Home სხვადასხვა დაიჯესტი ვუდ ალენმა ვერ შეძლო მემუარების გამოქვეყნება, რადგან პედოფილობა დააბრალეს

ვუდ ალენმა ვერ შეძლო მემუარების გამოქვეყნება, რადგან პედოფილობა დააბრალეს

510
ვუდ ალენმა ვერ შეძლო მემუარების გამოქვეყნება, რადგან პედოფილობა დააბრალეს

გამომცემლობები უარით ისტუმრებდნენ ცნობილ ამერი The New York Times ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოთხგზის ოსკარის პრემიის ლაურეატმა ოთხმა გამომცემლობამ არ მიიღო მისი ხელნაწერი.

ალენის რეპუტაცია სერიოზულად შეირყა მას შემდეგ, რაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია მისი პედოფილობის შესახებ. ამასთან, წინასწარი მონაცემებით, ზოგიერთი გამომცემლობის ხელმძღვანელს ხელშიც არ აუღია მისი ნაწერი.

შეგახსენებთ, რომ კინორეჟისორის კარიერას საშიშროება მას შემდეგ დაემუქრა, რაც მისმა გერმა დილან ფეროუმ კვლავ განაცხადა, რომ მამინაცვალი მის გაუპატიურებას ცდილობდა 1992 წელს.

ამ ფონზე კინოკომპანია Amazon Studios-მა, რომელთანაც ოსკაროსან რეჟისორს დადებული ჰქონდა ხელშეკრულება ოთხი ფილმის გადაღებაზე, გაწყვიტა კონტრაქტი და უარი თქვა მისი ფილმების დემონსტრირებაზე. ალენმა კი რამდენიმე ათწლეულის შეუწყვეტელი მუშაობის შემდეგ პირველად გადაწყვიტა დასვენება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here