მთავარი პოლიტიკა ზაზა სარალიძე “ამსტერდამის დაჯგუფების” მიერ დადგმული სპექტაკლის ერთ-ერთი აქტორია

ზაზა სარალიძე “ამსტერდამის დაჯგუფების” მიერ დადგმული სპექტაკლის ერთ-ერთი აქტორია

4803
გააზიარეთ
ივანიშვილი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის შესახებ და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ვწერდი წინა სტატიაში (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #20), რომელშიც შვილმოკლულ მამას თანაგრძნობათანადგომას ვუცხადებდი, ისევე, როგორც ათიათასობით თბილისელი, რომლებიც სამართლისმაძიებელი გამწარებული მამის პირველივე დაძახილზე გამოვიდნენ რუსთაველის პროსპექტზე მის მხარდასაჭერად. 31 მაისს მართლაც უამრავი ხალხი გამოვიდა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციამიტინგზე, რომელსაც მალევე შეუერთდა კიდევ ერთი შვილმოკლული მამა, პანკისელი მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ბუნებრივად გადაიკეტა რუსთაველის გამზირი და მეტიც, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირველად დაუშვა, რომ აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინა ტროტუარზე კარვები დაედგათ.

უხერხულობას მიქმნიდა ის, რომ მიტინგი სისხლიანი 26 მაისის ცნობილ ზონდერ-ჯალათ ზვიად კუპრავას (როგორც ამბობენ, სარალიძის ნათლ-მირონს) მიჰყავდა, რომელმაც, ხალხის სიმრავლით გულმოცემულმა და ექსტაზში შესულმა გულში მჯიღის ცემით საზოგადოებას ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის (წაიკითხე, მიშნაცების ხელისუფლების რესტავრაცია) დაწყება აუწყა. როდესაც ზაზა სარალიძემაც რევოლუციური ფრაზების ფრქვევა დაიწყო, ზემოხსენებულ სტატიაში მოკრძალებით დავსვი კითხვა: შვილმოკლული მამაც რევანშისტების მიერ დადგმული სპექტაკლის ერთ-ერთი აქტორი ხომ არ ბრძანდება?

იქვე 11 “ოპოზიციური პარტია” შეიკრიბა საქართველოს “ნათელი შვილის”, მარად “ოპოზიციონერი” ლეიბორისტების ოფისში, რომლებსაც მოკლული დათუნა სარალიძეც და თემირლან მაჩალიკაშვილი ფეხებზე ჰკიდიათ და მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესი აქვთ _ ეგებ ქვეყანა აირიოს და როგორმე ნულოვანი რეიტინგის ჭაობიდან ამოძვრნენ.

გიორგი ვაშაძე; ნაცები; “ევროპული საქართველო”; პაატა ბურჭულაძისნაცვალი”, პოლიტიკის ამომავალიმეგავარსკვლავინიკა მაჭუტაძე; ერთ დროს უძლიერესი ედპ სამარცხვინო ლიდერი ბაჩუკი ქარდავა და .. ყველა პარტიის სახელი, რომელთა გაერთიანების საფუძველი ბიძინა ივანიშვილის ბიოლოგიური ზიზღი და ზემოხსენებული ჭაობიდან ყიყინის სურვილია, არ მახსოვს, მაგრამ, რომც მახსოვდეს, მათ ჩამოთვლას, რა აზრი აქვს?!

ნულს პლუს ნული, გინდაც 11 ნული, მაინც ნულის ტოლია და, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს რომ ითხოვენ ეს 2-3-კაციანი პარტიები, დიდი-დიდი ყველამ ერთად ხმების 2% მოიპოვოს.

როდესაც შვილმოკლული მამების აქციაზე ისეთი სისხლისმსმელი ნაძირალები გამოჩნდნენ, როგორებიც არიან სააკაშვილის რეჟიმის პროკურორი მურთაზ ზოდელავა; სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი პროკურორი, სადისტი მკვლელების _ ბაჩანა და დათა ახალაიების მამა _ როლანდ ახალაია; ბუტა რობაქიძის მკვლელობის მთავარი გამყალბებელი გურამ დონაძე, ჩემთვის ყველაფერი ნათელი შეიქნა, ამიტომ ზემონახსენებ პირველ სტატიაში გამოთქმულ ეჭვნარევ მოსაზრებას ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე მტკიცებითი ფორმით გავიმეორებ: ჩემი აზრით, ზაზა სარალიძეამსტერდამის დაჯგუფების” (წაიკითხე, მიშნაცების) მიერ დადგმული სპექტაკლის (“ნუ მომკლავ”) ერთერთი აქტორია, ნებსით თუ უნებლიეთ!

როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ ჩემი აზრით, რადგან 31 მაისს დაწყებულ საპროტესტო აქციას (რომლის დროსაც გამარჯვებაში დარწმუნებული მიშარასტები სიამოვნებით ხელებს იფშვნეტდნენ) ხალხი დღითიდღე კი არ ემატებოდა, პირიქით _ აკლდებოდა და ამ კლებამ კრიტიკულ ზღვარს სწორედ 10 ივნისს, ზაზა სარალიძის მუქარის (გადადგეს შს და იუსტიციის მინისტრები, თორემ!) დღეს მიაღწია, როდესაც, მიშარასტების სრული ფიზიკურ-ფინანსური მობილიზაციის მიუხედავად, გაერთიანებულმა ოპოზიციამ პარლამენტის წინ ფიორა მოედნის შევსებაც კი ვერ მოახერხა და მიტინგი, პრაქტიკულად, ნაცების აქტივისტების აქციად იქცა.

ამ ფაქტით თავზარდაცემულმა მიშარასტებმა შანტაჟს მიმართეს _ მიუხედავად იმისა, რომ თითო-ოროლა კაციღა დაბორიალობდა ტროტუარზე, ზაზა სარალიძემ თავის მომხრეებს გაშლილი კარვები პირდაპირ პროსპექტის შუაში გადმოატანინა.

ეს აშკარა პროვოკაცია კი ნიშნავდა _ აბა, მოდი, პატრულო (წაიკითხე, ხელისუფლება), და შვილმოკლულ მამებს ხელი გვახლე; რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო. და გააკეთეს კიდეც _ დილამდე ქალაქის ცენტრალური ქუჩა ხელოვნურად პარალიზებული იყო.

ზემოთ ბატონ ზაზა სარალიძეს ერთ-ერთი აქტორი ვუწოდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამსტერდამის დაჯგუფების სპექტაკლს სხვა მსახიობებიც ჰყავს.

ესენი არიან: რუსთავი 2”-ის მეთაურობით უკლებლივ ყველა .. ნაციონალური ტელევიზია და, პრაქტიკულად, მთელი არასამთავრობო სექტორი კაპიტან ეკა გიგაურის, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და ბოზი ბაია პატარაიას (ქალთა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ პირდაპირ ტელეეთერში განაცხადა, რომ ბოზია და ამაყობს ამით) ხელმძღვანელობით. ყველა ერთად და ცალ-ცალკე თავდაუზოგავად მუშაობდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეთა სასარგებლოდ, ანუ სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად.

ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ნიკა გვარამიასა და ეკა კვესიტაძის ჭყლოპინი (როცა რუსთაველზე კარვებით გადაკეტეს მოძრაობა) _ მორჩა, ხელისუფლება ჩიხშია, რადგან შვილმოკლულ მამებს ხელს ვერ ახლებენ და მოუწევთ აშკარად “დაუკრეფავში გადასული” ზაზა სარალიძის მოთხოვნის შესრულება შს და იუსტიციის მინისტრების გადადგომის შესახებო.

ანალოგიური მოთხოვნები ჰქონდა ე.წ. არასამთავრობო (წაიკითხე, მეხუთე კოლონა) სექტორს, რომელიც თეა წულუკიანის გადადგომას იმ მოტივით ითხოვს, რომ თურმე რეფორმებს არ ატარებს თავის უწყებაში და ბარაქალა თეას, ქალიც ეგ ყოფილა და ლეჩაქიც მას ჰხურებია _ რეფორმის არგატარება თურმე ის ყოფილა, რომ ქალბატონ მინისტრს კაპიტან გიგაურისა და სახალხო დამცველისთვის უარი უთქვამს მამაკაცის გენიტალიების მქონე ადამიანის ქალად დარეგისტრირებაზე და პირიქით, ქალის სასქესო ორგანოების მქონე ადამიანის მამაკაცად დარეგისტრირებაზე.

სტატიის ბოლოს ვიტყვი, რომ შს მინისტრმა გახარიამ უმაღლესი პროფესიონალიზმით გაანეიტრალა დაძაბული ვითარება რუსთაველზე _ პატრულის თანამშრომლებმა კარვებიც აიღეს და ზვიად კუპრავას ვირის აბანოში 14 დღით ბანაობა გამოუწერეს; ზაზა სარალიძესაც დაუკარგეს დაუსჯელობის სინდრომით გამოწვეული ჰონორი და, მიუხედავად ცალყბა მუქარისა, რომ გონივრულ ვადას აძლევს ხელისუფლებას, მისი აღარავის ეშინია, რადგან ათიათასობით ადამიანის მხარდაჭერას ნაცებთან ალიანსში ეჭვმიტანილი ბატონი ზაზა ვეღარასოდეს მოიპოვებს.

ხელისუფლებამ კი უნდა იცოდეს, რომ მთავარი ფაქტორი სახიფათო დაძაბულობის განეიტრალებისა, პირველ რიგში, ქართველი საზოგადოების მხარდაჭერა იყო, თუნდაც უნიათო, არაპროფესიონალი, ფარჩაკი ხელისუფლების მიმართ, რადგან სადისტი ნაცების ხელისუფლების რესტავრაციის პერსპექტივა არავის ხიბლავს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ, სამარცხვინო ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს ქართველი ერის სახელით მივმართო:

ბატონო ბიძინა! ბოროტად ნუ სარგებლობთ იმ რეალობით, რომ ნაცებს ჯობიხართ _ ქუჩაში აღარ გვხვრეტენ და ციხეებში აღარ გვაწამებენ; მიტინგების გარეშე გამოიძიეთ და დასაჯეთ მკვლელებიცა და მათი მფარველებიც. რაც მთავარია და რაზეც არავინ ლაპარაკობს, დადგინდეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობების მოტივი, რადგან, თუ მოტივის გარეშე მოკლეს ორი ყმაწვილი, თანაც დანით მიაყენეს უამრავი ჭრილობა, მაშინ ეს უკვე კლინიკური შემთხვევაა და მკვლელები, კი არ უნდა დავიჭიროთ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უნდა გავამწესოთ! სკოლებში ჩვენც გვისწავლია და ვიცით: არათუ მკვლელობა, მოტივის გარეშე უბრალო მუშტი-კრივიც არ ხდება…

რადგან ქოცების ხელისუფლებამ, 6 წელიწადია, ვერ შეასრულეთ უმთავრესი დაპირება _ არ აღადგინეთ სამართლიანობა არც ერთი მიმართულებით და ისეთ მარაზმამდე მიხვედით, რომ მკვლელობების გამოძიების საპარლამენტო კომისიაში სულხან მოლაშვილის მწამებელი გიგა ბოკერია გიზით, ხოლო აფრასიძეების ოჯახის ამომწყვეტი გია ბარამიძე, იმის მაგივრად, რომ ციხეში იჯდეს, მორალს გვიკითხავს და ა.შ.

აქედან გამომდინარე, უნდა შეიქმნას, საპარლამენტო კი არა, დიდი უფლებების მქონე, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირებისგან შედგენილი კომისია, რომელიც თავისუფალი იქნება კოაბიტაციის მარწუხებისგან და გამოიძიებს იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც 6 წელიწადი თაროებზე დევს.

და ყველაზე მთავარი _ უნდა მოხდეს სამეგრელოს ტყეებში კასრებში ნაპოვნი ათიათასობით ფაილის (რომლებიც ვითომ განადგურდა, მაგრამ მათი დუბლიკატები არსებობს) გამომზეურება და მათ საფუძველზე და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, როგორც ფაშისტურ-სადისტური პარტიის, გასამართლება, მისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა “ევროპულ საქართველოსთან” ერთად, რადგან, ერთი კახური გამოთქმისა არ იყოს, ვირი გინდ ღობის იქით დააბი, გინდ _ ღობის აქეთ, მაინც ვირია.

დავით მხეიძე

P.S. ასეთ ხალხსა თუ პარტიებს არათუ შვილის მკვლელების დასჯაში დასახმარებლად დავიყენებ გვერდით, არამედ, ასეთ ნაძირლებს, გარდაცვლილი შვილის გაცოცხლებასაც რომ შემპირდნენ, ახლოსაც არ გავიკარებ. ამას მე, დავით მხეიძე, გეუბნებით, ბატონო ზაზა, რომელმაც 13 წლის ანგელოზი ბიჭი ჩავდე მიწაში! მაგრამ ამას, ბონია მეწისქვილისა და დათა თუთაშხიასი არ იყოს, შენ არც დამიჯერებ და ვერც გაიგებ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here