ არ აპირებს ესკალაციას ჩვენი დამოუკიდებელი ტერიტორიის მიმართ. ვფიქრობ, ეს არის არა საბოლოო, მაგრამ მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. კომპრომისებზე ჩვენ არ გვისაუბრია, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აშშ-ის წყალობით გაგვიჩნდება კიდევ ერთი მოედანი რუსეთთან მოლაპარაკებების გასამართავად”, _ განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის ვიდეოკონფერენციიდან ორი დღის შემდეგ გაიმართა.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here